განმავითარებელი შეფასების როლი IV4 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის კომპეტენციის გაუმჯობესებაში
/საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ანგარიში /
ნინო მამუჩიშვილი
სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
2
2019 წელი
სარჩევი
1.შესავალი .............................................................................................................................................. 3
1.1.თემის აქტუალობა ....................................................................................................................... 3
1.2.პრობლემა და საკვლევი საკითხი ............................................................................................. 4
1.3.მიზანი ........................................................................................................................................... 5
1.4.საკვლევი კითხვები ..................................................................................................................... 5
2.ლიტერატურის მიმოხილვა ............................................................................................................. 5
3.კვლევის დიზაინი ............................................................................................................................ 11
3.1.კვლევის მეთოდები: ................................................................................................................. 11
3.2.კვლევის სამიზნე ჯგუფები: .................................................................................................... 12
4.ანალიზი ............................................................................................................................................. 12
5.კვლევის მიგნებები........................................................................................................................... 16
6.ინტერვენციები ................................................................................................................................. 16
7.ინტერვენციების შეფასების ანალიზი .......................................................................................... 17
8.დასკვნა ............................................................................................................................................... 20
9.ბიბლიოგრაფია ................................................................................................................................. 20
10.დანართები ...................................................................................................................................... 20
3
1.შესავალი განმავითარებელი შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია. მისი მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგი. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ. შეფასების საშუალებით მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შეფასებამ უნდა გამოავლინოს მოსწავლის მზაობა შესასწავლი თემისთვის, შეძლებს თუ არა მოსწავლე ახალი ცოდნის კუნსტრუირებას, დააკავშირებს თუ ვერა მიღებულ ცოდნას უკვე არსებულთან და შეძლებს თუ არა მის გამოყენებას ცხოვრებაში. მოსწავლეს უნდა შეეძლოს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება და განსაზღვრა, თუ რა ნაბიჯები დაეხმარება სუსტი მხარეების გასაძლიერებლად.
1.1.თემის აქტუალობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნათლად ჩანს, რომ უკანასკნელ წლებში სასწავლო პრაქტიკაში ადგილს იმკვიდრებს განმავითარებელი შეფასება. „განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. “(ესგ თავი VII მუხლი 28)
„ განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინფორმირებას, როგორ გაიუმჯობესონ სწავლის შედეგები, ეხმარება მათ თვითშეფასებასა და სხვათა შეფასების უნარების ჩამოყალიბებაში და წარმატების მიღწევაში. იძლევა მოსწავლის განვითარების დინამიკაზე დაკვირვების საშუალებას“.(ეროვნული სასწავლო გეგმა; კარი I, თავი VII. მოსწავლის შეფასების სისტემა მუხლი 27. მუხლი 29. ) განმავითარებელი შეფასების საფუძველზე მოსწავლეს და მასწავლებელს სწავლასწავლების პროცესში ცვლილებების შეტანა შეუძლიათ, ეს კი ხელს უწყობს სასწავლო მიზნისკენ წარმატებით სვლას. ღირებული უკუკავშირი და განმავითარებელი შეფასება თავის თავში რწმენას მატებს მოსწავლეს.
4
1.2.პრობლემა და საკვლევი საკითხი როგორც ცნობილია დაწყებით საფეხურზე მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. აქტიურად ვუწერდი ჩემს მოსწავლეებს სიტყვიერ კომენტარებს და რეკომენდაციებს დავალებებზე, საკლასო სამუშაოებზე. ვუხსნიდი, როგორ შეიძლებოდა გამოესწორებინათ შეცდომა, ხშირად ჩემი მინაწერები ბავშვის ნაწერზე მეტიც კი იყო. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ბავშვების ძალიან მცირე ნაწილისთვის იყო ეს ეფექტური. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ან არ კითხულობდა ჩემს კომენტარებს, ან არ ითვალისწინებდა რეკომენდაციებს.
გამიჩნდა კითხვა, სწორად ვიყენებ თუ არა განმავითარებელ შეფასებას სწავლასწავლების პროცესში? ვაძლევ თუ არა სათანადო უკუკავშირს მოსწავლეებს, რომ შეძლონ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება? და საერთოდ, ვიცნობთ კი მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს სრულყოფილად, რომ შევძლოთ მათი დახმარებით მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტე დამეწყო კვლევა - განმავითარებელი შეფასების როლი IV4 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის კომპეტენციის გაუმჯობესებაში.
სოციალურ ქსელში, მასწავლებელთა ჯგუფებში დავდე შეკითხვა: „იყენებთ თუ არა განმავითარებელ შეფასებას და რა სახით იყენებთ?“ აღმოჩნდა, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი განმავითარებელ შეფასებად თვლის წერილობით კომენტარს, რომელსაც საშინაო დავალებაზე ან კლასში შესრულებულ წერილობით დავალებაზე უწერენ მოსწავლეს, ზოგი თვლის, რომ „ყოჩაღ“, „ძალიან კარგია“„კარგი გოგო ხარ“, „კარგი ბიჭი ხარ“, არის განმავითარებელი შეფასება. ძალიან ცოტა მასწავლებელი გამომეხმაურა და ვინც გამომეხმაურა, მათი პასუხებიც იყო ძალიან ერთფეროვანი. ისე, რომ ამ გზით საინტერესოს ვერაფერს მივაკვლიე. იგივე შეკითხვა დავუსვი ჩემს კოლეგებს, აქაც იგივე სურათი დამხვდა. ძირითადად იყენებენ ზემოთ მოცემულ ფრაზებს და გარეგან მოტივატორებს, როგორიცაა მაგალითად სმაილები, ან სხვა სახის სტიკერები.
ამან მიმანიშნა, რომ საკვლევი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რომელსაც სურს გაზარდოს საკუთარი პრაქტიკის ეფექტიანობა, დაეხმაროს თავის მოსწავლეებს სირთულეების დაძლევაში და გაუზიაროს თავისი გამოცდილება კოლეგებს. ასევე აქტუალურია ჩემი
5
მოსწავლეებისთვისაც, ისინი შეძლებენ განმავითარებელი შეფასების საშუალებით თავისი სუსტი და ძლიერი მხარეების, საკუთარი საჭიროებების დადგენას და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას, სიძნელეების დამოუკიდებლად გადალახვას. ეს კი უკვე მეტაგოგნიტური უნარებია, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობის ზრდას.
1.3.მიზანი მოსწავლეებმა შეძლონ განმავითარებელი შეფასების დახმარებით მათემატიკის კომპეტენციის გაუმჯობესება.
1.4.საკვლევი კითხვები როგორ გამოვიყენო განმავითარებელი შეფასება მათემატიკაში, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმა შეძლონ შედეგების გაუმჯობესება?
2.ლიტერატურის მიმოხილვა ნებისმიერ კლასში სწავლობენ სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეები. ზოგი უფრო მოტივირებულია, ხალისით ერთვება სასწავლო პროცესში და ადვილად სძლევს სტანდარტს. ზოგისთვის კი ეს დაუძლეველ პრობლემად იქცევა. ვერ იგებს რას მოითხოვენ მისგან, ვერ პოულობს გამოსავალს, რაც მასში იწვევს შფოთს, შიშს და ცდილობს ჩაიკეტოს თავის თავში. ამ პრობლემების გადაჭრის გზად, მარიანა ხუნძაყიშვილი და სარა ბივერი, თავის ნაშრომში - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, - სწორედ განმავითარებელ შეფასებას გვისახავენ. „ზოგჯერ მოსწავლეებს სასწავლო მასალა იმდენად რთული ეჩვენებათ, რომ მისი შესწავლის პროცესს ლაბირინთიდან გასასვლელი გზის ძიებას ადარებენ. მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეებს ამ „ლაბირინთიდან“ გზის გაკვლევაში, თუ იგი შეძლებს, რომ კარგად შეისწავლოს თავისი მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები, ამ ინფორმაციის საფუძველზე დასახოს მოკლევადიანი სასწავლო მიზნები, ასევე შეარჩიოს სწავლების სათანადო ინსტრუმენტები და უზრუნველყოს უწყვეტი განმავითარებელი შეფასება.“(მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ თავი 4 გვ 41 https://en.calameo.com/read/005033132bd468d82d2ba ნანახია 24.03.2019).
