საზაფხულო საკითხავი:
5-12 წლამდე წასაკითხი წიგნები
ბავშვებო, არდადეგებზე წაიკითხეთ ამ ჩამონათვალიდან რომელი წიგნიც მოგეწონებათ...აუცილებლად, მინიმუმ 3
1. ჯეიმს მეთიუ ბარი - პიტერ პენის თავგადასავალი აოცარი ბიჭუნა, საოცარი იმიტომ, რომ თავისი ასაკი არ იცის... იმიტომ, რომ გაზრდა არ უნდა და კიდევ ძალიან ბევრი რამის გამო... ერთხელ ეს საოცარი ბიჭუნა დარლინგების სახლს ესტუმრა, თანაც მარტო კი არა, თავის განუყრელ მეგობართან – ძინთან ერთად. პატარა ვენდი დარლინგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უცნაური ბიჭი მიფრინდებოდა მის საწოლთან; რომ ამ ბიჭთან ერთად კუნძულს მოინახულებდა... რომელ კუნძულს? როგორ გაჰყვა? რომელი გზით ან როგორ წავიდნენ? იქ ვინ ნახეს და რა გადახდათ? – ამ ყველაფერს შეიტყობ, თუ პიტერ პენსა და ვენდის უცნაურ კუნძულზე გაჰყვები.
2. მარკ ტვენი - ტომ სოიერის თავგადასავალი
3. ფრენკ ბაუმი - ოზის ჯადოქარი პატარა გოგონას, დოროთის სახლს ციკლონი შორეულ ქვეყანაში გადააფრენს. აქ ცხოველები ადამიანურად ლაპარაკობენ, ადამიანები კი ცოტათი უცნაურები არიან. დოროთისთან ერთად დაუმეგობრდი ჩალით გამოტენილ საფრთხობელას, რკინის ტყეკაფიას, უზარმაზარ ლომს და მათთან ერთად ყვითელი აგურის გზით გაემართე ზურმუხტქალაქის დიდი ჯადოქრისაკენ, რომელსაც ყველა სურვილის ასრულება შეუძლია.

4. იაკობ შტრაიტი - მოთხრობები ცხოველებზე შვეიცარიელი პედაგოგისა და საბავშვო მწერლის წიგნი „მოთხრობები ცხოველებზე“ მოიცავს 28 პატარა მოთხრობას სხვადასხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებსა და მწერებზე. ავტორი დიდი სიყვარულითა და იუმორით გვიყვება მათზე, გამოკვეთს მათ ყველაზე სახასიათო თვისებებს, თვალსაჩინოს ხდის მათ ხასიათსა და თავისებურებებს. მოთხრობები ბავშვებს ინტერესსა და სიყვარულს უღვივებენ ცხოველთა...
5. იაკობ შტრაიტი - და იქმნან ნათელი სიმპათია სიკეთისადმი, ღვთაებრივი სამყაროსადმი, ვაება და წყვდიადი, როგორც ნათლის სამყაროდან გამოყოფის შედეგი - ეს არა მხოლოდ ძველი აღთქმის დრამაა, არამედ ცალკეული ადამიანისაც, რომლის კვალზეც მიაბიჯებს და ცხოვრობს ბავშვი, თუნდაც ჯერ მშვინვიერად დაცული. თუ მოხერხდება ბუნების საუფლოს წვდომა, როგორც ღვთაებრივი შესაქმიდან აღმოცენებულისა, მაშინ შესაძლებელი იქნება გაოცების, თაყვანისცემისა და ბუნების სიყვარულის უნარების გაშლა. და თუ დანაშაული და წაწყმედა წარმოდგენილ იქნება, როგორც ევოლუციური ძალა სიკეთისათვის, მაშინ გამოიღვიძებენ ზნეობრივი ძალები, რომელნიც არსად ისე ხატოვნად არ არიან მოცემულნი, როგორც ძველი აღთქმის დიად მოვლენებში.
