Inga Mamuchishvili
ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today
გამოგვყევით ინსტაგრამზე
რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ ბავშვთან ერთად და რომელი ზღაპრები უნდა უამბოთ მას - შალვა ამონაშვილის რჩევები
უკითხეთ ქართული პოეზია, ქართული მოთხრობები, "ვეფხისტყაოსანი". ლექსები სასურველი კი არა, აუცილებელია მეხსიერებისთვის, ლექსიკისთვის, კარგი ფიქრებისთვის.
1. "პატარა უფლისწული" – ანტუან სენტეკზიუპერი
2. "თოლია ჯონათან ლივინგსტონი"
– რიჩარდ ბახი
3. "ლურჯი ფრინველი" – მორის მეტერლინკი
წიგნი და კითხვა დახვეწს მის გრძნობებს, აზრებს, ურთიერთობებს, გააფართოებს შემეცნებას, გაამდიდრებს ფანტაზიას, დაეხმარება მსოფლმხედველობითი შეხედულებების განსაზღვრაში.
წიგნი და კითხვა გახდება შესანიშნავი ხატებით სულიერი სამყაროს გამდიდრების ამოუწურავი წყარო.
წიგნსა და კითხვას შეუძლია სასწაული მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაში, ოღონდ სამი პირობის დაცვით:
წიგნი, რა წაიკითხოს და რა - არა. განუვითაროთ უნარი იფიქროს წიგნზე და გამოიტანოს გაკვეთილები წაკითხულიდან.
ბავშვმა რომ შეიყვაროს წიგნი, მოდით იმით დავიწყოთ, რომ ადრეული ბავშვობიდან აღიქვას ადამიანი წიგნით. დაე, ბავშვმა, სანამ იგი პატარაა, ბევრჯერ დაინახოს: ჩვენ ხელში წიგნი გვიჭირავს, ვფურცლავთ მას, ვკითხულობთ; ვდგავართ წიგნის თაროსთან, ვიღებთ წიგნს, ვშლით, რაღაცას ვპოულობთ, ვაბრუნებთ ადგილზე.
თუ ეს ჩვენი ოჯახურიცხოვრების ჩვეულებრივი სურათი იქნება, მაშინ წიგნისა და კითხვისადმი სიყვარულის დიდებული სახე ბავშვის სულშიგაიტანს თავის ფესვებს.
შემდეგ ასე გავაკეთოთ: ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში, და რაც შეიძლება ხშირად, დავისვათ თოთო ბავშვი მუხლებზე, ვფურცლოთ მის წინ საბავშვო წიგნი მშვენიერი, კეთილი და გონიერი ნახატებითა და ტექსტით, ვუთხრათ და გავუმეოროთ, რომ ესაა წიგნი, ვუკითხოთ ნელა, გამოთქმით, ინტონაციით, რომელიც შინაარსს შეესაბამება.
ნუ შევცბუნდებით, რომ ბავშვი ყველაფერს ვერ გაიგებს. მთავარია, რომ მან შეიწოვოს წიგნისა და კითხვის ხატი, წიგნისადმი ფაქიზი დამოკიდებულების ხატი, გრძნობდეს, რომ წიგნში არის რაღაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
ეს მეცადინეობა, ემოციური და შინაარსიანი, სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება. დადგება დრო, როდესაც ბავშვი თავად გიჩვენებთ თითით წიგნს და მოგთხოვთ მისცეთ იგი მას, ან წაუკითხოთ.
შემდეგ, როდესაც სამი-ოთხი წლისა გახდება, დაიწყება დიდი ეპოქა ბავშვის ცხოვრებაში: ჩვენ ვუკითხავთ მას წიგნებს. ვუკითხავთ მუდმივად, ვუკითხავთ გამომეტყველებით, ინტონაციებით. მალე დავინახავთ, რომ ბავშვი მგვთხოვს, ვუკითხოთ და ვუკითხოთ ერთი და იგივე წიგნი, შეიძლება მთელი ტექსტი ზეპირადაც კი ისწავლოს. დავინახავთ კიდევ, რომ ის თავად ფურცლავს წიგნს და `კითხულობს~. ჩვენ გვიხარია, როდესაც ამას ვხედავთ და ვახალისებთ მას.
ჩვენ გავამრავალფეროვნებთ წიგნებს, ვუკითხავთ ბავშვს დღეში რამდენჯერმე, ვსაუბრობთ, ვიცინით, ვწუხვართ. შემდეგ, როდესაც ბავშვს რამეზე ვესაუბრებით, ვიხსენებთ წაკითხულს, წიგნის გმირებს, მათს საქციელს, ვუკაშვირებთ მათ ჩვენს ცხოვრებას.
თუ ბავშვი ისწავლის ასოების გამოცნობას, ასოებისგან სიტყვების შედგენას ანდა კითხულობს წიგნიდან სიტყვებსა და წინადადებებს, ნუ იფიქრებთ, რომ კიდეც უკვე ისწავლა კითხვა და ამიერიდან, დაე, თვითონ იკითხოს წიგნები.
რასაკვირველია, იკითხოს, როგორც შეუძლია, ივარჯიშოს, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს კითხვას. არასოდეს ვეუბნებით უარს, როდესაც გვთხოვს, რომ წავუკითხოთ წიგნი. ვნახულობთ დროს, მოვეწყობით მოხერხებულად და ვკითხულობთ, ვკითხულობთ გატაცებით. ის გვაჩერებს, გვეკითხება, რაღაცას აზუსტებს, ჩვენ ვმსჯელობთ მასთან ერთად, განვიცდით, თანავუგრძნობთ წიგნის გმირებს და ცრემლსაც კი ვღვრით. არ შეიძლება ვიკითხოთ უგულოდ, თანაგრძნობის გარეშე, უნდა ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რაც წიგნშია აღწერილი. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენ ცრემლებს, ცრემლები სულს გვიკაჟებენ.
თავი დავანებოთ კარგად გავრცელებულ გულუბრყვილო ეშმაკობას, როდესაც უეცრად `ყველაზე საინტერესო ადგილას~ ვწყვეტთ კითხვას და ვებუნებით ბავშვს: `აქედან შენ თვითონ წაიკითხე!~ ეს არაა წიგნისადმი ინტერესისა და მისი სიყვარულის განვითარების საუკეთესო მეთოდი. ეს წიგნის კითხვის იძულებაა.
