მკითხველთა კლუბი -საუნჯე
სლოგანი- „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები"
ლოგო
კლუბის ხელმძღვანელი ორგანოა კურატორი,რომელიც არჩეულია ერთი წლის ვადით,მისი გადაყენება შესაძლებელია:პირადი განცხადების ან კლუბის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
კლუბის მუშაობის გრაფიკი:
პროგრამა:
1.რევაზ ინანიშვილი - „ლამაზი ცრემლები“
2.მარკ ტვენი - „უფლისწული და მათხოვარი“
3.ასტრიდ ლინდგრენი - „პეპი გრძელი წინდა“
4.ჯანი როდარი - „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“
5.ოტია იოსელიანი - „ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი“
6.კარლო კოლოდი - „პინოქიოს თავგადასავალი“
7.რევაზ ინანიშვილი - „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“
8.ნოდარ დუმბაძე - „ძაღლი“
9.არჩილ სულაკაური - „სალამურას თავგადასავალი“
10.ვაჟა-ფშაველა - „შვლის ნუკრის ნაამბობი“
სლოგანი- „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები"
ლოგო
კლუბის ხელმძღვანელი ორგანოა კურატორი,რომელიც არჩეულია ერთი წლის ვადით,მისი გადაყენება შესაძლებელია:პირადი განცხადების ან კლუბის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
კლუბის კურატორს აქვს
უფლება: ჩაატაროს
კლუბის სხდომა,წინასწარ მოამზადოს
საჭირო მასალა.უხელმძღვანელოს კლუბს,დაამტკიცოს მისი
წევრების მიღებული
გადაწყვეტილებები.
მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები კლუბის
მოღვაწეობის შესახებ.
ყველა გადაწყვეტილება მიიღება კლუბის
წევრთა უმრავლესობაზე დაყრდნობით.
კლუბის წევრთა საქმიანობა დაფუძნებულია თანასწორობაზე,ნებაყოფილობასა და თავისუფალ
სიტყვაზე.
კლუბის წევრი
შეიძლება იყოს
სკოლის III და IV კლასელები
კლუბში გასაწევრიანებლად მოსწავლემ უნდა
წარმოადგინოს პირადი
განცხადება;
კლუბიდან წევრის
გარიცხვა შეიძლება
ა) მისგან კლუბის წესდების დარღვევისას;
ბ)პირადი
სურვილის შემთხვევაში განცხადების საფუძველზე.
კლუბის წევრთა უფლებები:
მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ
ჩატარებულ აქტივობებში;
დაგეგმოს და
ჩაატაროს სხვადასხვა აქტივობები.
მიიღოს ინფორმაციები კლუბის დაგეგმილ
ღონისძიებათა შესახებ.
კლუბის მიზნები და
ამოცანები:
კლუბის მიზანია:მხატვრული ლიტერატურის გაცნობა და პოპულარიზაცია; მოსწავლეების წიგნის მოყვარულ საზოგადოებად ჩამოყალიბება; მათი წიგნებით დაინტერესება; კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება; კითხვის ტექნიკის დახვეწა; ტექსტზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლება; სრულყოფილი და გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება; პარალელების გავლება ნაწარმოების პერსონაჟებისა და მათ ცხოვრებას შორის; შემოქმედ მოსწავლეთა უნარების აღმოჩენა
და განვითარება;
კლუბში მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში:
ორგანიზაციული მუშობისა
და კომუნიკაციის უნარების
ჩამოყალიბებასა და
განვითარებას;
გუნდური მუშაობის
უნარების ჩამოყალიბებას ;
შემატებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის უნარს;
პასუხისმგებლობის გრძნობის
განვითარებას ;
კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
საკვლევაძიებო მუშაობისა
და ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვას;
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს
კლუბი განახორციელებს საქმიანობას ,რომელიც გამომდინარეობს ეროვნული
სასწავლო გეგმიდან,მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი აზრის
ლოგიკური გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულებითი ტექსტის
შექმნის უნარი,ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების,ლიტერატურის,როგორც
ხელოვნებისა და
კულტურის აღქმის
უნარი.
კლუბის შეხვედრები მოეწყობა თვეში სამჯერ. ამ შეხვედრებზე გაიმართება ერთობლივი კითხვა; დისკუსია ნაწარმოების გარშემო; პერსონაჟების დახასიათება; მოთხრობის ილუსტრირება; შესაბამისი კინო ან მულტფილმის ჩვენება და შედარება ნაწარმოებთან; კავშირების გაბმა ნაწარმოების და ცხოვრებისეულ პერსონაჟებს შორის; ტესტით შემოწმდება როგორ გაიაზრეს ნაწარმოები; გაიმართება ვიქტორინა ჯგუფებს შორის, ვინ უკეთ გაიგო ნაწარმოები.
