ტესტები და დავალებები











1.გავიხსენოთ რიცხვების 11, 12, 13, 14, 15, 16 შედგენილობა. რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია თითოეულში?
2. რამდენი უნდა მივუმატოთ 10-ს რომ მივიღოთ 11, 12, 13, 14, 15, 16.
3. მოდი ვითამაშოთ. გამოჭერით სახატავი რვეულის ფურცლისგან პატარა კვადრატები, დაწერეთ თითო კვადრატზე თითო რიცხვი 1-დან 16-ის ჩათვლით. გაშალეთ მაგიდაზე. დააწყვილეთ ისე, რომ მიიღოთ ჯერ 11, შემდეგ 12 და ასე შემდეგ.  თითოეულ რიცხვს წყვილების ყველა შესაძლო ვერსია დაულაგეთ . გადაუღეთ სურათი და გამომიგზავნეთ. ეს თამაშიც აქციეთ ყოველდღიურობად.
4.რვეულებში შეასრულეთ წიგნის გვ. 39-დან დავალებები 6, 7, 8, 9, 10. გააკეთეთ მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით ამოცანები. ვინც დღეს ვერ მოასწრებს ყველას ამოხსნას, შეგიძლიათ ნაწილი ხვალ გააკეთოთ.

გკოცნით. ველოდები დავალებებს ხვალ დილით. გაკოცეთ.




ვიდეორგოლი ახალი დავალებისთვის. ინსტრუქციებს მოგაწვდით ფაილის სახით♥️
უყურეთ ვიდეორგოლს.
ყურადღებით მოუსმინეთ, დააკვირდით ძაღლის საქციელს.
უპასუხეთ კითხვებს: როგორი ძაღლია ჰაჩი?

1.წაიკითხეთ ტექსტი ,,ნიკა და ყურშა“
2.შეასრულე დავალებები მე-14 გვერდზე (სახელმძღვანელოში ზეპირად)
3.ბოლო დავალებაზე წერილობით გაეცი პასუხი.
-აპატია ყურშამ ნიკას დანაშაული?
-რატომ გგონია ასე? (დაწერე ამ ორ კითხვაზე პასუხი. გადაუღე სურათი და გამომიგზავნე პირადში)
4.როგორ ფიქრობთ, რატომ გაჰყვა ყურშა ნიკას მდინარეზე, ის ხომ ნაწყენი იყო მასზე?
დიახ, მან თავისი მოვალეობა შეასრულა.
5. შეადარეთ ჰაჩი და ყურშა, რა აქვთ მათ საერთო?
პატრონის ერთგულები არიან. 

გამუქებულია პასუხები, რომ ბავშვებისთვის თვალშისაცემი არ იყოს და თვითონ მოიფიქრონ.



უყურეთ მულტფილმს, ხმოვანი მესიჯები გამომიგზავნეთ, როგორია კატა და რა შეუძლია მას?
დააკვირდით, რა არ ასწავლა კატამ ლომს და რატომ არ ასწავლა?








ქართული- წაიკითხეთ ტექსტი „მოუსვენარი სტუმარი“
შეასრულეთ დავალებები მე-12 გვერდზე ზეპირად.
დაწერეთ, რატომ დაკაწრა ფისომ თამრიკო?
ეცადეთ, მიხვდეთ რა აქვს საერთო ამ ორ კატას, ტექსტიდან და მულტფილმიდან?


მათემატიკა - განიხილეთ გვ37, 38. რიცხვები 15, 16.
იმუშავეთ ამ რიცხვების სახელწოდებაზე, რატომ ჰქვია 15, 16.
რამდენიტ მეტია თითოეული 10-ზე?
რამდენი ათეულია 15-ში? 16-ში?
რამდენი ერთეულია 15-ში? 16-ში?
შეადარეთ რიცხვები:
10* 12                          11* 16                          12* 14
13* 10                          16* 15                          14* 14

დაწერეთ სამი ორნიშნა კენტი რიცხვი;


დაწერეთ რიცხვი, რომელიც მეტია 12-ზე და ნაკლებია 14-ზე;


დაწერეთ ყველაზე დიდი ერთნიშნა რიცხვი;


დაწერეთ ყველაზე პატარა ორნიშნა რიცხვი;