ბავშვი, რასაკვირველია, ისწავლის კითხვას, მაგრამ, როდესაც უსმენს, დედის ან მამის კითხვას, ესეც კითხვის სწავლაა, ბავშვი შინაარსობრივი კითხვის ხატს იძენს. თავად რომ იკითხოს, ემოციურად ვერ წაიკ;ითხავს, ვერც კონტექსტებსა და ქვეტექსტებს გაიაზრებს. უფროსის გამომეტყველებით კითხვა კი შესანიშნავი პირობაა, რომ ბავშვმა თანაუგრძნოს გმირებს და სრულად აღიქვას ტექსტის შინაარსი.
ბავშვს უყვარს, როდესაც მას უკითხავენ, როდესაც ვინმესთან ერთად – ძმასთან, დასთან - უსმენს კითხვას. იქნებ, ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ საოჯახო კითხვის კეთილი ტრადიციები?
ბავშვი იზრდება, ის უკვე სკოლის მოსწავლეა, გადავიდა მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასში. ჩვენ ვნახულობთ დროს, იქნებ შაბათ-კვირაობით, არდადეგების დროს, საღამოობით, რომ ვიკითხოთ წიგნები მასთან ერთად. ვკითხულობთ უფრო სერიოზულ ნაწარმოებებს. კვლავ განვიცდით, ვდარდობთ და გვიხარია, ვჩერდებით და ვმსჯელობთ, ხელახლა ვკითხულობთ. ვკითხულობთ გაგრძელებით.
- შევისვენოთ, შემდეგ გავაგრძელოთ!
- როდის შემდეგ? - იკითხავს ბავშვი.
ის ხედავს, როგორ ვარჩევთ წიგნებს. მასაც ვიშველიებთ ამ საქმეში. `რაზეა ეს წიგნი?~, `აი ეს ძალიან საინტერესოა!~ ვიწყებთ დიუმას კითხვას, ვსხედვართ დივანზე საათობით და ვკითხულობთ, თავადაც გატაცებული ვართ.
გმირების ცხოვრების ამბები, მათი სახეები, ქცევები, იდეალები, ვნებები და კიდევ მწერლის თხრობის სტილი ავსებს ბავშვის სულიერ სამყაროს და ჩვენ სულიერ სამყაროსაც. ბავშვთან ერთად გვიჩნდება თემები საუბრებისა და ფიქრისათვის. ჩვენს შორის ისახება, მკვიდრდება სულიერი ერთობა, რომელსაც თან ახლავს ურთიერთნდობა, ურთიერთგაგება.
ჩვენ ყველანი – ჩვენი ბავშვები და მასთან ერთად მშობლები _ ვიზრდებით, ვზრდით ერთმანეთს, ვზრდით შვილებსაც და საკუთარ თავსაც. ჩვენ შევიმეცნებთ ჩვენს ბავშვს, ის შეიმეცნებს თავის მშობლებს.
თანდათანობით ივსება თაროები წიგნებით. ჩვენ სპეციალურად გადავდებთ ფულს წიგნების საყიდლად. ზოგჯერ ვთხოვთ მზეობლებს ერთი-ორი დღით გვათხოვოს ჩვენთვის საინტერესო წიგნი. უნდა მოასწრო, რომ წაიკითხო და უკან დაუბრუნო. სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს მიერ მოწონებულ წიგნებს სხვებს: გირჩევთ, წაიკითხოთ!
დადგება დრო, როდესაც ბავშვი, უკვე მოზარდი, შემდეგ ჭაბუკი, გატაცებით იწყებს კითხვას დამოუკიდებლად.
- რას კითხულობ? - ვეკითხებით ჩვენ.
- ახალ რომანს!
- ხომ მათხოვებ, მერე მეც რომ წავიკითხო?..
ზოგჯერ ის თავად გვთავაზობს:
- წაიკითხე ეს წიგნი. საინტერესოა! - და ჩვენ ვღებულობთ რჩევას, ვკითხულობთ.
ოჯახში მკვიდრდება ტრადიცია: სხვადასხვა საჩუქრებს შორის, რაიმესთან დაკავშირებით, თუ ისე, ერთმანეთს წიგნებს მივართმევთ სამახსოვრო წარწერებით. უნდა ვიცოდეთ, როგორ მივიღოთ ასეთი საჩუქარი ჩვენი ბავშვისგან: გამოვხატოთ სიხარული, აღტაცება, მადლიერება.
და როდესაც დავრწმუნდებით, რომ მას შეუძლია წიგნების შერჩევა, ყიდულობს და კითხულობს კარგ წიგნებს (ვინაიდან არის ცუდებიც), გვიზიარებს ჩვენ და თავის მეგობრებს შთაბეჭდილებებს წაკითხულის შესახებ, და როდესაც დროდადრო გვიხდება მისთვის თქმა: "გეყოფა კითხვა, გაისეირნე ცოტა", ან - "გეყოფა კითხვა, უკვე გვიანია, ხვალ ადრეუნდა ადგე!" - ამ დროს გულში შეიძლება გვიხაროდეს კიდეც, რომ შევძელით და ჩავუნერგეთ შვილს ისეთი დიდი პიროვნული ღირსება, როგორიცაა სიყვარული წიგნისა და კითხვისადმი. იგი დაეწაფა უშრეტ სულიერ-ზნეობრივ წყაროს – წიგნს, კულტურას.
შალვა ამონაშვილი(მომზადებულია მისი ლექციებიდან და წიგნიდან "აღზრდის სიმფონია")
ინგლისურის შესწავლა ანიმაციებით
https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.britishcouncil.ge%2Fenglish%2Fonline%2Ftimmy-time%3Futm_source%3Dbritishcouncil-fb%26utm_medium%3Dgrandparents%26utm_campaign%3Dgeorgia2%26utm_content%3Dtimmy%26fbclid%3DIwAR1mmbo9Bo41dgW2W1ul5IHatqQo5lSnDwMkZgP2CIlIkyEKMh89Svye_YM&h=AT0DAHAyQHgm6CVn54iKbB73Ch_P0q61vUUOIt8m2ntSpXYlXtylYK8UrclOAsn2XOCK20cuSVF3mtIBM_ecMP4fwXF0UHTnM9kDG18jyE3VpcE30H5t73OUz-hlcKyFVmc
http://mastsavlebeli.ge/?p=18080&fbclid=IwAR0vfqbT1mlaNEvCdkgXPj9Z21dPFoU8Nc0-2SK8jaUEwGweL1Wf8HBku50
,,საღამოს, როდესაც მშობელი სამსახურიდან სახლში მოდის, მან უნდა გამონახოს დრო, რომ წიგნი წაიკითხოს ბავშვთან ერთად. ბავშვი არ იზრდება სიტყვით, ბავშვი იზრდება მაგალითით. სასურველია მშობელმა და ბავშვმა ერთად იმსჯელონ, წაიკითხონ, უყურონ ფილმებს. მშობელი არის ბავშვის კავშირი სამყაროსთან. იგი ვალდებულია ბავშვს სიმშვიდე მიანიჭოს, შვილისთვის ცოდნის თვალსაზრისით უნდა იყო ავტორიტეტი და არა ფინანსური თვალსაზრისით."