6
სწორედ განმავითარებელი შეფასება აძლევს მასწავლებელს საშუალებას, დაადგინოს გაიგო თუ არა მოსწავლემ შესასწავლი საკითხი, დასახოს ქმედითი აქტივობები პრობლემის აღმოსაფხვრელად. „განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.“ (მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ თავი 3 გვ 25 https://en.calameo.com/read/005033132bd468d82d2ba). მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით მოიპოვებს სხვადასხვა ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ, მათი ინტერესების, მზაობის და საჭიროებების შესახებ. ამის მიხედვით დაგეგმავს სასწავლო აქტივობებს და დაეხმარება მოსწავლეს სასწავლო მიზნების მიღწევაში. იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს განმავითარებელი შეფასების მიზნობრივად გამოყენება, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს სათანადო ცოდნა და შესაბამისი ინსტრუმენტები. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, რა გამოსდით კარგად, რა არის მათი ინტერესების სფერო და, ზოგადად, რამდენად ეფექტიანია სასწავლო პროცესი. ყოველივე ეს მასწავლებელს სწავლების სწორად დაგეგმვაში ეხმარება. მუშაობის პროცესში მასწავლებელი უნდა აწარმოებდეს დაკვირვებას მოსწავლეებზე და აკეთებდეს მოკლე ჩანაწერებს. „სამუშაო პროცესზე დაკვირვება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გაიგოს მოსწავლეების შესაძლებლობების, ინსტერესების, პიროვნული თავისებურებებისა თუ სოციალური უნარების შესახებ; აგრეთვე, დაუყოვნებლივ გასცეს კონსტრუქციული უკუკავშირი და წაახალისოს მათი მუშაობა.“ (მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“თავი 5 გვ 44. https://en.calameo.com/read/005033132bd468d82d2ba)
განმავითარებელი შეფასების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ზეპირი ან წერილობითი სახით წარმოდგენილი უკუკავშირი. მოსწავლემ უკუკავშირი შეიძლება მიიღოს როგორც მასწავლებლისგან, ისე თანაკლასელისგან. უკუკავშირი შეიძლება იყოს ფორმალური ან არაფორმალური. დაწყებით კლასებში ძირითადად ვიყენებთ არაფორმალურ უკუკავშირს. იგი გულისხმობს მოსწავლის მუშაობაზე დაკვირვების საფუძველზე გაკეთებულ დაუყოვნებელ კომენტარებს.
„უკუკავშირი ეფექტურია, თუ ის: აღწერს, რა გამოსდის მოსწავლეს კარგად და ამით ახდენს მოსწავლის მიღწევების პოზიტიურ განმტკიცებას; კონსტრუქციულად მიუთითებს, რისი გაუმჯობესება სჭირდება მოსწავლეს და ამით წაახალისებს მას, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე; განუმარტავს, როგორ უნდა
7
გააუმჯობესოს მოსწავლემ ის, რაც ამას საჭიროებს და ამით უადვილებს სასწავლო მიზნების მიღწევას. “ (მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“თავი 5 გვ 45. https://en.calameo.com/read/005033132bd468d82d2ba)
მოსწავლისთვის ეფექტური უკუკავშირის მიცემა სასარგებლოა მთელი კლასისთვისაც. როდესაც მასწავლებელი დეტალურად აღწერს რა აქვს გასაუმჯობესებელი ამა თუ იმ მოსწავლეს, აძლევს კონკრეტულ მითითებებს, რჩევებს. ამას ისმენს და ითვალისწინებს მთელი კლასი. შესაბამისად ეს რეკომენდაციები ეხმარება მთელ კლასს სასწავლო მიზნების მიღწევაში.
მასწავლებლები ხშირად მიმართავენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები; დაფიქრდი – დაწყვილდი – გააზიარე; გაგება-გააზრების სწრაფი შეფასება (შუქნიშნები, ცერები მაღლა/დაბლა); ქვიზი; ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე; გრაფიკული ორგანიზატორები; ორმაგი ჩანაწერების დღიური; მოსწავლეთა ინტერესების შეფასების ფორმა; შეფასების რუბრიკა; ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება; კითხვების დასმა; სწრაფი ჩანაწერი; ერთწუთიანი ესსე; ერთწინადადებიანი შეჯამება; დაუსრულებელი წინადადებები. მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ისინი შეიძლება გამოიყენონ, როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები. განმავითარებელ შეფასებად ძირითადად აღიქვამენ მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ წერილობით კომენტარს და თვლიან, რომ ამის დრო არ აქვთ. სწორედ ამ საკითხებს შეეხება მარიამ გოდუაძის და ქეთევან მემანიშვილის კვლევა - „მოსწავლეთა შეფასება საქართველოში, ხარვეზები და ღირებულების ალტერნატივა“.
„მასწავლებელი მხოლოდ აღრიცხავს მოსწავლეთა მოსწრებას და წარმოდგენას იქმნის ინდივიდუალურ და კლასის მიღწევებსა თუ ჩავარდნებზე. უფრო მეტის გაკეთებას ის ვერ შეძლებს, რადგან არ ფლობს მოსწავლეთა საგნობრივი უნარჩვევებისა და ცოდნის ზუსტი დიაგნოსტიკის ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას მისცემდა, ერთმნიშვნელოვნად და დროულად გაერკვია მოსწავლის წარუმატებლობის მიზეზი, მისი აღმოფხვრის საშუალებები და რესურსები.“(„მოსწავლეთა შეფასება საქართველოში, ხარვეზები და ღირებულების ალტერნატივა“-მარიამ გოდუაძე, ქეთევან მემანიშვილი http://jes.org.ge/number/10/article/51/ ნანახია24.03.2019)
საქართველოში მასწავლებლების უმრავლესობა შეფასების ინსტრუმენტად იყენებს ტესტს, ზეპირ გამოკითხვას და საკლასო დამოუკიდებელ სამუშაოს. ისინი დროის კარგვად მიიჩნევენ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსებას. არ თვლიან ღირებულად უკუკავშირის მიცემას თავისი მხრიდან და მით უმეტეს მოსწავლეების მხრიდან.
8
„ჩვენ მიერ გამოკითხული მასწავლებლების (სულ 134) დიდ უმრავლესობას (125) ურჩევნია, საგაკვეთილო დრო გამოიყენოს გაკვეთილის ახსნასა თუ სხვა აქტივობაში, ვიდრე შეავსონ თვითშეფასების კითხვარები ან მოახდინონ ჯეროვანი უკუკავშირი, თავიანთი ან ბავშვების მხრიდან.“ („მოსწავლეთა შეფასება საქართველოში, ხარვეზები და ღირებულების ალტერნატივა“-მარიამ გოდუაძე, ქეთევან მემანიშვილი http://jes.org.ge/number/10/article/51/ ნანახია24.03.2019)
აქედან გამომდინარე, მოსწავლეები არ იცნობენ თვითშეფასების და ურთიერთშეფასების კითხვარებს. არადა მათი სწორად გამოყენება საშუალებას მისცემდა მასწავლებელს, კლასი გაეყვანა საუკეთესო შედეგებზე. მოსწავლეს კი საშუალებას მისცემდა ეწარმოებინა მონიტორინგი გაწეულ მუშაობაზე, დაკვირვებოდა მას და თვალი ედევნებინა თავისი წინსვლისთვის, რაც დიდი სტიმული იქნებოდა მისთვის.
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე წერს სოფო გორგოძე თავის სტატიაში„ეფექტური განმავითარებელი შეფასება“. ეფექტურ განმავითარებელ შეფასებას, თუ მას ყოველდღიურობაში დავნერგავთ, შეუძლია მოსწავლეს დაეხმაროს სწავლასწავლების პროცესის გაადვილებაში და დროის დაზოგვაში.
