საინტერესო აქტივობები


 178-ე სკოლის IV/დ კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს სოციალური პროექტი - ,,გადავარჩინოთ ნარგავები ". დაახლოებით ერთი თვის წინ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა უამრავი ნერგი, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ არ ხდება ნერგების მორწყვა და მოვლა. ჩვენმა კლასმა გადაწყვიტა თავის თავზე აიღოს 20 ნერგის მოვლა. ბავშვები თითო ნერგს გაუწევენ პატრონაჟს და ყოველდღე დაუსხამენ წყალს. ვიწვევთ ჩვენ პარალელურ და 178-ე სკოლის სხვა კლასებს. 

გადავარჩინოთნარგავები. 

გავუფრთხილდეთბუნებას. 

გავიუმჯობესოთგარემო.



ესეც ჩვენი რეკლამები











დაუვიწყარი დღე

17 დეკემბერი. ულამაზესი შოუ გვაჩვენა მხიარულმა მეცნიერებამ. დიდი სურვილი მქონდა ბავშვებისთვის მეცნიერებისადმი ინტერესი აღმეძრა. ამ საქმეში დიდი დახმარება გამიწია შოუმ-„მხიარული მეცნიერება“, ფაქტიურად შეგვიყვარდა ფიზიკა და ქიმია. ძალიან ვიხალისეთ.
https://www.facebook.com/nino.mamuchishvili.54/videos/1988362384534824/
https://www.facebook.com/nino.mamuchishvili.54/videos/1988734144497648/?t=13

 










ორი ბრძენი

გვიყვარს საინტერესო დავალებები. კომიქსებით ტექსტი ისე შემოგვესწავლება ხოლმე, ვერც ვგებულობთ

 

განძის მაძიებლები

დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა განძის ძიებამ. იყო უამრავი ემოცია, მხიარულება, სიხარული, ღიმილი, ბედნიერება, გაკვირვება. გადაწყვიტეს ორ გუნდად გაყოფილიყვნენ, ბიჭები და გოგონები. დაწერეს და შეარჩიეს კითხვები. გოგონებმა მითითებისამებრ ქილებში ჩაალაგეს ისინი და შეთანხმებულად დამალეს. ბიჭებმა მოუთმენლობა გამოიჩინეს და ქილების გარეშე დამალეს ფურცლები, რის გამოც ზოგიერთი კითხვა დაიკარგა. ამის გამო იყო ტკივილი და სევდაც. თუმცა შევძელით, რომ ესეც საჩვენოდ გამოგვეყენებინა და სწორი დასკვნები გაგვეკეთებინა.
 დასკვნები: ასე დაყოფა არასწორი იყო და  შერეული ჯგუფები უნდა გაგვეკეთებინაო;
  ვიჩქარეთ და კარგად არ დავგეგმეთო;
მითითებები სწორად არ შევასრულეთო;
მეტი ძალისხმევა იყო საჭიროო;
ჩვენ დაწერილ კითხვებზე პასუხები უნდა გვცოდნოდაო;
შესანიშნავი აქტივობა იყო, უამრავი რამ გვასწავლა, ბევრი უნარის განვითარება შევძელით, დავგეგმეთ, განვახორციელეთ, დავაკვირდით, გავაანალიზეთ და მივხვდით ჩვენ შეცდომებს. შემდგომი მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ გამოცდილებას.


საავტორო სკამი

სად მიგვიყვანა გულივერის მოგზაურობამ?!

ტექსტის გააზრების მიზნით გავაკეთე ასოციაციური რუკა - ლილიპუტების ქვეყანა;
აღწერეს ტექსტის მიხედვით და მია მეუბნება:
- ლილიპუტების ქვეყანა დაცულია.
მე - რას გულისხმობ?
მია - ქვეყანაში შემსვლელ ყველა პირს ჩხრეკენ და ცუდ რამეს ვერ შეიტანენ.
მე - მაინც რა შეიძლება შეიტანონ ცუდი?
ატყდა ამბავი: იარაღიო, ნარკოტიკიო...
ნარკოტიკის შეტანის უამრავი  ხერხი გაუგიათ თურმე, ისიც იციან, რომ მომაკვდინებელია, ისიც, რომ ხელი არ უნდა კრან ასეთ ადამიანს და დახმარებას უნდა შეეცადნენ და კიდე უამრავი რამ.
მერე თვითონ მოიფიქრეს საინტერესო დავალებები, პოსტერებს გავაკეთებთო ქვეყნის დაცვასა და ნარკოტიკთან დაკავშირებითო და ა ბატონო შედეგიც, უამრავი პოსტერი ძალიან საინტერესო აქცენტებით...




მერცხლის ბუდე“

კიდევ ერთი ხალისიანი გაკვეთილი. ჩემი ჟურნალისტები. საინფორმაციო გადაცემაში სენსაციური ამბავი გაჟღერდა. ოჯახს მერცხლის ბუდის დანგრევა უწევდა, გამოსავალი გამოინახა, ბუდე არ დაანგრიეს, აივანზე გადაიტანეს, მაგრამ მერცხლები შიშით ვეღარ ეკარებიან. ტელევიზიამ გააშუქა ამბავი, მოიწვია ოჯახის წევრები და აიღო ინტერვიუები. ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები.
ხელოვნების გაკვეთილზე დავამზადეთ ტელევიზორი. მოვაწყეთ საინფორმაციო კუთხე და დავიწყეთ... ყველას უნდოდა დიქტორი ყოფილიყო. თუ სხვა დროს თხრობის სურვილს მაინცდამაინც არ გამოთქვამდნენ, ახლა დიდი ხალისით ყვებოდნენ მერცხლების ისტორიას. მერე სტუდიაში ოჯახის წევრებიც მოიწვიეს და ინტერვიუები ჩამოართვეს. გაკვეთილი არ იყო მომზადებული, ყველაფერი ექსპრომტად მოხდა.

2 comments:

  1. ძაალიან საინტერესო და დაუვიწყარიი გაკვეთილებიი❤️❤️������

    ReplyDelete