რა ლამაზი დღეა... რა ნათელი მზეა... იმიტომ, რომ დღეს... სკოლის დაწყების დღეა.
როგორც იქნა აჟრიამულდა სკოლის ეზო, გამოცოცხლდა დერეფნები. მოცუნცულდნენ ჩემი მონატრებული გოგო-ბიჭები და მოიტანეს ბედნიერება. რომ იცოდეთ როგორი უსიცოცხლო იყო სკოლა უთქვენოდ. მიყვარხართ ძალიან, ძალიან. ეს წელი განსაკუთრებულია, ბოლო წელია ჩვენი თანამშრომლობის. ერთი წელიც და მეგობრებად დავრჩებით. მინდა ბევრი სიხარული და სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს, ბევრი მოვეფეროთ. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ლამაზებო. დასამახსოვრებელ, ემოციურ, ნაყოფიერ წელს გპირდებით.

ესეც ჩვენი მოლოდინების ხე. აი რას მოველით და რის მიხედვით დავგეგმავთ წლევანდელ წელს

ჩვენ გადავედით დისტანციური ცხოვრების წესზე,ჩათვალეთ,რომ დავიწყეთ ახალი ცხოვრება😞🙌და ასეთი ცხოვრება მოგვიწევს მანამ,სანამ კორონავირუსული ინფექცია აქტიურ ფაზაშია!!! ადამიანებს ჯერ კიდევ უჭირთ ამასთან შეგუება,მაგრამ მერწმუნეთ,ეს აუცილებელია!!! პანიკა არ გვჭირდება,მაგრამ არც გულგრილი დამოკიდებულება და მუდმივი ღლიცინი!!!უმორჩილესად გთხოვთ,ჯერჯერობით 2 კვირის განმავლობაში თუნდაც(დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას) ნუ ვეწვევით ერთმანეთს სტუმრად!!! არც გვეწყინოს თუ ვინმე სახლში არ შეგვიშვებს‼️🤦♂️😇 სწორია ასეთი საქციელი!!!სოციალური დისტანცირება და იზოლაციის პრინციპი ამას მოიცავს პირველ რიგში!!! 3 ძირითადი ვეშაპი,რომელსაც ეყრდნობა ჩვენი უსაფრთხოება ‼️პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ‼️სოციალური დისტანცირება. ‼️სოლიდარობით და სიყვარუ ცხოვრება. 🆘არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს რისკის ფასად. 🆘ვიყოთ მეტად რაციონალურები და დავიცვათ NCDC-ის რეკომენდაციები‼️
ფსიქოლოგია დღეს - Psychology Today
როგორ შევუმციროთ ბავშვებს სტრესი და მივაწოდოთ ინფორმაცია
შეიცვალა ცხოვრების რიტმი, თქვენთვის, ბავშვებისთვის, თითქოს თავიდან უნდა გავიცნოთ ოჯახის წევრები და ვისწავლოთ მათთან კომუნიკაცია, რადგან ქცევის ის შაბლონები რომლების აქამდე გვქონდა ამ მომენტში გამოუსადეგარია.
ბავშვების რეაქციები დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ რეაგირებენ ამათუ იმ ფაქტზე მისთვის მნიშვნელოვანი უფროსები, როგორ აქწვდიან მათ ინფორმაციას და რამდენად გრძნობენ რომ უფროსებზე დაყრდნობა შეუძლით.
ბავშვისთვის საუკეთესო მხარდაჭერა კრიზისულ დროს მშვდი გაწონასწორებული და თავდაჯერებულია მშობელია.
ყველა ბავშვს არ აქვს ერთნაირი რეაქცია სტრესზე,
თქვენი შვილი სტრესშია თუ:
- აქვს რეგრესული ქცევა, ანუ იმეორებს იმ ქცევას, რომელთან მიმართებაშიც უკვე გაიზარდა. (საცვლის დასველება, ენის მოჩლექა)
- ბევრს ტირის ან მოწყენილია.
- დაერღვა ჭამის ან ძილის რუტინა.
- გაღიზიანებულია.
- თავის ან ზოგადი ტკივილის შეგრძნება.
- და ა.შ.
- ბევრს ტირის ან მოწყენილია.
- დაერღვა ჭამის ან ძილის რუტინა.
- გაღიზიანებულია.
- თავის ან ზოგადი ტკივილის შეგრძნება.
- და ა.შ.
როგორ უნდა მოვიქცეთ:
- გამოძებნეთ დრო და ესაუბრეთ COVID-19 ზე .
- ბავშვის კითხვებზე პასუხისას დაეყრდენით ფაქტებს, აუხსენით ისე რომ გაიგოს, ნაკლები ემოციით.
- დაარწმუნეთ რომ უსაფრთხოდაა. გააგებინეთ რომ ყველაფერი რიგზეა და მათი მოწყენილობა/გაბრაზება/შფოთვა ნორმალურია.
- გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ უმკლავდებით სტრეს თქვენ, მისთვის მნიშვნელოვანი უფროსი.
- შეუზღუდეთ საინფორმაციო გამოშვებებთან კომუნიკაცია. ბავშვებმა შეიძლება არასწორად გაიგოს რეპორტაჟი და შეეშინდეს იმის რაც არ ესმის.
- დაეხმარეთ ბავშვს რომ შექმნას ახალი სტრუქტურა, ახალი რუტინა. ეს დაეხმარება ქოსის დაძლევაში.
- შეისწავლეთ მისი ჰობი და ხელი შეუწყვეთ.
- თუ ის სწავლობს ონლაინ რეჟიმში, ხელი შეუწყვეთ: გამოუყავით ხელშეუხებელი სივრცე, დრო, დაეხმარეთ ტექნიკურ საკითხებში.
- იყავით ქცევის მაგალითი.