„თუ განმავითარებელი შეფასება ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა, მომავალში ბევრ დროს დაგვიზოგავს. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და, მეორე მხრივ, მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს გააუმჯობესონ სწავლების პროცესი.“ (სოფო გორგოძე http://mastsavlebeli.ge/?p=11953 ნანახია 23.03.2019)
ნებისმიერი აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების საშუალებად, თუ მივცემთ ჯეროვან უკუკავშირს და ეს მოსწავლეს დაეხმარება, გაიაზროს რისი გაგება გაუჭირდა, რა იყო ამის მიზეზი და რა უნდა გააკეთოს სასურველი შედეგის მისაღწევად.
„განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად.“(სოფო გორგოძე http://mastsavlebeli.ge/?p=11953 ნანახია 23.03.2019)
ნებისმიერი აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც განმავითარებელი შეფასება, თუნდაც კითხვის დასმა, ოღონდ დასმული შეკითხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას გავიგოთ მოსწავლის გაგების/გააზრების დონე. ტესტიც კი, რომელიც ცნობილია, როგორც განმსაზღვრელი შეფასების საყოველთაო ინსტრუმენტი, შეიძლება გამოვიყენოთ, განმავითარებელი შეფასებისთვის, თუ ქულას არ დავწერთ და მოსწავლეებს ვთხოვთ პასუხები შეადარონ წყვილებში. განსხვავებული პასუხების შემთხვევაში დაასაბუთონ თავისი მოსაზრება, განმარტონ როგორ მიიღეს პასუხი.
9
რადგან ეს ხდება პროცესის დროს (განსხვავებით განმსაზღვრელი შეფასებისგან, რომელიც კეთდება მოსწავლისგნ დამოუკიდებლად, მისგან შორს), მასწავლებელს საშუალება ეძლევა უშუალოდ ჩაერთოს და სწორი მიმართულება მისცეს სწავლების პროცესს.
„განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. ეს არის ინტერვენცია რეალურ დროში, რაც გვეხმარება დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას.“(სოფო გორგოძე http://mastsavlebeli.ge/?p=11953 ნანახია 23.03.2019)
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს გამოცემულ „მასწავლებლის წიგნი“-ში, ავტორები: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი, - ვკითხულობთ: „კვლევები ცხადყოფენ, რომ მოსწავლეთა/პერსონალის დემოტივაციის, კლასში კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნისა და დაბალი შედეგების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი შეფასების სისტემის გაუმართაობაა. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მოსწავლეთათვის იყოს შეფასების კრიტერიუმები ნათელი და გასაგები, არამედ მასწავლებელმაც ზუსტად იცოდეს, რა მექანიზმებით ხდება შეფასება და როგორ გამოიყენოს მისი შედეგები.“(„მასწავლებლის წიგნი“-ში, ავტორები: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი 2016)
შეფასება უნდა იყოს ყოველდღიური რეჟიმის განუყოფელი ნაწილი. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც უკუკავშირითაც უზრუნველყოფს მოსწავლეებს. არაფერს წარმოადგენს ტესტები, საშინაო დავალებები, საკლასო სამუშაოები უკუკავშირის გარეშე. სწორედ უკუკავშირი იძლევა შესაძლებლობას, მოსწავლემ განსაზღვროს სწორად შეასრულა თუ არა მოცემული დავალება და გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. ასეთი უკუკავშირი სასარგებლოა მშობლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციისთვისაც.
„მასწავლებლებს შეფასება აწვდის ინფორმაციას სწავლის შედეგების ეფექტურობის შესახებ. თუ მოსწავლეები ვერ სწავლობენ, მასწავლებელმა უნდა შეცვალოს მიდგომები და სწავლების მეთოდები. თუ სწავლობენ, მას შეუძლია განაგრძოს მუშაობა და განავითაროს და განავრცოს მოსწავლეთა ცოდნა. შეფასების შედეგები, აგრეთვე, მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მშობლებს, ხელს უწყობს მათ, მიიღონ გადაწყვეტილებები სკოლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.“(„მასწავლებლის წიგნი“-ში, ავტორები: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი 2016 გვ.14)
ალტერნატიული შეფასების მეთოდებიდან წიგნის ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პორტფოლიოს. იგი ასახავს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. მასში ნამუშევრები გროვდება განსაზღვრული დროის განმავლობაში. ეს თავის მხრივ საშუალებას იძლევა , თვალი მივადევნოთ მოსწავლის პროგრესს.
10
პორტფოლიო სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, რომ მოამზადონ, შეაგროვონ და შეაფასონ საკუთარი ნამუშევრები. ისინი შეძლებენ შეადარონ ძველი და ახალი ნამუშევრები და თვალი მიადევნონ გააუმჯობესეს თუ გააუარესეს ისინი და შესაბამის ქმედებებს მიმართონ. ეს ნამუშევრები მშობელსაც მისცემს საშუალებას დააკვირდეს და სათანადო დასკვნები გააკეთოს შვილის საჭიროებების შესახებ.
„განათლების მიზანი ხომ სწორედ ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია სწავლის გაგრძელება მასწავლებლის მითითების გარეშე. პორტფოლიოც, უწინარეს ყოვლისა, ამ მიზნითაა შექმნილი და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის პროგრესი. თუ მასწავლებელი იყენებს პორტფოლიოთი შეფასების მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის, როგორც თვითშემფასებლის განვითარებას, ის იქცევა, გაკვეთილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასწავლო კომპონენტად. ვინაიდან მოსწავლეებს ასწავლის იმ გზების ძიებაზე ფიქრს, რომლებითაც თავიანთი კომპეტენციები და უნარები უნდა გააუმჯობესონ. ობიექტური თვითშეფასება პიროვნების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.“(„მასწავლებლის წიგნი“-ში, ავტორები: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი 2016 გვ.31)
გია ნოზაძის ვებინარში „განმავითარებელი შეფასება მათემატიკაში“ შეფასებაგანმარტებულია,როგორც „საგანმანათლებლო ფაქტების მოძიებისა და ინტერპრეტაციის პროცესი, იმისათვის, რათა მასწავლებლები და მოსწავლეები გაერკვნენ, რა აითვისეს მოსწავლეებმა და რა სახით, კიდევ რა უნდა ისწავლონ მათ და როგორ“. იდი აღნიშნავს, რომ განმავითარებელი შეფასება შიძლება განხორციელდეს საშინაო დავალებისა და პროექტების, დაკვირვებისა და სიმულაციების, მოკლე კითხვარისა და თამაშების, მოსწავლეთა თვითშეფასების საშუალებით. შესაბამისად განმავითარებელი შეფასება სწავლასწავლების განუყოფელი ნაწილია. განმავითარებელი შეფასების მიზნებია: მოსწავლეების საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების დადგენა; სწავლების ეფექტიანი მეთოდების შერჩევა; მოსწავლეების მოტივაცია;მოსწავლეების ძალისხმევისა და წარმატების აღიარება; მოსწავლეებისთვის მათი პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მშობლების ინფორმირება შვილების პროგრესის შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=wxiH14ZhRJY&t=398s
G-pried-ის დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში გია ნოზაძის ვებინარში „მოსწავლეთა შეფასება“ ავტორი საუბრობს თანამედროვე სწავლებაში შეფასების ბუნდოვანებაზე და ცრუ წარმოდგენებზე. რომ გვიჭირს გადაწყობა ახლებურ მიდგომაზე და მივყვებით ძველ ტრადიციულ მეთოდებს. ვიყენებთ შეფასების ინსტრუმენტად მხოლოდ ტესტირებას, რაც განმსაზრვრელი შეფასების ინსტრუმენტი უფროა, ვიდრე განმავითარებლის. შეკითხვებს ხშირად ვსვამთ მხოლოდ ცოდნაზე ორიენტირებულს, რაც ვერ იქნება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. საჭიროა დავსვათ აზროვნებაზე ორიენტირებული კითხვები, რაც ზუსტადაც განვითარების ორიენტირი გახდება. გია ნოზაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი და წუნი შეფასებაში არის უკუკავშირი. კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება არ ხდება მოსწავლეებისთვის და შესაბამისად მოსწავლეს არ ესმის რაში აქვს წარმატება, რაში ხარვეზი და ვერც მიხვდება როგორ
11
გამოასწოროს თავისი მდგომარეობა. შეფასება შეიძლება 4 ეტეპად წარმოვადგინოთ: 1.შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა, ანუ რას ვაფასებთ და რისთვის ვაფასებთ; 2.შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა ოსტატობის შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება. სასურველია დადებითი მტკიცებულებების შეგროვება და არა წითელი კალმით ხარვეზების აღრიცხვა; 3.შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება; 4.უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის.
