პროექტები 2017/18სასწ.წ.

პროექტი-კოსმოსი

ბუნებაში თემის - „მზე, დედამიწა, მთვარე“, შესწავლისას ბავშვებს ვაჩვენე ვიდეოფილმი - „გამარჯობა დედამიწავ“, საინტერესო გაკვეთილების ციკლიდან, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და აუმაღლა მოტივაცია, რომ ეს საკითხები უფრო ღრმად შეგვესწავლა. მოსწავლეებს შევთავაზე,  დაგვეგეგმა პროექტი - „კოსმოსი“. მათ სიხარულით აიტაცეს ჩემი წინადადება და უამრავი აქტივობა შემომთავაზეს. კოსმოსურ ერაში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს წარმოდგენა ჰქონდეთ მზეზე, სიცოცხლის ამ უშრეტ წყაროზე და მის სისტემაში შემავალ პლანეტებზე. შეიმეცნონ რაოდენ მნიშვნელოვანი და განსხვავებულია დედამიწა, ჩვენი სახლი, სხვა პლანეტებისაგან და გაუფრთხილდნენ მას, დაიცვან დაბინძურებისაგან.

საკვანძო შეკითხვები:
რა არის კოსმოსი?
კოსმოსის რა ნაწილს წარმოადგენს გალაქტიკა „ირმის ნახტომი“?
მზის სისტემის რა ნაწილია ჩვენი პლანეტა „დედამიწა“?
რა სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მზეს ადამიანის ჩხოვრებაში?
რით განსხვავდება დედამიწა სხვადანარჩენი პლანეტებისაგან?
რატომ მონაცვლეობენ დღე და ღამე?
რატომ იცვლის მთვარე ფორმას?

აქტივობები:

1მოვიძიეთ ინფორმაცია კოსმოსის შესახებ ინტერნეტიდან, წიგნებიდან, მოვახდინეთ ამ ინფორმაციის დახარისხება, ამოკრება, გააზრება.

2. დავწერეთ სტატიები და  გავაფორმეთ კედლის გაზეთი;

3.მოვაწყეთ ფილმების ჩვენება კოსმოსზე და დედამიწაზე;

4.ვესტუმრეთ პლანეტარიუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსტეტში; მოვისმინეთ ლექცია კოსმოსის შესახებ, განვიხილეთ სლაიდ-შოუ თანავარსკვლავედებისა და გალაქტიკების შესახებ. ვნახეთ ტელესკოპი, ცის მოდელი; შევედით წარმოსახვით კოსმოსში, რომელიც ბრუნავდა და ბატონმა შალვამ აგვიხსნა, ღამის რომელ მონაკვეთში რომელი თანავარსკვლავედიაჩვენ თვალსაწიერში;

5.გავაკეთეთ წიგნები კოსმოსზე;

6.შევქმენით სლაიდ-შოუები: „კოსმოსი“, „დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა“, „ნეფტუნი“, „იუპიტერი“, „დედამიწის ორეული“, „პლანეტები“.

7.დავამზადეთ ჭაღი-„მზის სისტემა“;

8.დავხატეთ და გავაფერადეთ პლაკატები: „მთვარის ფაზები“, „მზის დაბნელება“, „ჩრდილები დღის სხვადასხვა მონაკვეთში“.

9.დავამზადეთ მოდელი, რომელზეც ასახულია დღე-ღამის მონაცვლეობა;

10.დავამუშავეთ სტატია: „ახალი აღმოჩენა კოსმოსში, ანუ დედამიწა 2“

11.ვნახეთ ნაწყვეტი სპექტაკლიდან, სადაც ჩრდილის ეფექტები იყო გამოყენებული.
სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, 
12.ჩავატარეთ ცდა გლობუსზე ფანარის დანათებით დღე-ღამის მონაცვლეობაზე;

მოვაწყეთ კინოჩვენება-„გამარჯობა დედამიწა“



გასვლითი გაკვეთილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პლანეტარიუმში.