- ხელი შეუწყვეთ მისი ონალინ სოციალიზაციის პროცესს იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია რეალურ სივრცეში, რათა ურთიერთობას არ ჰქონდეს 100% ვირტუალური ხასიათი.

რეკომენდაცია მშობლებს:
ყველა ემოციას აქვს გრადაცია მაგ.
ყველა ემოციას აქვს გრადაცია მაგ.
- ყურადღებით ყოფნა - შფოთვა - შიში - პანიკა.
- მოწყენილობა - სევდა - ტრაური
და ასე შემდეგ.
გაათცნობიერეთ რომელ ეტაპზე ხართ თქვენ, მაგალითად ყურადღებით ყოფნა ამ ეტაპზე ძალიან რესურსულია, რასაც ვერ ვიტყვით პანიკაზე 🙂
გაათცნობიერეთ რომელ ეტაპზე ხართ თქვენ, მაგალითად ყურადღებით ყოფნა ამ ეტაპზე ძალიან რესურსულია, რასაც ვერ ვიტყვით პანიკაზე 🙂
გამოგვყევით ინსტაგრამზე
გადაცემა იხილეთ აქ
მე მშობელი
დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება. ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვა და სხვა ცნებებია.
ოთარ ჭილაძე
ჩემს სახლში პატარა გოგო ცხოვრობს. დაიბადა თუ არა ყირამალა დაგვაყენა დედაც, მამაც და „გაფართოებული“ ოჯახიც. მოკლე დროში თავიც დაიმკვიდრა და „ძალაუფლებაც“ აიღო ხელში. 6 წელია ერთმანეთს ვზრდით; მე – როგორც შვილს, ის როგორც – დედას. რაღაცნაირად საინტერესო ადამიანია. ბევრს მოითხოვს, მატერიალური და ადამიანური რესურსების სრულად ათვისების უნარი აქვს. უფრო ადვილად დაარწმუნებ, რომ ეს ძვირადღირებული სათამაშო არ ჭირდება, ვიდრე შენ არ გცალია მასთან ურთიერთობისთვის. მუდმივად ემოციურ კონტაქტზეა, ყველა თემაზე რითიც ინტერესდება ამომწურავ ინფორმაციას აგროვებს. მასთან ურთიერთობა იმხელა გამოცდილებას მაძლევს, ზოგჯერ მავიწყდება ჩვენს შორის რომელია დედა.

მშობლობა მეორე პროფესიაა; ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი ვალდებულებაა, რაც კი ჩემს თავზე ამიღია. გამოწვევაა, რომელსაც დაძლეულად ჩავთვლი თუ ჩემთვის დროებით მობარებული და შემდგომში დამოუკიდებელი ადამიანი მომავალში კმაყოფილი, ბედნიერი და წარმატებული იქნება.
ყურადღება!!!
მე ვთქვი კმაყოფილი, ბედნიერი და წარმატებული.
არავითარ შემთხვევაში: სასახელო, სანიმუშო, მისაბაძი, ოჯახისა და სამშობლოს საამაყო, მშობლების საქმის ღირსეულად გამგრძელებელი, დედას და მამას რომ გაუხარდება ისეთი და ა.შ. ასეც თუ იქნება, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიამოვნებას მოუტანს და არა ტვირთის ზიდვის ვალდებულებას.
ადამიანების გამრავლებას რომ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები არ ჭირდება, ალბათ ვთანხმდებით. მაგრამ ბიოლოგიური პროცედურების შემდეგ, რა მოვალეობები გვიჩნდება, რამდენ ხანს გრძლედება შვილის გაზრდის პროცესი და შემდგომში რას მოველით მისგან – ჩემი აზრით, ეს საკითხები დასალაგებელია ჩვენს რეალობაში.
გაუზრდელი მშობლები
მოკლედ, მშობლებსაც ჭირდებათ გაზრდა. ამის სურვილი კი როგორც ჩემს ირგვლის ვხედავ, ცოტას აქვს. როგორც წესი, სანამ მცირეწლოვან შვილს ჭირდება მშობლებთან ურთიერთობა, არ გვცალია. როცა მოზრდილი ან სულაც ზრდასრული შვილი დამოუკიდებელად უნდა უძღვებოდეს თავის ცხოვრებას, მაშინ გვახსენდება, რომ ანგარიშგასაწევი მშობლები ვართ. „რა ვქნა, მთელი დღე სამსახურში ვარ“, „არაფრის თავი აღარ მაქვს სახლში რომ ვბრუნდები“, „საგიჟე მქონდა მთელი დღე“ – ხშირად მესმის. არადა ხელიდან არ ვუშვებთ ტვინის გათიშვის საუკეთესო საშუალებას, სმარტფონს, რომელიც უფრო ახლობელი გახდა, ვიდრე ოჯახის წევრი. ჩემ თავსაც მოვიაზრებ, თუმცა პროფესია მაიძულებს მუდმივად თვალს ვადევნებდე ახალ ამბებს. აი, მეც თავს ვიმართლებ…
რა საერთო აქვს საქსოვ ჩხირებს, სერიალებს და სმარტფონებს? დედიკოების თავისუფალ დროს იწირავს სამივე, ოღონდ სხვადასხვა ეპოქაში. რა საერთო აქვს უბნის ბირჟას, ინტერნეტკაზინოს და ტოტალიზატორებს? მამიკოების თავისუფალ დროს ისრუტავს. ეს „არმცალიას“ არასაპატიო მიზეზებია ჩემ თვალში, თორემ სამსახურის, საოჯახო საქმეების და „პირადი გრძნობების გარეშე ერთი დღე ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა“ J
აუცილებლად შესასრულებელი
ბოლოს ნახსენები სამი აუცილებელი საქმე თითქმის სრულ დღე-ღამეს მოიცავს. ე.ი. ბავშვისთვის ისედაც უმცირესი დრო გვრჩება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დარჩენილი მიზერული დროის გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სრულფასოვანი კონტაქტის დამყარება ბავშვთან. რეკომენაციაა, ყოველ დღე ნახევარი საათით დავივიწყოთ სამსახური, საქმე, მეგობრები, პრობლემები, გამოვრთოთ Wi-Fi, არ ვუპასუხოთ ტელეფონის ზარს, გავთიშოთ ტელევიზორი და თავით გადავეშვათ ბავშვთა სამყაროში. რაც როგორც ზემოთ აღვნიშნე, დროის, ნერვების, ენერგიის, ნების დეფიციტის პირობებში, ძნელი საქმეა. შესაბამისად ცოტა ახერხებს.