https://www.youtube.com/watch?v=rN9k7tEOBk0&t=212s
ლიტერატურის დამუშავებამ ნათლად დამანახა, რა პოზიტიური როლი შეუძლია შეასრულოს განმავითარებელმა შეფასებამ სწავლა-სწავლების საკითხში. განმავითარებელი შეფასება ეხმარება მოსწავლესაც დ მასწავლებელსაც, დროულად აღმოაჩინონ ხარვეზები სწავლის პროცესში, დასახონ გარკვეული ინტერვენციები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სწორად დაგეგმონ შემდგომი აქტივობები და მიაღწიონ დასახულ შედეგებს. ფაქტიურად სწავლის სწავლას ასწავლის მოსწავლეს. მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით ასწავლის მოსწავლეს, როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით უნდა ისწავლოს, როგორ უნდა გაუწიოს მონიტორინგი სწავლის პროცესს, როგორ გააანალიზოს რისი სწავლა შეძლო, რა გაუჭირდა ან რა ვერ გაიგო და რაში საჭიროებს დახმარებას. განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას და მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებას. ხოლო თუ მოსწავლე ენდობა მასწავლებელს, აქვს სამართლიანობის განცდა, მეტად მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებულია.
3.კვლევის დიზაინი
3.1.კვლევის მეთოდები: კვლევისათვის გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: რაოდენობრივი: ანკეტირება სამიზნე ჯგუფებთან; თვისობრივი- ფოკუსჯგუფთან ინტერვიუ. შევადგინე კითხვარები მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის. მოსწავლეების კითხვარზე დაყრდნობით გამოიკვეთა ფოკუსჯგუფი. ინტერვიუსთვის წინასწარ მოვამზადე კითხვები.
12
3.2.კვლევის სამიზნე ჯგუფები: 1.სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების 10 მასწავლებელი;
2. .სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის 26 მოსწავლე;
3. .სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის მოსწავლეთა მშობლები.
4.ანალიზი კითხვარი მასწავლებელთათვის
ანალიზისთვის გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდი - ანკეტირება. შევადგინე კითხვარი, რომლის საშუალებითაც დავადგინე, სწორად გვესმის თუ არა მასწავლებლებს განმავითარებელი შეფასების არსი, რამდენად ეფექტურად ვიყენებთ მას მათემატიკის გაკვეთილზე და როგორ შეიძლება ჩავაყენოთ განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების სამსახურში.
ანკეტირება ჩავატარე სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის მეორე-მესამე-მეოთხე კლასების მასწავლებლებთან. მონაწილეობა მიიღო ათმა მასწავლებელმა. მათ გავაცანი კვლევის მიზანი. ავუხსენი, რომ კითხვარები იყო ანონიმური და მათ გულწრფელ პასუხებზე დიდად იყო დამოკიდებული სწორი მიგნებების გაკეთება და შემდგომში სწორი ინტერვენციების დაგეგმვა. მასწავლებლებმა გმოთქვეს დახმარების სურვილი და აღნიშნეს, რომ მათთვისაც საინტერესო იყო მოცემული საკითხი.
კითხვარის გააანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ გამოკითხული მასწავლებლების 60% ყოველ გაკვეთილზე, ხოლო 40% კვირაში ორ-სამჯერ იყენებს განმავითარებელ შეფასებას. თუმცა ეს შეფასება არის საკმაოდ ერთფეროვანი. მათგან მხოლოდ 10 % იყენებს მრავალფეროვან, 30% ორი-სამი სახის, ხოლო 60% მხოლოდ ერთი სახის ინსტრუმენტებს, ძირითადად შემოიფარგლებიან სიტყვიერი კომენტარით. ნაწილი მასწავლებლებისა თვლის, რომ ასეთი შეფასება დიდ დროს მოითხოვს გაკვეთილზე. შეფასების რუბრიკების გამოყენებას დიდი ნაწილი აფასებს დადებითად. ყველა მათგანი თვლის, რომ განმავითარებელი შეფასება ეხმარებათ მათემატიკური კომპეტენციის გაუმჯობესებაში, მაგრამ შეფასების პროცესში
13
წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ აზრს იშვიათად უზიარებენ ერთმანეთს. კითხვარი დამეხმარა გამერკვია მასწავლებლების დამოკიდებულება განმავითარებელი შეფასებისადმი და დამეგეგმა გარკვეული ინტერვენციები.
დანართი 1
კითხვარი მშობელთათვის
ანალიზისთვის გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდი - ანკეტირება. შევადგინე კითხვარი, რომლის საშუალებითაც დავადგინე, რამდენად არიან მშობლები ჩართული სწავლა-სწავლების საკითხში, იცნობენ თუ არა შეფასების კრიტერიუმებს და მათი დახმარებით შეუძლიათ თუ არა შვილების სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრა, აგრეთვე, რამდენად ეფექტურია მასწავლებლის უკუკავშირი მათემატიკური უნარების განვითარებისთვის.
ანკეტირება ჩავატარე სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის მშობლებთან. სულ 26 მშობელია, შევხვდი მათ, გავაცანი ჩემი გეგმა კვლევასთან დაკავშირებით, კვლევის მიზანი, განმავითარებელი შეფასების როლი სწავლა-სწავლების საკითხში, ავუხსენი რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ ანკეტები ანონიმურია და ვთხოვე მონაწილეობის მიღება. ისინი დაინტერესდნენ და გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი. კითხვარი შეავსო 21-მა მშობელმა.
კითხვარის გააანალიზებისას აღმოჩნდა, გამოკითხულ მშობელთა შვილების ნახევარზე მეტი საკმაოდ მოტივირებულები არიან და ხალისით ასრულებენ დავალებებს. არიან ნაწილობრივ მოტივირებული ბავშვებიც, ხოლო მცირე ნაწილი უხალისოდ ეკიდება დავალებებს. მათემატიკური დავალების შესრულებისას წარმოქმნილი სიძნელეების შემთხვევაში ბავშვები გამოკითხულ მშობელთა 39%-ს მიმართავენ ყოველთვის, უფრო მეტი მიმართავს ხანდახან, მაგრამ კლასში არის მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რომელიც არასოდეს მიმართავს მშობელს. მშობლების ძალიან მცირე ნაწილი ეცნობა შეფასების რუბრიკებს ყოველთვის, ხანდახან ეცნობა მშობელთა უდიდესი ნაწილი, 62% , მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ ინტერესდებიან. შესაბამისად, იმის დადგენაში, რა საკითხები უჭირთ მათ შვილებს და რა გამოსდით კარგად, ასეთი შეფასება მშობლების ძალიან მცირე ნაწილს ეხმარება. რაც შეეხება მასწავლებლის უკუკავშირს, იგი მშობლების დიდ ნაწილს მიაჩნია ეფექტურად, თუმცა თვლიან, რომ არ არის საკმარისი ობიექტური
14
შეფასებისთვის. მშობელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მასწავლებლის მიერ მიწოდებული შეფასება, მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ სრულ სურათს ვერ ასახავს. ამან მიმახვედრა, რომ მშობლების მეტად ინფორმირებაა საჭირო და დამეხმარა დამესახა გარკვეული გზები პრობლემის მოსაგვარებლად.
