პირველი წელიც მიილია, მართალია დისტანციურად...
და მაინც, რამდენი რამ მოგვისწრია...
ჩემო ლამაზო, მზისგულა გოგო-ბიჭებო, გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას. ცოტა გულდასაწყვეტი იყო, რომ ასე დისტანციურად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, უკვე მონატრებულები, მაგრამ არა უშავს, სექტემბერში უფრო ტკბილი იქნება შეხვედრა, შევხვდებით და ათმაგად ავინაზღაურებთ, რაც წელს დაგვაკლდა. მთავარია ჯანმრთელები დავუბრუნდეთ არდადეგების შემდეგ სკოლას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თავდადებული შრომისთვის, რაც თქვენ გასწიეთ დისტანციური სწავლების პროცესში. ვიცოდი რომ მოუთმენლად ელოდით გაკვეთილებს და ეს ძალას მმატებდა, მოტივაციას მაძლევდა, რომ დღედაღამ მემუშავა, თქვენთვის საინტერესო დავალებები და რესურსები შემექმნა. მადლობა მინდა გადავუხადო თქვენ დედიკოებსა და ბებიკოებსაც, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს, რომ ჩვენი შრომა ეფექტიანი ყოფილიყო. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო ცქრიალებო, ყოჩაღებო და უზომოდ საყვარლებო. მოუთმენლად ველი ახალ სასწავლო წელს, მიყვარხართ.
საახალწლო განწყობაც შევიქმენით
დღეს, ჩემი ბედნიერი გოგო-ბიჭები, გასართობ ცენტრს ეწვივნენ. ჰოდა, გავერთეთ, ვიმხიარულეთ, ვიცინეთ, ვიცეკვეთ (ნუ ვისაც როგორ შეგვეძლო), ძალიან მაგარი ლაზერშოუც ვნახეთ, დადებითი ემოციებით დავიტვირთეთ და ღიმილად და სითბოდ დაღვრილები დავბრუნდით... აბა, თუ მიხვდებით სად?!
სად და ... სკოლაში... რეპეტიციაზე, რა თქმა უნდა საახალწლო ზეიმისთვის ვემზადებით. მალე იქაც მოგიწვევთ
























ვიწყებთ კითხვას
მარცვლების სტიქია დაგვატყდა თავს. კარგად ვიხალისეთ. ჯერ მარცვლები ამოვიკითხეთ, შემდეგ დავაწყვილეთ და სიტყვებიც გამოვიყვანეთ.
შემოდგომის ზეიმი
ოქროსფერი, ხვავ-ბარაქიანი, მხიარული, გემრიელი შემოდგომაც ვიზეიმეთ ❤კარგად ვიხალისეთ დიდებმაც და პატარებმაც ❤ ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს ❤












































გოგრის ფესტივალი
კიდევ ერთი ბედნიერი დღე ჩაიწერა ჩვენი კლასის ისტორიაში. დიდი ენთუზიაზმით შევუერთდით გოგრის ფესტივალს. დიდი მადლობა გამოწვევისთვის 182-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს Fiqria Vasadze -ს. მადლობა დედიკოებს მონდომებისა და კრეატიული იდეებისთვის. ამ იდეების საუკეთესოდ შესრულებისთვის და ლამაზი პრეზენტაციებისთვის. მადლობა ქალბატონ ნანას Nana Labadze ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის, მოუცლელობის მიუხედავად, მუდმივად რომ გვიდგას მხარში და ბოლოს, უღრმესი მადლობა ჩემ პატარა ანგელოზებს იმისთვის, რომ არსებობენ და ჩემი მოსწავლეები ქვიათ&
























nbsp;❤💖💟💓💕

























ვსწავლობთ ცეკვა-თამაშით








ჩვენთან სწავლა სინტერესო და სახალისოა
ხალისიანი გაკვეთილი გამოგვივიდა. ვიპოვეთ და წითელი მარკერით „ი“, მწვანე მარკერით „ა“ ასო-ბგერები შემოვხაზეთ. შემდეგ ია დავახასიათეთ და მახასიათებელ სიტყვებში მოვძებნეთ „ია“, აღმოვაჩინეთ და შემოვხაზეთ.
ბოლოს საწერი ბადე გავაანალიზეთ და წინადადების წერის თავისებურებები განვიხილეთ. გავარკვიეთ რა შემთხვევაში ვტოვებთ ერთ უჯრას, რა შემთხვევაში- ორს. სად ვსვამთ წერტილს და რამდენი უჯრა უნდა გამოვტოვოთ წერტილამდე და წერტილის შემდეგ. წინადადების წერაც მოვახერხეთ.
ანბანის შემობრძანება
გავიდა რამდენიმე კვირა. შევეჩვიეთ სკოლის რეჟიმს. ვისწავლეთ ჯდომა გაკვეთილზე, მასწავლებლის და ერთმანეთის მოსმენა, თითქმის აღარ ვმორცხვობთ, ცოტა გავთამამდით, ხელის აწევაც ვისწავლეთ, თამამად გამოვთქვამთ ჩვენ აზრს. და აი, დადგა დრო ანბანის შესწავლისა. დიდი ხალისითა და სიხარულით, საზეიმო ვითარებაში შემოვაბრძანეთ ქართველთათვის ფასდაუდებელი განძი. ულამაზესი სკივრი გავხსენით ოქროს გასაღებით, აღმოვაჩინეთ ულამაზესი ქართული ასო-ბგერები, ვუმღერეთ, ვუცეკვეთ, ვარსკვლავიც გავუხსენით.









































პირველი დღე
დადგა ახალი სასწავლო წელი. გამიფრინდნენ გაზრდილი და დაფრთიანებული გვრიტები და მომიფრინდნენ ღუნღულა ბარტყები. ახალი კლასი, ახალი გამოწვევები, ახალი გეგმები...პირველივე დღეს უამრავი საჩუქარი მიიღეს ბავშვებმა.იყო სიყვარული სითბო, ცოტა სევდა და ცრემლიანი თვალებიც, მაგრამ ისეთი ლამაზი გარემო დახვდათ, მალე გამხიარულდნენ. წარმატებები ჩემო პატარებო!!!







No comments:
Post a Comment