საქველმოქმედო აქცია

178-ე სკოლის მესამე მეოთხე კლასებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავხმარებიდით ინტეგრირებულ თეატრ-„აზდაკის ბაღს“. ეს არის თეატრი, რომლის დასიც დაკომპლექტებულია როგორც სსსმ ისე ჯანმრთელი განვითარების მსახიობებით. შევიძინეთ ერთი სპექტაკლის ბილეთები. მთელი დარბაზი ჩვენ ვიყავით. დასმა ითამაშა სპექტაკლი-„კაცია ადამიანი?!“. მსახიობები იმდენად კარგად თამაშობდნენ,  დიდი და პატარა ყველა დაგვარწმუნეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, თუკი მოინდომებს. წამოვედით უზომოდ კმაყოფილები სპექტაკლით, მაგრამ დათრგუნულები იმ პირობებით, რომელშიც დასს უწევს მოღვაწეობა. ყველამ ერთხმად ვაღიარეთ, რომ ისინი უკეთეს გარემოს იმსახურებენ, მეტი ზრუნვაა მათზე საჭირო.

No comments:

Post a Comment