დანართი 2
კითხვარი მოსწავლეთათვის
ანალიზისთვის გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდი - ანკეტირება. ანკეტირება ჩავტარე სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასში. კლასში 26 ბავშვია. შევადგინე კითხვარი, გავესაუბრე ბავშვებს კვლევის მიზნების და მნიშვნელობის შესახებ. მათ ხალისით შეავსეს კითხვარები და დიდად დამეხმარნენ შეფასებისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევაში.
გავარკვიე, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი მიცხადებს ნდობას, თუ უჭირთ რომელიმე მათემატიკური საკითხი, მომმართავენ და ჩემგან ღებულობენ უკუკავშირს, რომელიც ეხმარებათ მათემატიკური დავალებების შესრულებაში. მოსწონთ ჩემს მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი შეფასებები, დიდი ნაწილისთვის თვითშეფასების კითხვარი არის ორიენტირი, გაერკვნენ, რა გაიგეს კარგად და რა უჭირთ. იყენებენ შეფასების რუბრიკებს იმის გასარკვევად, რამდენად კარგად გაიგეს, ან ვერ გაიგეს ესა თუ ის საკითხი. კითხულობენ ჩემს მიერ დაწერილ კომენტარებს და ითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას. კომენტარი მათი საყვარელი ფორმაა შეფასების. ამავე დროს ძალიან მოწონთ შეფასება „ყოჩაღ“.
მაგრამ გამოიკვეთა მცირე ნაწილი მოსწავლეების, რომლებიც არ მუშაობენ ხალისით, არ მომმართავენ დახმარბისთვის, არ კითხულობენ კომენტარებს, ვერ იყენებენ თვითშეფასების კითხვარებს, შეფასების სქემებს. შესაბამისად უჭირთ საკუთარი ცოდნის დონის განსაზღვრა და ვერ ახერხებენ შედეგების გაუმჯობესებას მათემატიკაში.
დანართი 3
15
ფოკუსჯგუფი
გადავწყვიტე გამომეყენებინა მონაცემთა შეგროვების თვისობრივი მეთოდი ფოკუს ჯგუფი. ამ ინსტრუმენტის შერჩევის მიზანი იყო, ჩავწვდომოდი გამოვლენილი ჯგუფის (9 ბავშვი) დემოტივაციის და საგნისადმი ზერელე დამოკიდებულების მიზეზებს, მომეხდინა პრობლემების იდენტიფიცირება და დამესახა სათანადო ინტერვენციები.
ფოკუს ჯგუფი ჩავატარე სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის 9 მოსწავლესთან.
დანართი 4
ისინი ხალისით ჩაებნენ ამ აქტივობაში. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინო ბავშვებს, გავარკვიო რა აქტივობებია მათთვის მისაღები, რა სახის ჩარევები მოვახდინო, განმავითარებელი შეფასების რომელი ინსტრუმენტები გამოვიყენო პრობლემის აღმოსაფხვრელად და შედეგების გასაუმჯობესებლად. წინასწარ მოვამზადე აქტივობების, იგივე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ჩამონათვალი და პირველ კითხვაზე პასუხის გაცემის გაადვილების მიზნით, ამობეჭდილი სახით დავურიგე. იქვე განვმარტეთ თითოეული აქტივობა.
დანართი 5
ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ მოცემული აქტივობები მათთვის საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ყოფნიდათ მოსაფიქრებელი დრო, ვერ ასწრებდნენ პასუხის გაცემას, რადგან სხვები აქტიურობდნენ და მეც მათ ვეკითხებოდი. არ ენდობიან თვითშეფასებას, შიშობენ, რომ ხშირად ვერ არიან ობიექტურები საკუთარი თავის მიმართ. დაასახელეს 2 თანაკლასელი, ერთს ნამდვილად აქვს მაღალი თვითშეფასება, მეორეს - დაბალი. შესაბამისად ვერ არიან ობიექტურები. მოსწონთ მასწავლებლის და მეგობრის შეფასება. თუმცა მეგობარი თუ არაობიექტურად შეაფასებს, აქაც მასწავლებლის ჩარევის იმედი აქვთ. საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითშეფასება, მეგობრის შეფასება და მასწავლებლის შეფასება უნდა ხდებოდეს კომპლექსურად, რომ იყოს ობიექტური და სრულყოფილი. კითხვაზე - „რაში გეხმარებათ შეფასება?“, მივიღე ბანალური პასუხი -„ცოდნის მიღებაში“. მაგრამ კითხვაზე, რას გულისხმობენ ცოდნის მიღებაში, ვერ შეძლეს პასუხის გაცემა. გავარკვიე, რომ მოსწონთ ზეპირი და წერილობითი კომენტარები და არ მოსწონთ შეფასების რუბრიკების გამოყენება.ყველაფერმა ამან გარკვეულ მიგნებებამდე მიმიყვანა.
16
5.კვლევის მიგნებები ანკეტირებამ ბევრი რამ გახადა ჩემთვის ნათელი:
პირველ რიგში ნათელი გახდა, რომ მე ჯეროვან ყურადღებას არ ვუთმობ განმავითარებელ შეფასებას, არ ვიცნობ განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, შეფასების დროს წამოჭრილი სიძნელეების შესახებ არ ვსაუბრობ კოლეგებთან, არ ვუზიარებ მათ ჩემს მოსაზრებებს და არ ვსახავთ პრობლემის გადაჭრის გზებს. გამოდის არ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.
მოსწავლეები ვერ ხედავენ შეფასების რუბრიკების აუცილებლობას, არასანდოდ მიაჩნიათ ისინი.
მშობლები ნაკლებად არიან ინფორმირებული შეფასების შესახებ, აქვთ ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ძირითადად არ იცნობენ შეფასების რუბრიკებს, უჭირთ იმის დადგენა რა იციან მათმა შვილებმა და რაში სჭირდებათ დახმარება.
ფოკუსჯგუფთან ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ ეს ბავშვები მრჩებოდნენ ყურადღების მიღმა, რადგან დანარჩენებს უფრო სხარტად შეეძლოთ პასუხების მოფიქრება. ნათლად გამოჩნდა, რომ არ ენდობიან თვითშეფასების კითხვარს, ურთიერთშეფასებას და არ მოსწონთ შეფასების რუბრიკები. დავადგინე აგრეთვე, რომ არა აქვთ გააზრებული შეფასების მნიშვნელობა. ყველაფერმა ამან გარკვეულ დასკვნებამდე მიმიყვანა და მომცა საშუალება დამეგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.
6.ინტერვენციები მიგნებების საფუძველზე დავგეგმე და განვახორციელე შესაბამისი ინტერვენციები:
დაწყებითი კლასების კათედრის პედაგოგებთან შეხვედრების ორგანიზება თვეში ერთხელ (3 შეხვედრა-თებერვალი, მარტი, აპრილი). შეფასების, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკების შექმნა მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით; შეფასების რუბრიკების გაცნობა მშობლებისთვის; გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე.
17
მათემატიკის წრის ჩამოყალიბება და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით მათემატიკის კომპეტენციის გაუმჯობესება.
7. ინტერვენციების შეფასების ანალიზი ჩავატარე სამი შეხვედრა პედაგოგებთან. I შეხვედრაზე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გაცნობის მიზნით კათედრაზე წარვადგინე პრეზენტაცია: „განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები“. განვიხილეთ თითოეული მათგანი და დავგეგმეთ მათი გამოყენება სასწავლო პროცესში. მეორე შეხვდრაზე განვიხილეთ, როგორ იმუშავა მოცემულმა ინსტრუმენტებმა სხვადასხვა კლასში, წარმოქმნილი სიძნელეები გავუზიარეთ ერთმანეთს და დავგეგმეთ ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე. მესამე შეხვედრაზე გავარჩიეთ ეს გაკვეთილები, გამოვთქვით აზრი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებებზე. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ძალიან კარგად იმუშავა ჩვენმა შერჩეულმა ინსტრუმენტებმა. თუ აქამდე ცოტა სკეპტიკურადაც კი ვიყავით განწყობილი განმავითარებელი შეფასების აუცილებლობაზე, თანამშრომლობამ ნათლად დაგვანახა, რა საგრძნობლად შეიცვალა სასწავლო პროცესი. გაიზარდა მოტივაცია მოსწავლეებში, მათემატიკის გაკვეთილი გახდა ხალისიანი, საინტერესო. ამან ჩვენშიც აღძრა სურვილი სულ მეტი და მეტი გაანმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა.