შვილი – ახალი ურთიერთობის დასაწყისი
რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემს შვილს სავალდებულო ზრუნვაზე (კვება, ჰიგიენა, დაძინება, გაღვიძება, ალერსი) მეტი დაჭირდა, ანუ 1.5 წელს გადააბიჯა, აღმოვაჩინე, რომ რაღაც ახალ ურთიერთობას ეყრებოდა საფუძველი. ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა, როგორც მოზრდილს ისე ვარიგებდი, ვესაუბრებოდი, ამბებს ვუყვებოდი. გაოცებულები მიყურებდნენ ოჯახის წევრები – რაზე ირჯები, რა ესმისო – მეუბნებოდნენ;
რიტმი
2,5 წლის, ძალიან პატარა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ავიყოლიეთ და საბავშვო ბაღში მივიყვანეთ. მას შემდეგ ჩვენი ანუ მშობლების რეჟიმით ცხოვრობს. დილით ადრე ერთად ვიღვიძებთ, ერთად ვემზადებით, ერთად მივდივართ სკოლასა და სამსახურებში, ერთად ვამთავრებთ აქტიურ სამუშაო დღეს, ერთად ვბრუნდებით სახლში, ერთად ვვახშმობთ, ერთად ვისვენებთ და ერთდროულად ვიძინებთ. დღე საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ საღამოს დაღლილობა პიკს აღწევს. (მით უმეტეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა სახლში კიდევ უფრო პატარა ადამიანი გველოდება). საჭიროა ემოციების მკაცრი კონტროლი. ვიცით რომ საღამო რთული პერიოდია, მოკლე დროში ცალ-ცალკე დასვენებაც უნდა მოვასწროთ და ერთად თამაშიც. თეორიული ცოდნის მიუხედავად, ზოგჯერ ვჩხუბობთ, მაგრამ ორივემ ვიცით, დაძინებამდე აუცილებლად შევრიგდებით.
ძილისწინა საუბრები
ჩვენ ძილისწინა საუბრებმა დაგვამეგობრა. ეს ყველაზე მოკლე და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია დღის განმავლობაში. მე ჩემს დღეს ვუყვები, ის – თავისას. ყველაზე მნიშვნელოვანი, „დიდური“, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხებიც ძილის წინ ან ახალგაღვიძებულზე ამოტივტივდება ხოლმე. ასე მაგალითად:
ამბავი # 1 მეგობრობა და კრიტიკა
შემომჩივლა – მარიამს ჩემი გაფერადებული პეპელა არ მოეწონა და მეწყინაო. მარიამი მისი საუკეთესო მეგობარია. – ასე მითხრა, არ მომწონსო და მე ვუპასუხე, ჩემი საუკეთესო მეგობარი აღარ იქნები იცოდეო – ბუზღუნით მიყვება ამბავს.
- კარგი გოგოა მარიამი, სიმართლე რომ გითხრა – ვეუბნები მშვიდად.
- რატომ ვითომ?
- შენც ხომ არ მოგწონს ზოგჯერ რაღაც, მაგალითად საჭმელი და მეუბნები ხოლმე. ამას კრიტიკა ქვია. ყოველთვის ჯობია შენი აზრი გამოთქვა, ვიდრე დამალო. ოღონდ უნდა დაასაბუთო.
- რა შუაშია ახლა ეგ.
- აი მაგალითად, წარმოიდგინე რომ მარიამს არ მოეწონა შენი ნამუშევარი, მაგრამ სიმართლე დაგიმალა და მოგატყუა ვითომ მოეწონა. ამას პირფერობა ქვია და ცუდია. ჯობდა კი არ განაწყენებულიყავი, მიზეზი გეკითხა რატომ არ მოეწონა, იქნებ შენთვის მისაღები მიზეზი იყო. ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინ პირში გეუბნება სიმართლეს. ვინც გეპირფერება, ყველაფერში გეთანხმება და ცდილობს თავი მოგაწონოს, ის ვერ გახდება ნამდვილი მეგობარი.
ამბავი #2 პირფერობა და სიმართლე
დილის 7 საათზე ვაღვიძებ. სკოლაში წასასვლელად უნდა მოემზადოს. გარეთ ჯერ ისევ სიბნელეა. ისე საყვარლად ძინავს, ჯერ კიდევ გაფუებულს. მეცოდება გასაღვიძებლად. მინდა ლოგინიდან კარგ ხასიათზე ადგეს. ვკოცნი და ვეჩურჩულები:
- ჩემო ყველაზე ლამაზო, ჩემო ბუდუნა, გაიღვიძე დე, მალე გათენდება.. როგორ მიყვარხარ იციი… – დავდნი თავად ნახევრად მძინარე.
პასუხი: – ნუ მეპირფერები რა.. ვიცი სკოლაში უნდა წავიდე და იმიტომ მაღვიძებ. თქვი პირდაპირ და ავდგები!! შენ არ მითხარი პირფერობა ცუდი საქციელიაო???
ამბავი #3 – „სიყვარული“
- დე, მაგარი ამბავი უნდა გითხრა – შეყვარებული ვარო.
ო ჰოოო…
- ერთი ბიჭია, უფროსკლასელი. დარბაზში შევხვდი სიმღერის გაკვეთილზეო. უფროსკლასელი რომ გავიგე, ჩემთვის ჩუმად ავფორიაქდი.
- უი მართლაა?? ვისი სიმაღლე იქნება – შევეცადე დაახლოებითი ასაკი გამეგო.
- არ ვიცი. იჯდა და ფეხზე დამდგარი არ მინახავს. უბრალოდ, ისე მომეწონა რომ დავინახე, თვალს ვერ ვაშორებდი..
ვფიქრობ რა ვუთხრა. ელოდება ჩემ რეაქციას. რა კარგია, როცა ვინმე მოგწონს-მეთქი. არაო! კი არ მომწონს მიყვარსო!
- არ იცნობ და როგორ გიყვარს? გაესაუბრე?
- არა, უბრალოდ დავინახე.
- ე.ი. არ იცი როგორი ქცევები აქვს ხო? იქნებ ცხვირში იყოფს თითებს? (ზღაპრის ტექსტი მოვიშველიე). გამხიარულდა. – იქნებ უხეშია და მეგობრობა არ იცის. ჯერ უნდა გაიცნო, რომ მიხვდე კარგი ადამიანია თუ არა.