6. ჯანი როდარი - ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები
7. ჯანი როდარი - ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
8. რადიარდ კიპლინგი - სწორედ ასეთი მოთხრობები
9. რუდოლფ ერის რასპე - ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
10. ჟიულ ვერნი - საიდუმლო კუნძული რომანში აღწერილია XIX საუკუნის 60-იანი წლების ამერიკა. ქვეყანა რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული. ერთი ამერიკელი ინჟინერი სმიტი რამდენიმე მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა კონფედერატებს. ისინი მათ დედაქალაქში, რიჩმონდში არიან საპატიო ტყვეობაში. ისინი თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ისინი მოახერხებენ და დირიჟაბლით დატოვებენ ქალაქს, თუმცა ქარი მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს, სადაც არავინ სჩანს და სადაც მათ რამდენიმე წელიწადის გატარება მოუწევთ.
11. როულინგი - ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
12. ასტრიდ ლინდგრენი - პეპი გრძელიწინდა პეპი - მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.
13. ჯეიმს გრინვუდი - პატარა მაწანწალა "პატარა მაწანწალა", რომელიც, სწორედ ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ხალხზე, კერძოდ, პატარა ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიური სიუჟეტის გამო "პატარა მაწანწალა" მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია.
14. ანე კატარინე ვესტლი - დედა მამა 8 ბავშვი და საბარგო მანქანა ორვეგიელმა საბავშვო მწერალმა ქალმა, ანე–კატარინე ვესტლიმ, რომელსაც თანამემამულეები "მთელი ნორვეგიის ბებიას" უწოდებენ, წიგნების მთელი სერია შექმნა ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილსა და ხალისიან ოჯახზე. "დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა" ამ სერიის პირველი წიგნია.
15. ლუის კეროლი - ალისა საოცრებათა ქვეყანაში წყლის პირას დასთან ერთად უსაქმოდ ჯდომით მოქანცულ ალისას ძილი მოერია... და უცებ ცხვირწინ თეთრმა თვალწითელა ბოცვერმა ჩაუქროლა. განა ჟილეტში გამოპრანჭულ ბოცვერს თქვენ არ დაედევნებოდით?! ალისაც დაედევნა და უცნაური თავგადასავალიც დაიწყო. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...
16. ასტრიდ ლინდგრენი- კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი ან დეტექტივი კალე ბუმკვისტი კალესა და მის უახლოეს მეგობრებს, ანდერსსა და ევა-ლოტას, ”თეთრი ვარდების” სახელით შტაბი მოუწყვიათ და ”ალისფერ ვარდებთან” თავდაუზოგავი ომით ირთობენ თავს. ეს ნამდვილი ომი არ გეგონოს - საზაფხულო არდადეგებზე ერთი ჩვეულებრივი გასართობია. ნამდვილი თავგადასავალი კი მაშინ იწყება, როცა ქალაქში უცნაური დანაშაული ხდება და საქმეში პოლიცია ერთვება. დეტექტივი კალე ბლიმკვისტი მეგობრებთან ერთად პოლიციის პარალელურად იძიებს საქმეს და დიდი წარმატებითაც. ეს წიგნი კალე ბლუმკვისტის ორ თავგადასავალს აერთიანებს.
17. ჯანი როდარი - ჩიპოლინოს თავგადასავალი ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას. სოციალური რეალობა და ფანტაზია განუმეორებელი იუმორით ერთიანდება, ასე წყდება მრავალი ურთულესი პრობლემა, მაგალითად, სხვადასხვა და თითქოს შეუთავსებელ პერსონაჟთა მეგობრობა და უერთიერთმხარდაჭერა.
18. ასტრიდ ლინდგრენი - ბულერბიელი ბავშვები ისინი ერთად თამაშობენ, ერთად დადიან სკოლაში მეზობელ სოფელში, ერთად ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში... მოკლედ, ჩვეულებრივი ბავშვებივით ცხოვრობენ, თუმცა მათი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი სულაც არ არის: თვითონ იგონებენ უამრავ მხიარულ თამაშსა და გასართობს და ამ თავგადასავლების მთავარი პერსონაჟებიც თავადვე არიან. ბულერბიელი ბავშვების ყოველდღიური, მაგრამ საინტერესო ამბები ნამდვილად დააინტერესებს პატარა მკითხველებს, მათი მეგობრობა კი უსათუოდ მისაბაძი გახდება.