იმისათვის, რომ მოსწავლე გაერკვეს რა შედეგზე გავიდა, უნდა იცნობდეს კრიტერიუმებს, რომლითაც ფასდება ესა თუ ის სასწავლო შედეგი. ამ მიზნით ვიყენებთ შეფასების რუბრიკებს, რომელთა სწორად შედგენაზე დიდადაა დამოკიდებული მოსწავლეთა შედეგები და სწავლის ხარისხი; ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუბრიკები იყოს გასაგები მოსწავლეთათვის, რისი მიღწევაც ადვილია, თუ მათ შექმნაში უშუალოდ ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. პირველ რიგში მოსწავლეებს ავუხსენი, რომ რუბრიკები არ უნდა იყოს კონკრეტულ დავალებებზე მორგებული, ისინი უნდა ასახავდეს სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხს. სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე დავადგინეთ კრიტერიუმები იმაზე დაყრდნობით, თუ მოსწავლის ნამუშევრის რომელი კომპონენტები დაგვეხმარება იმის დანახვაში, როგორი წარმატებით მიაღწია მან
18
ამ სასწავლო მიზანს.ჩავშალეთ წარმატება ხარისხების მიხედვით.რუბრიკების შექმნაში დაგვეხმარა ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge ნატალია ედიშერაშვილის 21 აპრილი 2017წელს გამოქვეყნებული სტატია:„შეფასების რუბრიკების შექმნის ძირითადი პრინციპები“.
მშობელმა რომ შეძლოს განსაზღვროს მისი შვილის სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი, უნდა იცნობდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრავს მისაღწევ შედეგებს. ე.ი. უნდა იცნობდეს შეფასების რუბრიკებს. ამ მიზნით
შევხვდი მშობლებს. ავუხსენი, როგორ უნდა გამოიყენონ ისინი, რომ შეამოწმონ თავიანთი შვილების ცოდნის დონე. შევთანხმდით, რომ რუბრიკების გაზიარების მიზნით გამოვიყენებთ სოციალურ ქსელში შექმნილ დახურულ ჯგუფს.
ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ დასმულ კითხვებზე ერთიდაიგივე ბავშვები მპასუხობდნენ. დანარჩენები კი არ თვლიდნენ საჭიროდ პასუხის მოფიქრებას, იმ იმედით, რომ სწრაფად მოაზროვნე ბავშვები მათზე სწრაფად მოიფიქრებდნენ და მეც მათ შევეკითხებოდი. მათი გაკვეთილში ჩართვის მიზნით დავიწყე გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება. წინასწარ დავწერე ბავშვების გვარები და სახელები სპეციალურ ჩხირებზე და ჩავაწყე ყუთში. კითხვის დასმის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ვიღებდი რომელიმე ჩხირს. ყველა მოთმინებით ელოდებოდა ვისი ჩხირი ამოვიდოდა და ამზადებდა პასუხს. ამან საშუალება მომცა თავიდან ამერიდებინა ერთი და იგივე ბავშვების პასუხები და ყველა ბავშვს მიეცა ერთნაირი შანსი პასუხის გასაცემად. ჩხირს ისევ ვაბრუნებდი ყუთში, რომ გამოძახებულ მოსწავლეს კიდე ჰქონოდა მოტივაცია. ბავშვებმა ისწავლეს, რომ ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება, რომ უნდა მოუსმინონ ყველა მოსწავლეს და პატივი სცენ მათ აზრს, თუნდაც არამართებულად მიაჩნდეთ ის. გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით შევძელი შემენარჩუნებინა ყველა მოსწავლის ყურადრება, უზრუნველმეყო ყველა მათგანის აქტიურად ჩართვა მათემატიკის გაკვეთილზე. სამიზნე ჯგუფისთვის, 9 ბავშვი, რომლებთანაც გამოიკვეთა, რომ მრჩებოდნენ ყურადღების მიღმა და შესაბამისად დაბალი შედეგებიც აჩვენეს.
იანვარში ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე, ესგ IV კლასის მათემატიკის სტანდარტის მიხედვით შევქმენით დონეები (საფეხურები), და დავადგინეთ, სად, რომელ დონეზე იმყოფება თითოეული მათგანი. შევიმუშავე გეგმა, რა საკითხებზე უნდა გვემუშავა. ერთად შევარჩიეთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. მთელი სემესტრის
19
განმავლობაში ვახდენდით დაკვირვებას თუ სად, რომელ დონეზე იმყოფება თითოეული წევრი. მიდის წინ, თუ ვერა, სად იყო დაკვირვების დასაწყისში და რას მიაღწია თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ. ვაკვირდებოდით შედეგებს, ბავშვები თვითონ განსაზღვრავდნენ, რომელი საკითხები შეისწავლეს კარგად და მონიშნავდნენ ამ საკითხებს. რომელ საკითხშიც ეჭვი ეპარებოდათ, ვაგრძელებდით მუშაობას ამ საკითხზე, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევდით. ასე მივიწევდით წინ. ბავშვები ხედავდნენ, როგორ იტოვებდნენ უკან საკითხებს, რომლებიც რთული ეგონათ და ემატებოდათ მოტივაცია, რწმენა, რომ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია. მოსწავლეებმა დაიწყეს ძიება საკუთარ ცოდნაში, რა საკითხები იციან კარგად, რა უჭირთ, რა ვერ გაიგეს, რა პრობლემები აქვთ, დაიწყო ინტენსიური მომართვიანობა მოსწავლეების, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას საჭიროებისამებრ. მაისში განმეორებით დავადგინეთ სად, რა დონეზე იმყოფებოდა თითოეული მათგანი. შედეგი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. გარკვევით გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.
მიმდინარე კვლევის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. მასწავლებლებთან შეხვედრებმა, ურთიერთდასწრებამ და აზრის გაზიარებამ, განმავითარებელი ინსტრუმენტების გაცნობამ და დანერგვამ გაკვეთილზე, საკმაოდ საინტერესო გახადა სამუშაო პროცესი. მოსწავლეები გახდნენ უფრო მოტივირებულები, დაიწყეს შეფასების რუბრიკების გამოყენება, საკუთარი ცოდნის შეფასება, ნაკლოვანებების ძიება და გამოსწორების გზების დასახვა. ფაქტიურად სწავლის სწავლა ისწავლეს. გაიზარდა მშობლების ჩართულობა, გაცილებით უფრო ხშირად მომმართავდნენ თხოვნით, ამა თუ იმ საკითხში დავხმარებოდი მათ შვილებს, რამაც მიმახვედრა, რომ მშობლებს გაუადვილდათ საკუთარი შვილების საჭიროებების დადგენა. თუმცა, ვერ შევძელი ერთი მშობლის დაინტერესება და სამწუხაროდ, შეუძლებელი შეიქნა მისი ჩართვა ამ პროცესებში. გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებამ საშუალება მომცა, ყურადღება თანაბრად გამენაწილებინა ყველა ბავშვისათვის, სამიზნე ჯგუფთან მათემატიკის წრის ჩამოყალიბებამ საგრძნობლად გაზარდა ამ ბავშვების კომპეტენციის დონე მათემატიკაში. რაზეც მოწმობს თითოეული ბავშვისთვის ესგ IV კლასის მათემატიკის სტანდარტის მიხედვით შექმნილ დონეებზე მათი წინსვლა, ზოგმა მეტად გადაინაცვლა წინ, ზოგმა ნაკლებად, მაგრამ წინსვლა ყველა მათგანს აქვს.
