პროექტი- ვინა ვართ? საიდან მოვდივართ?(Iნაწილი-უძველესი ადამიანები)
დადგა ეს ნანატრი დღეც. 3 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ პროექტზე -„ვინა ვართ? საიდან მოვდივართ? ანუ „ადამიანი დასაბამიდან დღემდე". ბუნებაში განვიხილავდით ადამიანის სხეულის ნაწილებს. გამოვიყენე სქემა-ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე. აღმოჩნდა, რომ არც ისე ბევრი რამ ვიცოდით ადამიანზე. გაჩნდა კითხვები:
1.როდის გაჩნდა პირველი ადამიანი?
2. საიდან იწყება ადამიანის განვითარების ისტორია?
3. სად ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები და როგორ შეიცვალა მათი საცხოვრებლები დროთა განმავლობაში?
4. როგორი იყო პირველყოფილების ცხოვრების წესი და როგორ ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები?
5. როგორი იყო ადამიანთა თავდაპირველი კომუნიკაციები და როგორ შეიცვალა ისინი?
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დაიგეგმა ჩვენი პროექტი. ჩვენ შევეცადეთ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, კვლევის, შედარების გზით პასუხი გაგვეცა ამ კითხვებისთვის. გვაქვს უამრავი ინფორმაცია, ვუყურეთ ფილმებს პირველყოფილ ადამიანებზე, გამოვუშვით კედლის გაზეთი და ელექტრონული გაზეთი; გიორგი ბირკაძემ ჩაწერა ინტერვიუ დედასთან სამყაროს შექმნის შესახებ; დავხატეთ და გამოვძერწეთ უძველესი ადამიანები; გავაკეთეთ გამოფენა; შევქმენით დიორამები და მაკეტები, რომლებიც ასახავენ მათ ცხოვრებას;გავაკეთეთ ბუნებრივი რესურსების რუკა, რომლებმაც ხელი შეუწყო ადამიანების განვითარებას. ვიყავით დმანისში არქეოლოგიურ მუზეუმში, ფეხით მოვიარეთ ნაქალაქარი და ვნახეთ ფენებად დალაგებული ცივილიზაციის კვალი. ვესტუმრეთ ეროვნულ მუზეუმს არქეოლოგიური განძის სანახავად. ვნახეთ უძველესი იარაღები და მათი განვითარების ეტაპები, უძველესი სამკაულები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთები. მოვიხიბლეთ ჩვენი წინაპრების დახვეწილი გემოვნებით .

პროექტი- ვინა ვართ? საიდან მოვდივართ? (II ნაწილი-გაქრისტიანება)

მცხეთა... გასვლითი გაკვეთილი (ვინა ვართ? საიდან მოვდივართ? გაქრისტიანება
ვმუშაობთ შემეცნებით პროექტზე- გაქრისტიანება. მოვიძიეთ ინფორმაცია პირველი გამაქრისტიანებლების შესახებ. მოვილოცეთ მცხეთის უძველესი ტაძრები

No comments:
Post a Comment