რესურსები
























<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vThji_vocH5Cxu9u-BTCo_m7zPEoXWTHAn_FRwuXjVtQ36d7YhhRoBN5BWc4osEYuN1HQ0lzjdb1m8X/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="640" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>















რიცხვები და მათი სახელები
https://learningapps.org/watch?v=p7p1yq9q518
მრავალნიშნა რიცხვები-ქრონოლოგია
https://learningapps.org/watch?v=pw9djnx0v18


კენტი და ლუწი რიცხვები

https://learningapps.org/watch?v=psorfje3318

განათლება ძველად და ახლა

https://learningapps.org/watch?v=pb6e1zn7n18

ელექტრონული წიგნი






ერთერთი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენცია არის წიგნიერება. ელექტრონული წიგნები სწორედ ამ მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს.კითხვის პროცესი ხდება საინტერესო, მოლოდინებით აღსავსე. მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, ტექსტის გაგება-გააზრების, ელექტრონული რესურსებით სარგებლობის, შემოქმედებითობის და წარმოსახვის უნარები. საბოლოოდ მოსწავლე ყალიბდება ეფექტურ მკითხველად.
        ჩემ მიერ შექმნილი  ელექტრონული წიგნი სათაურით „ ფუტკარი” განკუთვნილია პირველი კლასის მოსწავლეებისათვის. იგი გაფორმებულია მოძრავი ანიმაციებით, ამავე დროს შეიცავს მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას ფუტკრების შესახებ.  მისი გამოყენება შეიძლება ქართული ენის, ბუნებისმეტყველების დ გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე.  რესურსი ხელს შეუწყობს ციფრული  წიგნიერების განვითარებას. 


     შესაბამისობა ე.ს.გ სტანდარტთან :

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.



·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[1]



შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);

·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;

·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;

·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;

ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.



შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;

·         სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს, რომლებიც წაკითხული / მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს ეხმიანება და ხსნის, რატომ აირჩია ესა თუ ის ნივთი;



ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.



შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;

·         ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას,  სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;

·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);

·         პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).

ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან

დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.

ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების

გამოყენება.

..I.4 . მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.



ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.  

ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.





ელექტრონული წიგნი ხდება მოტივაციის იარაღი ბავშვისთვის, მათ ხატოვან წარმოდგენას ზუსტად ესადაგება ჩემ მიერ მოძიებული და აწყობილი ანიმაციური ილუსტრაციები.

ელექტრონული წიგნი შექმნილი და გამოყენებულია სასწავლო მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად. რესურსი შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს, არის თანმიმდევრული და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი. გამოვიყენე ქართული ენის გაკვეთილზე,

მისი დახმარებით ტექსტის კითხვა გახდა სახალისო, ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და გასააზრებელი., მისი გამოყენება მოსწავლეებს  აძლევს მუშაობის და ინტერაქციიც საშუალებას. მოსწავლეებს უქმნის დადებით ემოციურ განწყობას, აღძრავს ინტერესს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმლურ ჩართულობას. რესურსის გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს,  ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა ეფექტური და შედეგიანია, უზრუნველყოფს სასურველ უკუკავშირს.

ელექტრონული წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ბლოგზე: ninomamuchishvili.blogspot.com რესურსებში.



                                  რესურსის  გამოყენების ინსტრუქცია

  რესურსი შექმნილია  Power Point-ის პროგრამაში, შეგვიძლია გავუშვათ პრეზენტაციის სახით პროექტორით, ეკრანის გაზიარების მეშვეობით გადავიტანოთ მოსწავლის ბუკებში ან ფაილის გავრცელების საშუალებით გავუგზავნოთ მოწავლეს.

სლაიდი 1- არის სატიტულო;
სლაიდი  2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 - განთავსებულია მცირე ტექსტები, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევიან ამ მწერის შესახებ. ისინი გაფორმებულია ჩემ მიერ მოძიებული და აწყობილი ანიმაციური ილუსტრაციებით.
    რესურსი არის მრავალჯერადი, მისი გამოყენება შეუძლია მასწავლებელს, რომლის მიზანიც იქნება ტექსტის წაკითხვა -გააზრება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, ფუტკრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მისი აგებულების გაცნობა, მისი შექმნილი პროდუქტების მრავალფეროვნების დადგენა.




[1] გაშიფვა – გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vThji_vocH5Cxu9u-BTCo_m7zPEoXWTHAn_FRwuXjVtQ36d7YhhRoBN5BWc4osEYuN1HQ0lzjdb1m8X/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="640" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

3 comments:

  1. წარმატებები პროფესიული ულევი, ნინო!

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი რესრსია. ვისარგებლებ. დიდი მადლობა. წარმატებებს გისრვებთ!

    ReplyDelete