 დღეს საინტერესო სამუშაო ჩავატარეთ. დავამზადეთ ჭაღი-მზის სისტემა




დღეს, 15 ნოემბერს შედგა ჩვენი პროექტის - „კოსმოსი“, პრეზენტაცია, ორთვიანი საინტერესო და სასიამოვნო შრომის შედეგი. გავხსენით დღევანდელი ღონისძიება სიმღერით „ჩაკრულო“. მოგეხსენებათ,  1977 წლის 20 აგვისტოს NASA-მ  განახორციელეა პროექტი. დედამიწიდან უნდა გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა ძალიან დიდი ინფორმაცია დედამიწის და მისი მობინადრეების შესახებ. შეიქმნა ეგრეთწოდებული “ოქროს დისკი” და ამ დისკზე დატანილ იქნა დიდძალი ინფორმაცია. მათემატიკური ფორმულების, ადამიანების და ცხოველების ფოტოების, ბუნების სხვადასხვა მოვლენების, მაგალითად ჭექა-ქუხილის ხმებთან ერთად, ოქროს დისკზე დაიტანეს 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ძალიან დიდი რუდუნებით შეირჩა. ერთერთი ამ მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის იყო სწორედ ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“.დღეს უკვე Voyager 2 დედამიწას თითქმის 16 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და აგრძელებს გზას უსასრულობისაკენ.
 ბავშვებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები: წიგნები, პლაკატები, ნახატები, სლაიდ-შოუები, ნაკეთობები (მზის ჭაღი, დღე-ღამის მონაცვლეობის მოდელი), აჩვენეს ცდა დღე-ღამის მონაცვლეობაზე გლობუსისა და ფანრის დახმარებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის პედაგოგები. კლასში საზეიმო ვითარება სუფევდა. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, მათ საინტერესოდ წარმოაჩინეს პროექტი.







პროექტი - ისტორიული ქალაქი (ძველი თბილისი) 

ვფიქრობ, ყველა თბილისელმა უნდა იცოდეს თავისი ქალაქის ისტორია. ჩვენ უკვე მესამე კლასში ვართ. დროა გავეცნოთ ჩვენს ქალაქს და ვეზიაროთ მის ღირშესანიშნაობებს. პირველი გასვლა ლეღვთახევში, მდინარე წავკისის ხეობაში მოვაწყეთ. შემდეგ ფეხით მოვიარეთ მეტეხი, ნარიყალა, მამადავითი.

გასვლითი გაკვეთილი თბილისის ისტორიის მუზეუმში

დღეს, 30 ნოემბერს, კიდევ ერთი საინტერესო გასვლა მოვაწყეთ თბილისის ისტორიის მუზეუმში. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ძველი თბილისის ულამაზეს ხედებს. გიდმა, ქალბატონმა რუსუდანმა, ძალიან საინტერესოდ დაგვიხატა ძველი თბილისელების ყოფა- ცხოვრება, ჩაცმულობა, საქმიანობა, ტრანსპორტი, გართობა თუ დასვენება. განსაკუთრებით მოვიხიბლეთ ძველთბილისური აივნიანი სახლებით. ვაჟები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ძველებური იარაღის სახეობებს. იქიდან განსაკუთრებულად კმაყოფილები, ამაყები და ამაღლებული ხასიათით წამოვედით.



კინოჩვენება- რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. ფილმის დახმარებით გავეცანით ძველ თბილისურ ცხოვრებას, მოსახლეობას, ჩაცმულობას, ცხოვრების წესს.


გაზეთი - „ძველი ქალაქი“. დიდი ხალისით დავწერეთ სტატიები ჩვენი ქალაქის ისტორიიდან და გამოვუშვით კედლის გაზეთი.

დღეს 27 დეკემბერს, ჩვენ კლასში საზეიმო ატმოსფერო სუფევდა. ვუმასპინძლეთ უამრავ სტუმარს. მათ წინაშე წარვადგინეთ პროექტი - „თბილისი-ისტორიული ქალაქი“. საკლასო ოთახი ნამდვილ მუზეუმს დავამსგავსეთ, მოვრთეთ და მოვკაზმეთ ძველი თბილისის ნახატებით, გამოვფინეთ ძველებური ჭურჭელი, სამოსი, აქლემი, ურემი და ხარ-კამეჩიც კი გვყავდა, ძველებური სახლების თუ ეკლესიების მაკეტებითაც დავამშვენეთ ჩვენი ოთახი. საოცარი სანახავი იყო ეს ყველაფერი.








 პროექტი-მწვანე თბილისი
გასვლითი გაკვეთილი-თბილისის ბოტანიკურ ბაღში











2 comments:

  1. სიამოვნებით ვიმოგზაურე თქვენი ბლოგის თითოეული გვერდის შემოქმედებით სამყაროში, დავტკბი,როგორც შინაარსობრივი,ასევე ვიზუალური მასალებით,ეს არის მაღალი დონის,თავის საქმეზე შეყვარებული,პროფესიონალი მასწავლებლის ნამუშევარი,წარმატებებს გისურვებთ

    ReplyDelete
  2. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა, წარმატება არ მოგიშალოთ ღმერთმა

    ReplyDelete