- ააა.. გავიგე. (ჩაფიქრდა) როგორ გავიცნო? ნეტა კიდევ შევხვდები?
- ალბათ შეხვდები, რაკი შენი სკოლელია. მაგრამ გირჩევ, ჯერ ნუ ეტყვი რომ მოგწონს, არ იფიქროს არასერიოზული გოგოაო. ჯერ დააკვირდი მის ქცევებს. როცა დარწმუნდები, რომ ნამდვილად კარგი ბიჭია, მერე შეეცადე დაუახლოვდე, გაიცნო და დაუმეგობრდე.
ჯერ დაფიქრდა და მერე მეუბნება:
- იცი რა კარგად მღეროდა დე? მე ვიფიქრე რაკი მღერის ე.ი. მხიარული ბიჭი იქნება მეთქი. აბა მოწყენილი და ბრაზიანი ხალხი ხო არ მღერის?
- ხო, ალბათ ასეა.
- აუ, დე.. ნეტა მამას არ გაყოლოდი შენ ცოლად რა..
- რატომ?
- მე გავყვებოდი… და დაეძინა
თანაგუნდელები ვართ, ურთიერთობა ბოლომდე გახსნილია, ყველა ინფორმაციის მისაღებად მზად ვარ. საუბარი ყველაფერზე შეგვიძლია. ეს უკვე კარგია. წინ ბევრი გამოწვევაა; გარდამტეხი Teenage ასაკი ერთად უნდა გადავლახოთ ..
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პოზიტიური მშობლობა სწორი განვითარების განმსაზღვერელი ძირითადი ფაქტორია და ტვინის ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს. ადამიანებს, რომლებსაც მშობლებთან დადებითი ურთიერთობის გამოცდილება აქვთ, გამკლავების ჯანსაღი მექანიზმები უყალიბდებათ. ასეთი ადამიანი კარგად ორიენტირებს პრობლებურ სიტუაციაში და სწორად გეგმავს საკუთარ ცხოვრებას.
არ გიფიქრიათ? – სამომავლოდ მაინც რომ დადებითისკენ შეიცვალოს ბევრი რამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვების აღზრდას უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ. სათავეში, საძირკველში მეტი სითბო, ყურადღება და დადებითი ენერგია უნდა ჩავდოთ, ვიდრე სასჯელი, რეგულაცია, აგრესია და ფიზიკური ანგარიშსწორება.
მე ასე მგონია. იმედი მაქვს, რომ მარტო არ ვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან ბევრ თანამოაზრეს ვისურვებდი.
პოზიტიურ მშობლობას გისურვებთ
რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ ბავშვთან ერთად და რომელი ზღაპრები უნდა უამბოთ მას - შალვა ამონაშვილის რჩევები
ბავშვებს უნდა უკითხოთ ბევრი – პაუზებით, ემოციურად, მშვიდად
მოუყევით ზღაპრები მასზე, მისი გმირობების შესახებ. ზღაპარი დიდი აღმზრდელობითი ძალაა. მოუყევით ჩურჩულით, ინტონაციებით, ემოციებით. გააზღაპრეთ ბავშვის ცხოვრება, აქციეთ ის ზღაპრის გმირად და მოუწოდეთ სიკეთისკენ, გმირობისკენ.უკითხეთ ქართული პოეზია, ქართული მოთხრობები, "ვეფხისტყაოსანი". ლექსები სასურველი კი არა, აუცილებელია მეხსიერებისთვის, ლექსიკისთვის, კარგი ფიქრებისთვის.
სამი წიგნი, რომელიც ბავშვთან ერთად (დაახლოებით 10 წლიდან) უნდა წაიკითხოთ:
1. "პატარა უფლისწული" – ანტუან სენტეკზიუპერი
2. "თოლია ჯონათან ლივინგსტონი"
3. "ლურჯი ფრინველი" – მორის მეტერლინკი
კითხვა
ჩვენთვის ძნელია აღვუვლინოთ ქება-დიდება იმ დიდ მნიშვნელობას, რაც შეიძლება გააკეთოს წიგნმა და კითხვამ ბავშვის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, შემდეგ კი – მთელ მის კულტურულ ცხოვრებაში.წიგნი და კითხვა დახვეწს მის გრძნობებს, აზრებს, ურთიერთობებს, გააფართოებს შემეცნებას, გაამდიდრებს ფანტაზიას, დაეხმარება მსოფლმხედველობითი შეხედულებების განსაზღვრაში.
წიგნი და კითხვა გახდება შესანიშნავი ხატებით სულიერი სამყაროს გამდიდრების ამოუწურავი წყარო.
წიგნსა და კითხვას შეუძლია სასწაული მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაში, ოღონდ სამი პირობის დაცვით:
- გიყვარდეს წიგნი,
- შეგეძლოს წიგნის შერჩევა,
- შეგეძლოს ფიქრი წაკითხულზე.
ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვმა რომ შეიყვაროს წიგნი, მოდით იმით დავიწყოთ, რომ ადრეული ბავშვობიდან აღიქვას ადამიანი წიგნით. დაე, ბავშვმა, სანამ იგი პატარაა, ბევრჯერ დაინახოს: ჩვენ ხელში წიგნი გვიჭირავს, ვფურცლავთ მას, ვკითხულობთ; ვდგავართ წიგნის თაროსთან, ვიღებთ წიგნს, ვშლით, რაღაცას ვპოულობთ, ვაბრუნებთ ადგილზე.
თუ ეს ჩვენი ოჯახურიცხოვრების ჩვეულებრივი სურათი იქნება, მაშინ წიგნისა და კითხვისადმი სიყვარულის დიდებული სახე ბავშვის სულშიგაიტანს თავის ფესვებს.
შემდეგ ასე გავაკეთოთ: ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში, და რაც შეიძლება ხშირად, დავისვათ თოთო ბავშვი მუხლებზე, ვფურცლოთ მის წინ საბავშვო წიგნი მშვენიერი, კეთილი და გონიერი ნახატებითა და ტექსტით, ვუთხრათ და გავუმეოროთ, რომ ესაა წიგნი, ვუკითხოთ ნელა, გამოთქმით, ინტონაციით, რომელიც შინაარსს შეესაბამება.