კურატორი ვალდებულია, კლუბის მუშაობისგანრიგი,შეხვედრებისა და ღონისძიებების ადგილიგამოაკრას თვალსაჩინო ადგილას.
წინასწარ განსაზღვროს და კლუბის წევრებს გააცნოსღონისძიების გეგმა.
1.რევაზ ინანიშვილი - „ლამაზი ცრემლები“
2.მარკ ტვენი - „უფლისწული და მათხოვარი“
3.ასტრიდ ლინდგრენი - „პეპი გრძელი წინდა“
4.ჯანი როდარი - „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“
5.ოტია იოსელიანი - „ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი“
6.კარლო კოლოდი - „პინოქიოს თავგადასავალი“
7.რევაზ ინანიშვილი - „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“
8.ნოდარ დუმბაძე - „ძაღლი“
9.არჩილ სულაკაური - „სალამურას თავგადასავალი“
10.ვაჟა-ფშაველა - „შვლის ნუკრის ნაამბობი“
კლუბში გაწევრიანების მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ განცხადება:
სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის
ქალაქ თბილისის
N178 საჯარო
სკოლის
მკითხველთა კლუბ „სანჯეს“ კურატორს
ნინო მამუჩიშვილს
ამავე სკოლის-----კლასის მოსწავლის----------------
-----------------------------------------
გ ა ნ
ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ გამაწევრიანოთ მკითხველთა კლუბ „საუნჯე“-ში.
განმცხ.----------------------------
----------------------------
/თარიღი/
5. 10. 2017წ-დან დავიწყეთ გაწევრიანება მკითხველთა კლუბში. გაერთიანდა 19 მესამეკლასელი.
1.ახობაძე ბარბარე;
2.ბაიდარაშვილი მია;
3.ბარნაბიშვილი ნუცა;
4.ბირკაძე ლიზი;
5.ბირკაძე გიორგი;
6.გოგოლაძე გიორგი;
7.გურგენიძე გვანცა;
8.თედელური სალომე;
9.კაკაბაძე ლიზი;
10.კაკაური მარიამ;
11.მასურაშვილი გოირგი;
12.მჭედლიშვილი ანი;
13.ნათენაძე გვანცა;
14.სიფრაშვილი ნატალი;
15.ქარადენიზი გვანცა-იპეკ;
16.ქობალია დავით;
17.შონია მარიამ;
18.ჩახუნაშვილი რამაზ;
19.ჩიტაძე დავით
5. 10. 2017წ-დან დავიწყეთ გაწევრიანება მკითხველთა კლუბში. გაერთიანდა 19 მესამეკლასელი.
1.ახობაძე ბარბარე;
2.ბაიდარაშვილი მია;
3.ბარნაბიშვილი ნუცა;
4.ბირკაძე ლიზი;
5.ბირკაძე გიორგი;
6.გოგოლაძე გიორგი;
7.გურგენიძე გვანცა;
8.თედელური სალომე;
9.კაკაბაძე ლიზი;
10.კაკაური მარიამ;
11.მასურაშვილი გოირგი;
12.მჭედლიშვილი ანი;
13.ნათენაძე გვანცა;
14.სიფრაშვილი ნატალი;
15.ქარადენიზი გვანცა-იპეკ;
16.ქობალია დავით;
17.შონია მარიამ;
18.ჩახუნაშვილი რამაზ;
19.ჩიტაძე დავით
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი
- დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია კლუბის შექმნის შესახებ?
-
რა მოგცათ საკლუბო მუშაობამ, რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს სამუშაო?
-
-
საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
- იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
მშობლის კითხვარი
გვარი ,სახელი
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია კლუბი-„საუნჯე“-ს შექმნის შესახებ?
2. რა მისცა და რა უნარები განუვითარა თქვენს შვილს საკლუბო მუშაობამ?
3. საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
4. იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო მოსწავლეთათვის?
5. დადებითად შეაფასებდით თუ არა კლუბის მუშაობას?
პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს გავაცანი მუშაობის თავისებურებები, მიზნები, ამოცანები, წევრების მოვალეობები და უფლებები. შევათანხმე მათთან მუშაობის გრაფიკი და პროგრამა. დავიწყეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ლამაზი ცრემლები“ს კითხვა. ერთი კვირის განმავლობაში მათ უნდა დაემთავრებინათ და გაეაზრებინათ მოთხრობა. შემდეგ შეხვედრაზე, მოვაწყეთ განხილვა და დავწერეთ ტესტი წყვილებში, რისი დახმარებითაც შევამოწმე, როგორ გაიაზრეს მოთხრობა.
ამ მოთხრობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე, მოხუცის პატიოსნება და თინასი და გიას კეთილი გულები მათ სულიერ ცხოვრებაში აუცილებლად დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს.