19. არჩილ სულაკაური - სალამურას თავგადასავალი ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მზეთუნახავთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც... წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი - არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი" - და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე. მეგობრისათვის თავდადებული სალამურას, ციცინათელების კეთილი და სევდიანი მწყემსი ბაიას, ცრუმზეთუნახავი ფრინტასა და სასაცილო უფლისწულის, ქონდარუხის გაცნობაში წიგნის მხიარული ილუსტრაციები დაგეხმარება. პატარა ბიჭუნას დიდი თავგადასავალი შენი და შენი მეგობრების საყვარელი წიგნი გახდება - ის ხომ შენი მშობლების უსაყვარლესი წიგნი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი შენხელები იყვნენ.
20. ასტრიდ ლინდგრენი - სახურავის ბინადარი კარლსონი
21. ასტრიდ ლინდგრენი - ყაჩაღის ასული რონია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების - მანამდე მოსისხლე მტრების - შერიგება და დამეგობრება.
22. ასტრიდ ლინდგრენი - ძმები ლომგულები ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის…
23. ასტრიდ ლინდგრენი - ემილის თავგადასავალი
24. მარკ ტვენი - უფლისწული და მათხოვარი რომანის მოქმედება 1547 წელს ხდება და ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წრის წარმომადგენელი, მაგრამ გარეგნულად იდენტური ბიჭის ამბავს მოგვითხრობს: ქუჩის მაწანწალა ტომკენტი და ინგლისის უფლისწული, ჰენრი VIII-ის ვაჟი – ედუარდი (მომავალში ინგლისის მეფე ედუარდ მეექვსე) შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს; ტყუპებივით მსგავსი ბიჭები ტანისამოსს გაცვლიან და ამის შემდეგ უამრავი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალი გადახდებათ თავს.
25. ჩარლს დიკენსი - ოლივერ ტვისტი ოლივერ ტვისტი ერთი პატარა, ობოლი ბიჭია, რომელიც ბოროტი ადამიანების გამო თავშესაფარში ცხოვრობს, მაგრამ მალე იქიდანაც აგდებენ. ბიჭ ბევრ დამცირებას გადაიტანს ... თუმცა, ამქვეყნად გულისხმიერი ადამიანებიც ხომ არსებობენ?! სწორედ მათი დახმარებით, ოლივერის ფათერაკებით სავსე თავგადასავალი საბოლოოდ მაინც კეთილად სრულდება.
26. ნატო დავითაშვილი - ლურჯი სუფრის მოცეკვავე რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს, ხოლო დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება? თვით სტიქიონებიც კი – ძლევამოსილი ნუმიელები – განზე გამდგარან. სამყარო შესაკავშირებელია, ნიშანი დათქმულია – მოვა ის, ვინც წყალში ცეცხლს დაანთებს. მაგრამ ვინ ამოიცნობს მას? მიენდე ამ წიგნის გვერდებს, რომლებიც ხან რომელ მხარეში გადაგისვრიან და ხან – რომელში. იმოგზაურე დრაკონის ზურგზე ამხედრებულმა, დაესწარი გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხანაც კი სრულიად უხილავნი ხდებიან. ეს თვალუწვდენელი სამყაროა, აქ წესრიგია აღსადგენი და ის შენ გელოდება უცნობ ადგილებთან და ნაცნობ გმირებთან ერთად.