20
8.დასკვნა განხორციელებულმა კვლევამ დამარწმუნა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს განმავითარებელ შეფასებას სწავლა-სწავლების პროცესში. განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია მოსწავლეთა შესაძლებლობების სრულად წარმოჩენისთვის. თუ მას ინტენსიურად გამოვიყენებთ, შევძლებთ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ მოსწავლეთა ჩამორჩენა. მომავალ წელს მუშაობა მომიწევს პირველ კლასთან. აუცილებლად გავაგრძელებ ამ საკითხის კვლევას. იმედი მაქვს, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება საშუალებას მომცემს, ჩამოვაყალიბო მოსწავლეები მოწადინებულ, მოტივირებულ, მოაზროვნე ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საკუთარი საჭიროებების დადგენას და პრობლემების აღმოფხვრას, სწავლის სწავლას.
8.1.რეკომენდაციები საჭიროა მეტი თანამშრომლობა კათედრის წევრებს შორის; სასურველია განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ინტენსიური გამოყენება სასწავლო პროცესში; სასურველია მოსწავლეებმა გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ საკუთარ შედეგებზე დაკვირვება, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსწორება; მნიშვნელოვანია მშობლები იცნობდნენ შეფასების ინსტრუმენტებს, რათა შეძლონ თავიანთი შვილების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება.
9.ბიბლიოგრაფია 1.თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი „მასწავლებლის წიგნი“ 2016
2.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ეროვნული სასწავლო გეგმა(2011-2016)
21
3.ხუნძაყიშვილი მ. ბივერი ს. „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“https://en.calameo.com/read/005033132bd468d82d2ba ნანახია 24.03.2019
4.გოდუაძე მ. მემანიშვილი ქ.- „მოსწავლეთა შეფასება საქართველოში, ხარვეზები და ღირებულების ალტერნატივა“ http://jes.org.ge/number/10/article/51/ ნანახია24.03.2019
5. გორგოძე სოფო http://mastsavlebeli.ge/?p=11953 ნანახია 23.03.2019
6. განმავითარებელი შეფასება მათემატიკაში

7.გია ნოზაძე „მოსწავლეთა შეფასება“ https://www.youtube.com/watch?v=rN9k7tEOBk0&t=212s
8.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო„განმავითარებელი შეფასების პრაქტიკაში დანერგვის მაგალითი“ https://www.youtube.com/watch?v=jOkRAca9mmg
9.ინასარიძე მ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“. ნაწილი 2. 2016წ.
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
10.დანართები კითხვარი მასწავლებლებისთვის
ვარ სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის დამრიგებელი - ნინო მამუჩიშვილი. ვმუშაობ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე: „განმავითარებელი შეფასების როლი IV4 კლასში მათემატიკის კომპეტენციის განვითარებაში“. ეს კვლევა დამეხმარება, დავადგინო, სწორად გვესმის თუ არა მასწავლებლებს განმავითარებელი შეფასების არსი, რამდენად ეფექტურად ვიყენებთ მას მათემატიკის გაკვეთილზე და როგორ შეიძლება ჩავაყენოთ განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების სამსახურში. ანკეტა ანონიმურია, გთხოვთ გულწრფელად უპასუხოთ კითხვებს. თქვენ პასუხებზე დიდად არის დამოკიდებული ჩემი მიგნებები და სწორი ორიენტირების აღება მათემატიკის სწავლებაში. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
1.რა სიხშირით იყენებთ განმავითარებელ შეფასებას მათემატიკის გაკვეთილზე?
22
ა)ყოველ გაკვეთილზე ბ)კვირაში ორ-სამჯერ გ)კვირაში ერთხელ
2. განმავითარებელი შეფასების რომელ ინსტრუმენტებს იყენებთ მათემატიკის გაკვეთილზე?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. .თვლით, რომ განმავითარებელი შეფასება დიდ დროს გართმევთ გაკვეთილზე?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასდროს
4. გეხმარებათ თუ არა განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებში მათემატიკური კომპეტენციის გაუმჯობესებაში?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასდროს
5.გეხმარებათ თუ არა შეფასების რუბრიკების გამოყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასდროს
6. უზიარებთ პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას შეფასების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასდროს
კითხვარი მოსწავლეებისთვის
ვარ სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის დამრიგებელი - ნინო მამუჩიშვილი. ვმუშაობ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე: „განმავითარებელი შეფასების როლი IV4 კლასში მათემატიკის კომპეტენციის განვითარებაში“. ბავშვებო, ეს კვლევა დამეხმარება, დავადგინო, როგორ გამოვიყენო შეფასება, რომ ხალისიანი და შედეგიანი გავხადო ჩვენი მუშაობა. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ კითხვები და გულწრფელად უპასუხოთ. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
1.მათემატიკის გაკვეთილზე აზრს ღიად აფიქსირებთ?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასოდეს
2. მათემატიკაში თუ რამეს ვერ გაიგებთ, დახმარებისთვის ვის მიმართავთ?
ა)მასწავლებელს ბ)მშობელს გ)არავის დ) სხვა------------
23
3.როგორი შეფასებაა თქვენთვის მისაღები?
ა)ყოჩაღ ბ)კომენტარი გ)შეფასების რუბრიკა დ)სხვა--------------
4.კითხულობთ მასწავლებლის მიერ დაწერილ კომენტარებს?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასოდეს
5.ითვალისწინებთ კომენტარში მითითებულ შენიშვნებს შემდგომ სამუშაოებში?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასოდეს
6. შეფასების სქემები გეხმარებათ, გაარკვიოთ რამდენად გაიგეთ საკითხი?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასოდეს
7.თვითშეფასების კითხვარი გაძლევთ საშუალებას, გაერკვეთ რა გაიგეთ კარგად და რაში გჭირდებათ დახმარება?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასოდეს
8.როგორი სახის შეფასება მოგწონთ?(შეგიძლიათ რამდენიმე პასუხი შემოხაზოთ)
ა)თვითშეფასება ბ)რუბრიკით შეფასება გ)ზეპირი კომენტარი
დ) წერილობითი კომენტარი ე)შუქნიშანი ვ)ქვიზი
ზ) სხვა----------------------------------
9. მასწავლებლის უკუკავშირი გეხმარებათ მათემატიკური სავარჯიშოების შესრულებაში?
ა)ყოველთვის ბ)ხანდახან გ)არასოდეს
კითხვარი მშობელთათვის
ვარ სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის IV4 კლასის დამრიგებელი - ნინო მამუჩიშვილი. ვმუშაობ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე: „განმავითარებელი შეფასების როლი IV4 კლასში მათემატიკის კომპეტენციის განვითარებაში“. ეს კვლევა დამეხმარება, დავადგინო, რამდენად ეფექტურად ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას მათემატიკის გაკვეთილზე და როგორ შეიძლება დავიხმაროთ განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში. ანკეტა ანონიმურია, გთხოვთ გულწრფელად უპასუხოთ კითხვებს. თქვენ პასუხებზე დიდად არის დამოკიდებული ჩემი მიგნებები და სწორი ორიენტირების აღება მათემატიკის სწავლებაში. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
24
N
ყოველთვის
ხანდახან
არასოდეს
1 ხალისით ასრულებს დავალებებს თქვენი შვილი მათემატიკაში?
2 მოგმართავთ თუ არა შვილი, როდესაც უჭირს დავალების შესრულება მათემატიკაში?
3 იცნობთ შეფასების კრიტერიუმებს, რითიც აფასებს თქვენ შვილს მასწავლებელი?
4 გეხმარებათ ამ სახის შეფასება თქვენი შვილის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში?
5 ეფექტურად მიგაჩნიათ მასწავლებლის უკუკავშირი თქვენი შვილის მათემატიკური უნარების განვითარებისთვის?
6 გაკმაყოფილებთ თუ არა მასწავლებლის მიერ მოწოდებული შეფასება თქვენი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ?
25
დანართი 4
ინტერვიუ ფოკუსჯგუფთან (9 მოსწავლე) რა სახის აქტივობების განხორციელება იქნება თქვენთვის საინტერესო და სახალისო მათემატიკის გაკვეთილზე? ვინ და როგორ გაფასებთ მათემატიკის გაკვეთილზე? რომელი შეფასებაა თქვენთვის უფრო მისაღები, მასწავლებლის, მეგობრის თუ თვითშეფასება?(რატომ?) რაში გეხმარებათ შეფასება? რა სახით ისურვებდით შეფასებას, ზეპირი კომენტარით, წერილობითი კომენტარით, შეფასების და თვითშეფასების რუბრიკებით? იქნებ თქვენ გაქვთ სურვილი, შემომთავაზოთ თქვენთვის მისაღები შეფასების ფორმა?