მათემატიკა
  1. ამოხსენით ამოცანა
მარიამს უყიდეს 2 თოჯინა, გიორგის - 5 მანქანა. სულ რამდენი სათამაშო უყიდეს ბავშვებს? (გააკეთეთ მოკლე ჩანაწერი პატარა რვეულებში და ამოხსენით)
2.გადაიწერეთ რვეულებში და მიუწერეთ პასუხები:
7+4=                                  9+3=                            10+2=
6+5=                                  8+3=                            7+5=
9-4=                                   10-6=                           8-6=
12-3=                                 11-4=                           9-7=
3.დაალაგეთ კლებადობის მიხედვით:
3; 9; 12; 6; 10; 13; 4; 11; 2.
4.შეავსე 12-მდე:


3
7
4
9
6
8
1
10
2
5











ქართული
წაიკითხეთ მოთხრობა და შეასრულეთ დავალებები:
                                          ზოოპარკში
      კვირაა. ხუთი მაისია. კაშკაშა მზეა. მზია და ზაზა ზოოპარკში არიან.მათ ნახეს შავი ავაზა, ვეფხვი, ქორბუდა ირემი, მაიმუნი, ჭრელკუდა ფარშევანგი, თმასავარცხელა ოფოფი.
      -მზია, ნახე, მაიმუნი ხეზეა!
      -აი, მეორე მაიმუნი, აი მესამე, მეოთხე!
      -შეხედე, მეხუთე მაიმუნს კუთხეში სძინავს!

  1. უპასუხე კითხვებს მოთხრობის მიხედვით:
როგორი მზეა?
ა)კარგი                              ბ)კაშკაშა                                 გ)ცხრათვალა
რა არის შავი?
ა)ვეფხვი                            ბ)ირემი                                   გ)ავაზა
რამდენი მაიმუნია ზოოპარკში?
ა)სამი                                ბ)ოთხი                                   გ)ხუთი

2.დაუსვი კითხვა:
ავაზა
ვეფხვი
ირემი
ოფოფი
ფარშევანგი
მაიმუნი
მზია
ზაზა
 
                                                                                                           
                                                                                                                                                                                          3.მოძებნე ტექსტში როგორია ცხოველი და მიუწერე:

ცხოველი

როგორია?
ავაზა

ირემი

ფარშევანგი

ოფოფი







ქართული---წიწილა კითხვით        
მოძებნეთ ტექსტში სიტყვები:
ერთმარცვლიანი
ორმარცვლიანი
სამმარცვლიანი
ოთხმარცვლიანი
ხუთმარცვლიანი





















კითხვითი წინადადება არსებობს ორნაირი: 1.კითხვითსიტყვიანი-რომელშიც არის კითხვითი სიტყვა და 2. უკითხვითსიტყვო-რომელშიც არ არის კითხვითი სიტყვა.
კითხვითი სიტყვებია: ვინ? რა? როდის? სად? რამდენი? როგორი? მერამდენე? რანაირი?
თუ წინადადებაში არის კითხვითი სიტყვა, მახვილი მოდის კითხვით სიტყვაზე.
თუ არ არის კითხვითი სიტყვა , ვაგრძელებთ მოქმედების გამომხატველ სიტყვას.
იპოვეთ ტექსტში კითხვითი წინადადება, გაარკვიეთ არის თუ არა ამ წინადადებაში კითხვითი სიტყვა? წაიკითხეთ სწორად და გადაიწერეთ რვეულებში.


მათემატიკა:
გამოკლების კომპონენტებია: საკლები, მაკლები, სხვაობა.
დაწერეთ 9 – 2 = 7  სახის  10 მაგალითი.  შემოხაზეთ მაკლებები.
ჩაწერეთ მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით ამოცანა:
ნავსადგურში იყო 8 გემი, 4 ზღვაში გავიდა. რამდენი გემი დარჩა ნავსადგურში?

ჩაწერეთ კვირის დღეები:


ჯიუტი თხები
       მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო.
- უკან დაიხიე! - უთხრა ერთმა მეორეს.
- ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე!
არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მოუვიდათ ჩხუბი. დაეჯახნენ ერთმანეთს რქებით. ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და ყირამალა გადაეშვნენ წყალში.


 წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს;
რამდენი აბზაცია ტექსტში?
რამდენი წინადადებაა პირველ აბზაცში?
რამდენი წინადადებაა მესამე აბზაცში?
რამდენი წინადადებაა მეოთხე აბზაცში?
ტექსტში მოძებნეთ კითხვითი წინადადება  და ამოიწერეთ პატარა რვეულში.
მოძებნეთ ძახილის წინადადებები და ამოიწერეთ პატარა რვეულში.
რამდენი სიტყვაა მეოთხე აბზაცის პირველ წინადადებაში?
იპოვეთ ტექსტში ორსიტყვიანი წინადადება და დაბეჭდეთ.


დამარცვლეთ სიტყვები: მდინარეზე;  ჯიუტი;  პირველი;  გადაეშვნენ. 






მუქთამჭამელა
იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელა ბიჭი. ყველას აბუჩად ჰყავდა აგდებული.
იფიქრა, ჩოხას გავიხდი, პიჯაკს ჩავიცვამ და პატივი დამედებაო. ასეც მოიქცა, მაგრამ უარესი დაემართა.
მეზობელმა უთხრა: ბიჭო, ტანისამოსს კი ნუ იცვლი, ხასიათი გამოიცვალე და პატივი დაგედებაო.

 

                                                                    
                                                                        
წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:
რამდენი აბზაცია ტექსტში?
რამდენი წინადადებაა პირველ აბზაცში?
რამდენი წინადადებაა მეორე აბზაცში?
რამდენი წინადადებაა მესამე აბზაცში?

დაითვალეთ სიტყვები წინადადებებში და უპასუხეთ კითხვებს:
რამდენი სიტყვაა მეორე აბზაცის მეორე წინადადებაში?
რამდენი სიტყვაა პირველი აბზაცის მეორე წინადადებაში?

დამარცვლეთ სიტყვები: ქეთი; ლამაზი; ფიფქია; ფანქრები;
(ეს დავალება შეასრულეთ პატარა რვეულებში)





ვაჟას ჟირაფები
          ვაჟიკას ორი ბოჟიკი ჰყავს. ჟოჟო და ჟუჟუ პატარა ჟირაფები არიან. ვაჟიკა სოფელში ცხოვრობს და ეზოში ბოჟიკებს სახლი აუშენა. ბოჟიკები ჟოლოს ფოთლებს მიირთმევენ და სწრაფად იზრდებიან. რა მოხდება, როცა ისინი გაიზრდებიან?
დაბეჭდეთ, თქვენი აზრით რა მოხდება?



დანომრეთ წინადადებები;
ჩაწერეთ ცხრილში, რამდენი სიტყვაა წინადადებაში
პირველ წინადადებაში

მეორე წინადადებაში

მესამე წინადადებაში

მეოთხე წინადადებაში


გამოწერეთ ჟ, ჟირაფი
წიგნის რვეულებში შეასრულეთ დავ. 1, 2, 4.
არ დაგავიწყდეთ კარნახით ერთი წინადადების დაწერა.

მათემატიკა - გვ. 12 ამოცანა 7
გვ 14 ტოლი რიცხვების გამოკლება
გამოაკელით რიცხვებს ტოლი რიცხვები და შეავსეთ ცხრილი:
3
8
6
9
1
4
2
5
7










დაწერეთ პატარა რვეულებში:
2+3=                              5+4=                                       6+3=

8-1=                              7-2=                                        6-3=           




 წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს

მეჩონგურე
        მეჩონგურე  ხელმწიფის  მახლობლად  ცხოვრობდა.  ის განთქმული იყო  თავისი  სიმღერებით  და  დაკვრით. ამ  სიმღერას  ყურს  უგდებდა მთელი  ქვეყანა.       ტყე  ფოთლების შრიალს  აჩერებდა.  ფრინველები  კი სულგანაბული უსმენდნენ.
         