27. ჯეკ ლონდონი - თეთრი ეშვი ჯეკ ლონდონის "თეთრი ეშვი" ნახევრად ძაღლისა და ნახევრად მგლის საოცარ ისტორიას გიამბობთ. წაიკითხეთ, როგორ აღმოჩნდა ადამიანებთან პატარა ლეკვი და ჯერ სამარხილე ძაღლად იქცა, შემდეგ კი სასტიკი კაცის ხელში - მებრძოლ ძაღლად. ბოლოს თეთრმა ეშვმა ნამდვილი, მოსიყვარულე პატრონი იპოვა.
28. მარკ ტვენი - ჰელკბერ ფინის თავგადასავალი - ისეთივეა როგორც ტომ სოიერი
29. არტურ კონან დოილი - დაკარგული ქვეყანა
30. ანტუან ეკზიუპერი - პატარა უფლისწული - ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწული” ის ნაწარმოებია, რომელიც აუცილებლად გაგხდის უფრო კარგს, ვიდრე იყავი, თუნდაც რამდენიმე წუთით. პირადად მე, მან საშუალება არ მომცა ამაღლებულ გრძნობებზე არ დავფიქრებულიყავი და კიდევ ერთხელ არ მეფიქრა იმაზე, რა ფუჭია ცხოვრება აბსტრაქციების გარეშე. აბსტრაქციაა სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, თავდადება, ერთგულება, რადგან მათი არსებობის უარყოფას მარტივად შეძლებს ნებისმიერი ,,ინტრიგანი”, თუმცა პირადად მე, უნიჭოდ მივიჩნევ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ იმის არსებობის სწამს, რასაც მხოლოდ შეხების, ან მხედველობის წყალობით აღიქვამს.
31. მსოფლიო საყმაწვილო ლიოტერატურის ანთოლოგია - არის ტომებით ანთოლოგიაში შესულია კლასიკოსი მწერლების: ხორხე ლუის ბორხესის, ნათანიელ ჰოთორნის, რუდოლფ ერიხ რასპეს, პიერ გამარას, ენ ჰოგარტის, რაფაელ საბატინის, დანიილ ჰარმსის, რეიმონდ დაგლას ბრედბერის, ალფონს დოდეს, ალან მილნის, ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსის ცნობილი პროზაული შედევრები.
32. ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისათვის - მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში. მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.
წიგნში შედის შემდეგი ნაწარმოებები:
რობინ ჰუდი
გულივერის მოგზაურობა4-5
ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო
რობინზონ კრუზო
ოსკარ უაილდი-კენტერვილის აჩრდილი
ჯონ მიდ ფოლკნერი-მუნფლიტი
აუცილებლად დაწერეთ რომელი გმირი მოგეწონათ

16.05
12.05
20.04
27.03
22.02
20.02
18.02
14.02
13.02
თეონა შარშან იყო 7 წლის, 4 წლის შემდეგ იქნება
ა) 11 წლის ბ) 12 წლის გ) 10 წლის
ნინიმ მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან დაინახა, რომ მისი ვაგონი თავიდან მეხუთეა და ბოლოდან მეშვიდე. რამდენი ვაგონი აქვს ამ მატარებელს?
ა)11 ბ) 12 გ) 13
12.02
ჩამოწერეთ მეტყველების ნაწილები და თითოეულს 3 შესაბამისი სიტყვა მიუწერეთ.
ნიმუში: არსებითი სახელი-მაგიდა, ძაღლი, ტყე.
ზედსართავი სახელი- ასე შემდეგ
10.02.2018
შეადგინეთ 100 რიცხვის ცხრილი . წითელი ფერით შემოხაზეთ რიცხვები, რომლებიც იყოფა 6-ზე, მწვანე ფერით, რომლებიც იყოფა 7-ზე, ლურჯით, რომლებიც იყოფა 8-ზე და შავით, რომლებიც იყოფა 9-ზე.
8.02.2018
შეადგინეთ 100 რიცხვის ცხრილი მოპცემული სახით. წითელი ფერით შემოხაზეთ რიცხვები, რომლებიც იყოფა 2-ზე, მწვანე ფერით, რომლებიც იყოფა 3-ზე და ლურჯით, რომლებიც იყოფა 5-ზე
7.02.2018
No comments:
Post a Comment