ამ მოთხრობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე, მოხუცის პატიოსნება და თინასი და გიას კეთილი გულები მათ სულიერ ცხოვრებაში აუცილებლად დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს.







მომდევნო შეხვედრაზე დავიწყეთ მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“-ს კითხვა. კითხვა დავიწყეთ ერთობლივად, კლასში წავიკითხეთ 2 თავი, გავაანალიზეთ, რამაც პროვოცირება მოახდინა მოსწავლეებში და გადაწყვიტეს ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხონ, რასაც მოასწრებენ.
განვაგრძეთ მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“-ს ერთობლივი კითხვა. ბევრი ვინერვიულეთ უფლისწულის გამო, რომელიც სრულიად დაუცველი აღმოჩნდა ხალხის ბრბოს და თავშესაფრის ბავშვებს შორის ჩავარდნილი. დიდი ინტერესით ველოდებით რა მოხდება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები.








დეკემბრის ბოლოს კლუბში მოვიწვიეთ BBB ბიბლიოთეკის წარმომადგენელი - კესო მეტრეველი, რომელმაც ბავშვებს წარუდგინა წიგნები: „პეპი გრძელწინდა“ და „კარლსონი“. ბავშვები ინტერესით უსმენდნენ ნაწარმოებების წარდგენას. შემდეგ კესომ სთხოვა, მათაც მოეთხროთ წაკითხული წიგნების შესახებ. საინტერესო საუბარი გაიმართა. დიდი ხალისითა და ინტერესით გაცვალეს აზრები. შეხვედრამ კარგი შედეგი გამოიღო, ბავშვები კმაყოფილები წავიდნენ სახლში და ბევრმა მათგანმა მშობლებს სთხოვა ეშოვათ მათთვის წარდგენილი წიგნები.


















25 იანვარს კლუბის შეხვედრაზე მია ბაიდარაშვილმა წარადგინა წიგნის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პრეზენტაცია. კლუბის წევრებმა მოისმინეს და სიამოვნებით ჩაერთნენ ნაწარმოების განხილვაში.
9 თებერვალს, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებმა მეგობრების წინაშე წარადგინეს წაკითხული წიგნები. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს.გაიმართა საინტერესო მსჯელობა წიგნების გარშემო, დაუსვეს კითხვები პრეზენტატორებს. ვისაც წაკითხული ჰქონდა წარდგენილი ნაწარმოებები, საინტერესო დეტალები დაამატეს პრეზენტაციას.
შემდეგ შეხვედრაზე ვნახეთ ოტია იოსელიანის მოთხრობა „ბებიებისა და შვილიშვილების ამბები“-ს მიხედვით გადაღებული ფილმი. ჩვენება მოვაწყეთ მკითხველთა კლუბში. ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია. რათქმაუნდა ბოლომდე არ ვაჩვენე. გამოვთქვით ვარაუდები. ძალიან საინტერესო მოსაზრებები წამოვიდა. ბევრმა იფიქრა, რომ ბიჭი თავისი ბებიისთვის ფულს აგზავნინებდა ბავშვებს. მია ბაიდარაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბიჭი თავისთვის აგზავნინებდა ფულს. ლიზი კაკაბაძე ფიქრობდა, რომ ბიჭის ბებია სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან შვილიშვილზე იყო გაბრაზებული და ბიჭი სანუგეშო და ბოდიშის წერილებს აგზავნინებდა სხვა ბავშვებს თავის ბებიასთან.
ასე ღიად დავტოვეთ სათქმელი და კომპიუტერში გადავუგზავნე მოთხრობა „ბებიებისა და შვილიშვილების ამბები.“ ვფიქრობ აუცილებლად წაიკითხავენ და მომავალ შეხვედრაზე ვისაუბრებთ რა მოხდა სინამდვილეში.



























კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მკითხველთა კლუბში. როგორც მოველოდი ბავშვებმა სიამოვნებით წაიკითხეს ოტია იოსელიანის მოთხრობა - „ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი“. ვიმსჯელეთ ნაწარმოების შესახებ, ვიპოვეთ მთავარი სათქმელი, სიამოვნებით გაიხსენეს თავიანთი ბებიების შესახებ, რომლებიც მართლაც მოუთმენლად ელიან მათ ჩასვლას სოფელში. დავინახეთ რა მნიშვნელოვანია მოხუცებისთვის ჩვენი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა მივატოვოთ, არ უნდა დავივიწყოთ მათი შრომა და ამაგი, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება. ბოლოს ფილმის დასასრულიც ვნახეთ და შევადარეთ ერთმანეთს ფილმი და მოთხრობა. ძალიან სახალისო მეცადინეობა გამოგვივიდა.
















