ღონისძიებები

მოდის წელი ახალი

ბედნიერი, ნათელი, გაცისკროვნებული, ღიმილიანი, თბილი, ტკბილი სახეების სიმრავლეა დღეს 178-ე სკოლის სააქტო დარბაზში. ისევ გამორჩეული და ემოციური დღე ჩვენ ცხოვრებაში. პირველკლასელების პირველი ღონისძიება-მიძღვნილი პატარებისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულისადმი. ნაკადულებად იღვრება სიყვარული, სიკეთე, სითბო. თაობათა შეთამაშება, საოცარი ბავშვები, დიდი გრძნობები და ულევი სიხარული. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას. კიდევაც დაიზრდებიან...










ღონისძიება - დედაენა ჩემი საფიცარია

დადგა ეს ნანატრი დღეც... დღეს ჩემმა პატარებმა პატივი მიაგეს იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას. ჩვენ გავაცოცხლეთ იაკობი, გადმოვიყვანეთ ჩვენ დროში და ვაჩვენეთ თანამედროვე სკოლა, გაკვეთილი, ბავშვები.  გავიხსენეთ დეტალები მისი ცხოვრებიდან, ვისაუბრეთ მისი ღვაწლის შესახებ. ვაჩვენეთ თუ როგორ შევასრულეთ მისი დანაბარები, წარმოვადგინეთ დედაენის უკვდავი მოთხრობების გმირები. ვაჩვენეთ რა ძვირფასია ჩვენთვის მისი შედგენილი დედაენა და როგორ ვუფრთხილდებით მას...

No comments:

Post a Comment