ნუ შევცბუნდებით, რომ ბავშვი ყველაფერს ვერ გაიგებს. მთავარია, რომ მან შეიწოვოს წიგნისა და კითხვის ხატი, წიგნისადმი ფაქიზი დამოკიდებულების ხატი, გრძნობდეს, რომ წიგნში არის რაღაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
ეს მეცადინეობა, ემოციური და შინაარსიანი, სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება. დადგება დრო, როდესაც ბავშვი თავად გიჩვენებთ თითით წიგნს და მოგთხოვთ მისცეთ იგი მას, ან წაუკითხოთ.
შემდეგ, როდესაც სამი-ოთხი წლისა გახდება, დაიწყება დიდი ეპოქა ბავშვის ცხოვრებაში: ჩვენ ვუკითხავთ მას წიგნებს. ვუკითხავთ მუდმივად, ვუკითხავთ გამომეტყველებით, ინტონაციებით. მალე დავინახავთ, რომ ბავშვი მგვთხოვს, ვუკითხოთ და ვუკითხოთ ერთი და იგივე წიგნი, შეიძლება მთელი ტექსტი ზეპირადაც კი ისწავლოს. დავინახავთ კიდევ, რომ ის თავად ფურცლავს წიგნს და `კითხულობს~. ჩვენ გვიხარია, როდესაც ამას ვხედავთ და ვახალისებთ მას.
ჩვენ გავამრავალფეროვნებთ წიგნებს, ვუკითხავთ ბავშვს დღეში რამდენჯერმე, ვსაუბრობთ, ვიცინით, ვწუხვართ. შემდეგ, როდესაც ბავშვს რამეზე ვესაუბრებით, ვიხსენებთ წაკითხულს, წიგნის გმირებს, მათს საქციელს, ვუკაშვირებთ მათ ჩვენს ცხოვრებას.
თუ ბავშვი ისწავლის ასოების გამოცნობას, ასოებისგან სიტყვების შედგენას ანდა კითხულობს წიგნიდან სიტყვებსა და წინადადებებს, ნუ იფიქრებთ, რომ კიდეც უკვე ისწავლა კითხვა და ამიერიდან, დაე, თვითონ იკითხოს წიგნები.
რასაკვირველია, იკითხოს, როგორც შეუძლია, ივარჯიშოს, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს კითხვას. არასოდეს ვეუბნებით უარს, როდესაც გვთხოვს, რომ წავუკითხოთ წიგნი. ვნახულობთ დროს, მოვეწყობით მოხერხებულად და ვკითხულობთ, ვკითხულობთ გატაცებით. ის გვაჩერებს, გვეკითხება, რაღაცას აზუსტებს, ჩვენ ვმსჯელობთ მასთან ერთად, განვიცდით, თანავუგრძნობთ წიგნის გმირებს და ცრემლსაც კი ვღვრით. არ შეიძლება ვიკითხოთ უგულოდ, თანაგრძნობის გარეშე, უნდა ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რაც წიგნშია აღწერილი. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენ ცრემლებს, ცრემლები სულს გვიკაჟებენ.
თავი დავანებოთ კარგად გავრცელებულ გულუბრყვილო ეშმაკობას, როდესაც უეცრად `ყველაზე საინტერესო ადგილას~ ვწყვეტთ კითხვას და ვებუნებით ბავშვს: `აქედან შენ თვითონ წაიკითხე!~ ეს არაა წიგნისადმი ინტერესისა და მისი სიყვარულის განვითარების საუკეთესო მეთოდი. ეს წიგნის კითხვის იძულებაა.
ბავშვი, რასაკვირველია, ისწავლის კითხვას, მაგრამ, როდესაც უსმენს, დედის ან მამის კითხვას, ესეც კითხვის სწავლაა, ბავშვი შინაარსობრივი კითხვის ხატს იძენს. თავად რომ იკითხოს, ემოციურად ვერ წაიკ;ითხავს, ვერც კონტექსტებსა და ქვეტექსტებს გაიაზრებს. უფროსის გამომეტყველებით კითხვა კი შესანიშნავი პირობაა, რომ ბავშვმა თანაუგრძნოს გმირებს და სრულად აღიქვას ტექსტის შინაარსი.
ბავშვს უყვარს, როდესაც მას უკითხავენ, როდესაც ვინმესთან ერთად – ძმასთან, დასთან - უსმენს კითხვას. იქნებ, ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ საოჯახო კითხვის კეთილი ტრადიციები?
ბავშვი იზრდება, ის უკვე სკოლის მოსწავლეა, გადავიდა მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასში. ჩვენ ვნახულობთ დროს, იქნებ შაბათ-კვირაობით, არდადეგების დროს, საღამოობით, რომ ვიკითხოთ წიგნები მასთან ერთად. ვკითხულობთ უფრო სერიოზულ ნაწარმოებებს. კვლავ განვიცდით, ვდარდობთ და გვიხარია, ვჩერდებით და ვმსჯელობთ, ხელახლა ვკითხულობთ. ვკითხულობთ გაგრძელებით.
- შევისვენოთ, შემდეგ გავაგრძელოთ!
- როდის შემდეგ? - იკითხავს ბავშვი.
ის ხედავს, როგორ ვარჩევთ წიგნებს. მასაც ვიშველიებთ ამ საქმეში. `რაზეა ეს წიგნი?~, `აი ეს ძალიან საინტერესოა!~ ვიწყებთ დიუმას კითხვას, ვსხედვართ დივანზე საათობით და ვკითხულობთ, თავადაც გატაცებული ვართ.
გმირების ცხოვრების ამბები, მათი სახეები, ქცევები, იდეალები, ვნებები და კიდევ მწერლის თხრობის სტილი ავსებს ბავშვის სულიერ სამყაროს და ჩვენ სულიერ სამყაროსაც. ბავშვთან ერთად გვიჩნდება თემები საუბრებისა და ფიქრისათვის. ჩვენს შორის ისახება, მკვიდრდება სულიერი ერთობა, რომელსაც თან ახლავს ურთიერთნდობა, ურთიერთგაგება.
ჩვენ ყველანი – ჩვენი ბავშვები და მასთან ერთად მშობლები _ ვიზრდებით, ვზრდით ერთმანეთს, ვზრდით შვილებსაც და საკუთარ თავსაც. ჩვენ შევიმეცნებთ ჩვენს ბავშვს, ის შეიმეცნებს თავის მშობლებს.