პროგრამით გათვალისწინებული ყველა წიგნი წავიკითხეთ, ზოგი კლუბის შეხვედრებზე, ზოგი სახლში, ვიმსჯელეთ მათ შესახებ, ვინც ყველაფრის წაკითხვა ვერ მოასწრო, მათ ყურადრებით მოისმინეს წიგნების პრეზენტაცია და საზაფხულოდ იმედი მაქვს წაიკითხავენ.
კლუბის მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კომუნიკაციის
უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას ; შემატა მათ თვითშეფასებისა და
თავდაჯერებულობის უნარი;აუმაღლა პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკული აზროვნება,
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, შემოქმედებითი უნარები.
ჩემმა ბავშვებმა დაიწყეს წიგნების
კითხვა, გახდნენ ბიბლიოთეკის წევრები, ვფიქრობ კლუბმა თავისი საქმე გააკეთა,
მიზანს მივაღწიე.
საკითხავი მასალა საზაფხულოდ:
განვაახლეთ მკითხველთა კლუბის მუშაობა. წელს გადავწყვიტეთ კლუბში მშობლებიც მოვიწვიოთ და ერთობლივი კითხვით დავკავდეთ. წასაკითხად შევარჩიეთ წიგნი „თევზი ხეზე“. დიდი ინტერტესი გამოიწვია ნაწარმოების სათაურმა, ვერაფრით დავაკავშირეთ თევზი ხესთან. ვკითხულობთ, ვმსჯელობთ და იმედი გვაქვს, მივხვდებით, რატომ დაარქვეს ასე.საკითხავი მასალა საზაფხულოდ:
ოტია იოსელიანის ”დაჩის ზღაპრები” ჯანი როდარი - "ჩიპოლინო" ალექსი ტოლსტოი - "ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავალი" ვაჟა ფშაველა - "მუცელა"”სათაგური”,"ჩხიკვთა ქორწილი""დათვი""მგელი""შალვას ნანახი ხატი" |
ასტრიდ ლინდგრენის ”ლიონერბერგელი ემილის თავგადასავალი” მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავალი" ჰარიეტ ბიჩერსტოუ - "ბიძია თომას ქოხი" რევაზ ინანიშვილი - მოთხრობები-"უშიშა პაპას ამბავი""ასი წლის პაპა""მუხა"... ნოდარ დუმბაძე-მოთხრობები:"ჰელადოს""ძაღლი" |
ასტრიდ ლინდგრენი- ”ყაჩაღის ასული რონია” "ძმები ლომგულები" ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი - "პატარა უფლისწული" რადიარ კიპლინგი-"მაუგლი" 2018/19 სასწავლო წელი
მკითხველთა კლუბი საუნჯე განაგრძობს მუშაობას 2018/19 სასწავლო წელს.კლუბში გაერთიანდნენ იგივე მოსწავლეები, ვინც წინა წელს იყვნენ კლუბის წევრები. წესდება რჩება იგივე.
კლუბის მიზნები და ამოცანები:
კლუბის მიზანია:მხატვრული ლიტერატურის გაცნობა და პოპულარიზაცია;
ნაწარმოების ღრმა ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება; მოსწავლეების წიგნის მოყვარულ საზოგადოებად ჩამოყალიბება; მათი წიგნებით დაინტერესება; კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება; კითხვის ტექნიკის დახვეწა; ტექსტზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლება; სრულყოფილი და გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება; პარალელების გავლება ნაწარმოების პერსონაჟებისა და მათ ცხოვრებას შორის; შემოქმედ მოსწავლეთა უნარების აღმოჩენა და განვითარება; კლუბის მუშაობის განრიგი: კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს მეექვსე გაკვეთილზე;
პროგრამა: წელს წავიკითხავთ ლინდა მალალი ჰანთის ნაწარმოებს-„თევზი ხეზე“; მოვახდენთ ამ ნაწარმოების სიღრმისეულ ანალიზს, ვისაუბრებთ შეზღუდულ სესაძლებლობებზე, კერძოდ დისლექსიაზე, საზოგადოების მხრიდან თანადგომაზე და შედეგებზე, რომლის მოტანაც ამ თანადგომას შეუძლია. მოვიპოვებთ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დისლექსიით იყვნენ დაავადებულნი და გენიოსებად ჩამოყალიბდნენ. გავაკეთებთ და გავავრცელებთ წიგნის რეკლამებს.
|
























No comments:
Post a Comment