დანართი 5
აქტივობები:
კითხვების დასმა;
აუხსენი მეგობარს;
ინტერვიუ;
შესასვლელი და გასასვლელი ბარათები;
დაუსრულებელი წინადადებები;
ქვიზი;
ტესტი;
ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე;
გრაფიკული ორგანიზატორები;
26
დანართი 6
დონეები (საფეხურები) კლასი IV4
მოსწავლის გვარი ____________________
სახელი ________________
მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა ციფრებით
მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა სიტყვიერად
მრავალნიშნა რიცხვის წარმოდგენა თანრიგების ჯამის სახით
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება
მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება
მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება
მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა
უცნობი კომპონენტის პოვნა
მონაცემთა ანალიზი დიაგრამების მიხედვით
წილადები
მოქმედებათა შესრულება მრავალნიშნა რიცხვებზე ამოცანების ამოხსნისას
27
რეფლექსია
კვლევის შედეგები გავუზიარე სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის წევრებს. საკვლევი საკითხი საინტერესო და აქტუალური იყო როგორც ჩემთვის, ისე მათთვის. კვლევის პროცესში მუდმივად მქონდა მათი თანადგომა. ბევრმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ანკეტირებაში. გარდა ამისა ჩვენ გვქონდა სამი სამუშაო შეხვედრა, რომლებზეც განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, თითოეულმა დავნერგეთ ეს ინსტრუმენტები ჩვენს კლასებში, გავუზიარეთ ერთმანეთს რა სიძნელეები შეგვხვდა, დავესწარით ერთმანეთს მათემატიკის გაკვეთილებზე. ამ ყველაფერმა დიდი დახმარება გამიწია საკვლევი საკითხის დამუშავებაში და სწორი მიგნებების გაკეთებაში, რისთვისაც ჩემ კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადე. შეხვედრაზე მათ გავაცანი კვლევის მიგნებები და ინტერვენციები.
კოლეგები ერთხმად დამეთანხმნენ, რომ ყველა კლასში არიან ნაკლებად აქტიური ბავშვები, რომლებიც ყურადღების მიღმა გვრჩება, უფრო ხშირად პასუხებს ვღებულობთ მათგან, ვისაც მეტად უყვარს თავის გამოჩენა. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ გამოსაძახებელი ჩხირები ნამდვილად არის ამ პრობლემის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება და თავის პრაქტიკაში აუცილებლად დანერგავენ ამ ინსტრუმენტს.
კოლეგებს გავაცანი ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების და თვითშეფასების რუბრიკები. ცხადია, ვთანხმდებით იმაზე, რომ შეფასების რუბრიკა სასარგებლოა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის და მშობლისთვისაც. მათი დახმარებით მოსწავლე ხვდება, როგორ უნდა შეისწავლოს საკითხი და შეაფასოს საკუთარი ცოდნა დამოუკიდებლად. მით უმეტეს, თუ ბავშვები თვითონაც ღებულობენ მონაწილეობას ამ რუბრიკების შექმნაში. ისინი ეხმარება მოსწავლეებს მეტაკოგნიტური აზროვნების ჩამოყალიბებაში და აძლევს საშუალებას თვითონ არეგულიროს სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ჩვენ მიერ შექმნილმა რუბრიკებმა, საშუალება მომცა მეც და ბავშვებსაც, შეგვექმნა წარმოდგენა, რამდენად მიაღწიეს მიზანს. ეს კი მაძლევს საშუალებას, მოსწავლეებს მივაწოდო კონსტრუქციული უკუკავშირი, რის საფუძველზეც მეც და მოსწავლეებიც დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქვე უნდა
28
ითქვას, რომ შეფასების რუბრიკები აადვილებს კომუნიკაციას მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის. თუ მშობელიც იცნობს კრიტერიუმებს, რომლითაც აფასებენ მის შვილს, მასაც უადვილდება შვილის საჭიროებების დადგენა და ეხმარება სწორი მიმართულებით, ან თუ თვითონ ვერ დაეხმარება, მასწავლებელს ჩააყენებს საქმის კურსში და ერთობლივი ძალისხმევით მოაგვარებენ აღმოჩენილ პრობლემას.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია შეფასების რუბრიკების გამოყენება, თუმცა შიშობენ, რომ რუბრიკების სწორად შედგენა არ არის ადვილი და გაგვიჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომავალი წლისთვის დავგეგმოთ სამუშაო შეხვედრები შეფასების რუბრიკების შექმნასთან დაკავშირებით, გავიაროთ შესაბამისი ტრენინგები, რომლებიც დაგვეხმარება პროფესიული განვითარების სრულყოფაში.
კიდევ ერთი ინტერვენცია, რომელიც განვახორციელე კვლევის ფარგლებში, იყო მატემატიკის წრის ჩამოყალიბება სამიზნე ჯგუფისთვის. ამ ინტერვენციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ჩემს კოლეგებში. ზოგიერთმა მასწავლებელმა გამოთქვა აზრი, რომ წრეში გაერთიანება უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი და იძულებით მონაწილეობა საწრეო მუშაობაში შედეგს არ გამოიღებდა. მე რა თქმა უნდა დავეთანხმე მათ, მოსწავლეზე იძულება და ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ჩემთვის. მე მათ განვუმარტე, რომ ეს იყო ჯგუფი, რომელთანაც ჩავატარე ფოკუსჯგუფი. ინტერვიუმ მოსწავლეებში აღძრა დიდი ინტერესი და მოტივაცია კვლევისადმი. ამიტომ, როდესაც ბავშვებს შევთავაზე საწრეო მუშაობაში მონაწილეობა კვლევის ეგიდით, ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ და დიდი მონდომებით შეუდგნენ ჩემ დახმარებას. მათთვის ძალიან სახალისო გამოდგა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებდით საწრეო მუშაობის დროს და შედეგმაც არ დააყოვნა. განმეორებით ტესტირებაზე ყველამ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ნამუშევრები იყო, მაგრამ შედეგები უდავოდ გაუმჯობესებული იყო, ზოგის მეტად, ზოგის ნაკლებად. განსაკუთრებით მოეწონათ შესასვლელი და გასასვლელი ბარათები და ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე შეფასების ინსტრუმენტები. ისინი ამ აქტივობების გამოყენებით ნათლად ხედავდნენ, როგორ ივსებოდა მათი ცოდნა ახალ-ახალი ელემენტებით, რა შემოქონდათ შემოსვლისას და რითი დატვირთულები გადიოდნენ საწრეო მუშაობიდან.
მინდა გითხრათ, რომ მეც დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ სახით მუშაობამ. თუ აქამდე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას სკეპტიკურად ვუყურებდი და ვთვლიდი, რომ ეს არ იყო მასწავლებლის საქმე, ახლა ვფიქრობ, ასეთი სახით მუშაობა სახალისოც იქნება და შედეგიანიც, როგორც ჩემთვის, ისე მოსწავლეებისთვის. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ხელს შემიწყობს პროფესიულ ზრდაში, მოსწავლეებს კი ჩამოუყალიბებს მეტაკოგნიტურ უნარებს,
29
რაც XXI საუკუნის უმნიშვნელოვანესი უნარია. მომავალ წელს პირველი კლასი მეყოლება და აუცილებლად პირველივე დღიდან დავიწყებ მოსწავლეთა საჭიროებების მოძიებას და სათანადო საკითხების კვლევას. ჩემი კოლეგების უკუკავშირიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, თავის პრაქტიკაში გამოიყენებენ ჩემს გამოცდილებას და იზრუნებენ, როგორც საკუთარ პროფესიულ ზრდაზე, ისე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით.

No comments:
Post a Comment