თანდათანობით ივსება თაროები წიგნებით. ჩვენ სპეციალურად გადავდებთ ფულს წიგნების საყიდლად. ზოგჯერ ვთხოვთ მზეობლებს ერთი-ორი დღით გვათხოვოს ჩვენთვის საინტერესო წიგნი. უნდა მოასწრო, რომ წაიკითხო და უკან დაუბრუნო. სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს მიერ მოწონებულ წიგნებს სხვებს: გირჩევთ, წაიკითხოთ!
დადგება დრო, როდესაც ბავშვი, უკვე მოზარდი, შემდეგ ჭაბუკი, გატაცებით იწყებს კითხვას დამოუკიდებლად.
- რას კითხულობ? - ვეკითხებით ჩვენ.
- ახალ რომანს!
- ხომ მათხოვებ, მერე მეც რომ წავიკითხო?..
ზოგჯერ ის თავად გვთავაზობს:
- წაიკითხე ეს წიგნი. საინტერესოა! - და ჩვენ ვღებულობთ რჩევას, ვკითხულობთ.
ოჯახში მკვიდრდება ტრადიცია: სხვადასხვა საჩუქრებს შორის, რაიმესთან დაკავშირებით, თუ ისე, ერთმანეთს წიგნებს მივართმევთ სამახსოვრო წარწერებით. უნდა ვიცოდეთ, როგორ მივიღოთ ასეთი საჩუქარი ჩვენი ბავშვისგან: გამოვხატოთ სიხარული, აღტაცება, მადლიერება.
და როდესაც დავრწმუნდებით, რომ მას შეუძლია წიგნების შერჩევა, ყიდულობს და კითხულობს კარგ წიგნებს (ვინაიდან არის ცუდებიც), გვიზიარებს ჩვენ და თავის მეგობრებს შთაბეჭდილებებს წაკითხულის შესახებ, და როდესაც დროდადრო გვიხდება მისთვის თქმა: "გეყოფა კითხვა, გაისეირნე ცოტა", ან - "გეყოფა კითხვა, უკვე გვიანია, ხვალ ადრეუნდა ადგე!" - ამ დროს გულში შეიძლება გვიხაროდეს კიდეც, რომ შევძელით და ჩავუნერგეთ შვილს ისეთი დიდი პიროვნული ღირსება, როგორიცაა სიყვარული წიგნისა და კითხვისადმი. იგი დაეწაფა უშრეტ სულიერ-ზნეობრივ წყაროს – წიგნს, კულტურას.
შალვა ამონაშვილი(მომზადებულია მისი ლექციებიდან და წიგნიდან "აღზრდის სიმფონია")
‼️ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის. ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ,,ბიგ მაკს", ან ,,ჩიზ ქეიქს"...
ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა. ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა, ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.
ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია, რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.
ასწავლეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია... ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია...
ასწავლეთ ვაჟებს, რომ ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის...
ასწავლეთ გოგონებს, რაც უფრო მოუწვდომელი იქნებიან, , ბიჭები უფრო დააფასებენ...
ასწავლეთ შვილებს, რომ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მარტო არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა...
ასწავლეთ, რომ ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ ,,ადიდასის" ქურთუკით, თუ სხვას სცივა...
ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანი ღვთისათვის მიუღებელია...
ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა...
ასწავლეთ, რომ ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ...
ასწავლეთ, რომ უპატრონო საფლავებს მოუარონ...
ასწავლეთ, რომ შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ...
ასწავლეთ, რომ სხვების წარმატება უხაროდეთ, რომ მეგობრები ფულის, მშობლების გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ, რომ არავინ სძულდეთ...
ასწავლეთ... მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!..

პეტრე კოლხი
ინგლისურის შესწავლა ანიმაციებით
https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.britishcouncil.ge%2Fenglish%2Fonline%2Ftimmy-time%3Futm_source%3Dbritishcouncil-fb%26utm_medium%3Dgrandparents%26utm_campaign%3Dgeorgia2%26utm_content%3Dtimmy%26fbclid%3DIwAR1mmbo9Bo41dgW2W1ul5IHatqQo5lSnDwMkZgP2CIlIkyEKMh89Svye_YM&h=AT0DAHAyQHgm6CVn54iKbB73Ch_P0q61vUUOIt8m2ntSpXYlXtylYK8UrclOAsn2XOCK20cuSVF3mtIBM_ecMP4fwXF0UHTnM9kDG18jyE3VpcE30H5t73OUz-hlcKyFVmc
http://mastsavlebeli.ge/?p=18080&fbclid=IwAR0vfqbT1mlaNEvCdkgXPj9Z21dPFoU8Nc0-2SK8jaUEwGweL1Wf8HBku50
,,საღამოს, როდესაც მშობელი სამსახურიდან სახლში მოდის, მან უნდა გამონახოს დრო, რომ წიგნი წაიკითხოს ბავშვთან ერთად. ბავშვი არ იზრდება სიტყვით, ბავშვი იზრდება მაგალითით. სასურველია მშობელმა და ბავშვმა ერთად იმსჯელონ, წაიკითხონ, უყურონ ფილმებს. მშობელი არის ბავშვის კავშირი სამყაროსთან. იგი ვალდებულია ბავშვს სიმშვიდე მიანიჭოს, შვილისთვის ცოდნის თვალსაზრისით უნდა იყო ავტორიტეტი და არა ფინანსური თვალსაზრისით."
რა ლამაზი დღეა... რა ნათელი მზეა... იმიტომ, რომ დღეს... სკოლის დაწყების დღეა.
როგორც იქნა აჟრიამულდა სკოლის ეზო, გამოცოცხლდა დერეფნები. მოცუნცულდნენ ჩემი მონატრებული გოგო-ბიჭები და მოიტანეს ბედნიერება. რომ იცოდეთ როგორი უსიცოცხლო იყო სკოლა უთქვენოდ. მიყვარხართ ძალიან, ძალიან. ეს წელი განსაკუთრებულია, ბოლო წელია ჩვენი თანამშრომლობის. ერთი წელიც და მეგობრებად დავრჩებით. მინდა ბევრი სიხარული და სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს, ბევრი მოვეფეროთ. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ლამაზებო. დასამახსოვრებელ, ემოციურ, ნაყოფიერ წელს გპირდებით.

ესეც ჩვენი მოლოდინების ხე. აი რას მოველით და რის მიხედვით დავგეგმავთ წლევანდელ წელს

იფ, რა გავიხარეთ?!

იფიქრეთ ამოცანაზე
კიდევ მეტად წარმატებულიი და ბედნიერი წელი ყოფილიყოს❤️❤️❤️
ReplyDeleteდიდი მადლობა
Delete