      ამოიკითხეთ წინადადებები და დანომრეთ.                                   
          რამდენი  წინადადებაა ტექსტში?
          რამდენი  სიტყვაა  პირველ  წინადადებაში?           
რამდენი  სიტყვაა  მეორე  წინადადებაში?
რამდენი  სიტყვაა  მესამე  წინადადებაში?                               
 შეავსე  ცხრილი

სიტყვა
ასო
ხმოვანი
თანხმოვანი
მარცვალი
ის




ყურს





უგდებდა




მეჩონგურე




ტყე




განთქმული





·         დაალაგეთ  სიტყვები ისე, რომ მიიღოთ  წინადადება:                                                                                                                                                                                               ცხენი,   მამამ,  სათამაშო,  სოსოს,  აჩუქა.       


               საბავშვო,  მანანა,   დადის,  ბაღში.

            ფეხი,   ცხენს,  უცაბედად,  მოსტეხა,  მარომ.



მათემატიკა---მივუმატოთ ნული, გამოვაკლოთ ნული;
1)გვ.12 ამოცანა 2 (შეადგინეთ მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით ამოცანა პატარა რვეულებში;

2)5+1=                                     3+4=                                        7+2=
გადაწერეთ მაგალითები პატარა რვეულებში, ამოხსენით და ქვეშ მიუწერეთ მათგან გამომდინარე გამოკლების მაგალითები.

3)გაადიდეთ 0-ით და ჩაწერეთ ცხრილში
6
1
5
8
4
2
7
9
3










4)შეამცირეთ ნულით და შეავსეთ ცხრილი

6
1
5
8
4
2
7
9
3













გილოცავთ ახალ 2020 წელს, წარმატება, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა დაგბედებოდეთ!!!
დავალება 27.01 20
ქართული-ჩურჩხელა (კითხვით)
დაახასიათეთ ზამთარი; დაისწავლეთ ზამთრის თვეები (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი)
ცხრილში ჩაწერეთ რამდენი თანხმოვანი და ხმოვანია მოცემულ სიტყვებში:

ხმოვანი
თანხმოვანი
ცივა


აივანი


უთენია


ლექსი


ეს


კუ


მთა



გამოწერეთ წიგნის რვეულში: ჩ   ჩაიდანი
შეასრულეთ დავ 1, 3

მათემატიკა: გვ 9 მივუმატოთ 5, გამოვაკლოთ 5
გავიხსენოთ 5-ის შედგენილობა;
როგორ შეიძლება მივუმატოთ რიცხვს 5?
5-ის მიმატების და გამოკლების რამდენიმე ხერხი არსებობს:
1) შეიძლება მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ჯერ 1, მერე 4;
2)  ჯერ 2, მერე კიდე 3;
3) ჯერ 3, მერე 2.
4)ჯერ 4, მერე 1
გავიხსენოთ ამოცანის ნაწილები: პირობა და კითხვა.
წაიკითხეთ  ამოცანა და გამოყავით პირობა და კითხვა:
მაგიდაზე დევს 5 წიგნი და 4 რვეული. რამდენი წიგნი და რვეული დევს მაგიდაზე?
დაწერეთ პატარა რვეულებში დავალება N2.
გადაიწერეთ რვეულში ტოლობები: 3+5=8 ;        4+2=6;     8+2=10
და ამ ტოლობების მიხედვით შეადგინეთ გამოკლების 2 მაგალითი;

2-ის მიმატება, 2-ის გამოკლება

·       ჩაწერეთ ცხრილში ლუწი რიცხვები:






·       დააკავშირეთ რიცხვი ხაზით 2-ით მეტ რიცხვთან:
5                                              3
2                                              7
3                                              8
7                                              4
1                                              5
   
·       იპოვეთ გამოსახულების მნიშვნელობა და დააკავშირეთ ხაზით:
3+2                                         9
6+2                                         7
7+2                                         5
5+2                                         8

·       დახაზეთ  სამკუთხედი

3-ის მიმატება, 3-ის გამოკლება

·       ჩაწერეთ ცხრილში კენტი რიცხვები:






·       დააკავშირეთ რიცხვი ხაზით 3-ით მეტ რიცხვთან:
5                                              10
2                                              6
3                                              8
7                                              4
1                                              5
   
·       იპოვეთ გამოსახულების მნიშვნელობა და დააკავშირეთ ხაზით:
4+3                                         9
6+3                                         7
7+3                                         8
5+3                                         10

·       დახაზეთ  ოთხკუთხედი

No comments:

Post a Comment