განვაახლეთ თეატრალური წრე 2019 წელი (იანვარი-მაისი)
განცხადება
სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში IV/4 კლასის ბაზაზე გაიხსნა თეატრალური წრე. წრე ფუნქციონირებს 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით. წრის მეცადინეობა გაიმართება ყოველ ოთხშაბათს მეექვსე გაკვეთილზე. მსურველებს გთხოვთ, გაერთიანდეთ თეატრალურ წრე- „თეატრონ“-ში.
თეატრალური წრე - „თეატრონი“
წრის ხელმძღვანელი - ნინო მამუჩიშვილი
წრის მიზანი: მოსწავლეებში ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე დაყრდნობით შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება, მეტყველების დახვეწა. არავერბალური საშუალებების (ჟესტის, მიმიკის, ინტონაციის) შერჩევა პერსონაჟებისთვის; გმირების მოქმედებების, გრძნობების, ემოციების ამოცნობა და შეთვისება; როლების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით, სცენების გათამაშება; სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟების გახსენება ფილმიდან -„კაცია ადამიანი?!“, მოსმენილი და წაკითხული ნაწარმოებებიდან; მათ შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა. ღონისძიებაზე ერთობლივი მუშაობისას განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება. თანაკლასელებისათვის რჩევის მიცემა როლის შესრულების, პერსონაჟის გრძნობების, ემოციების თაობაზე. გუნდური სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება.
პროგრამა
- სცენარის განხილვა
- როლების განაწილება
- სამაგიდო რეპეტიციები
- ლექსების მხატვრული დამუშავება
- როლების გამომეტყველებით კითხვა
- სასცენო მოძრაობებზე მუშაობა
- სპექტაკლი „აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართლის ბედმა“
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი
- დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია თეატრალური წრის შექმნის შესახებ?
- რა მოგცათ საწრეო მუშაობამ, რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს სამუშაო?
-
- საწრეო მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
- იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
მშობლის კითხვარი
გვარი ,სახელი
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია თეატრალური წრის შექმნის შესახებ?
2. რა მისცა და რა უნარები განუვითარა თქვენს შვილს საწრეო მუშაობამ?
3. საწრეო მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
4. იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო მოსწავლეთათვის?
5. დადებითად შეაფასებდით თუ არა წრის მუშაობას?
5. დადებითად შეაფასებდით თუ არა წრის მუშაობას?
განცხადება
სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში III/4 კლასის ბაზაზე გაიხსნა თეატრალური წრე. წრე ფუნქციონირებს 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით. წრის მეცადინეობა გაიმართება ყოველ ორშაბათს მეხუთე გაკვეთილზე. მსურველებს გთხოვთ, გაერთიანდეთ თეატრალურ წრე- „თეატრონ“-ში.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გაცნობა:
წავიკითხეთ ნაწყვეტები მოთხრობიდან „კაცია ადამიანი?!“, ლექსები ილიას შემოქმედებიდან;
სცენარის კითხვა
წავიკითხეთ სცენარი. პროცესი ძალიან სახალისო გამოდგა, ბაცშვებმა ბევრი იცინეს პერსონაჟებზე.












































როლების განაწილება:
ლუარსაბი - ალექსანდრე აბულაძე;
დარეჯანი - ლიზი კაკაბაძე;
ლამაზისეული - გვანცა გურგენიძე;
დათუა - თემურ ბაღდასაროვი;
თანდილა - გიორგი მასურაშვილი;
თანამედროვე ბავშვები: გიორგი ბირკაძე, რამაზ ჩახუნაშვილი, დავით ქობალია, მარიამ შონია, გვანცა ნათენაძე, ნატალი სიფრაშვილი;
ილია: გიორგი გოგოლაძე, ლუკა თვილდიანი, დათო ჩიტაძე, ანდრია მაჭავარიანი;
ექსპონატები სახლმუზეუმში: ნუცა ბარნაბიშვილი, ანი მჭედლიშვილი, მია ბაიდარაშვილი, ლიზი ბირკაძე, გვანცა ქარადენიზი, მარიამ კაკაური, ბარბარე ახობაძე, სალომე თედელური, ლუკა სარსანია, ანდრია ჭანგურიძე, ნიკა ბოროდინი.
ფილმის ჩვენება: „კაცია ადამიანი“




ესეც ჩვენი პრეზენტაცია:
თეატრალური წრის პროდუქტი - სპექტაკლი „აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა“










































თეატრალური წრე - „თეატრონი“
წრის ხელმძღვანელი - ნინო მამუჩიშვილი
წრის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება, მეტყველების დახვეწა. არავერბალური საშუალებების (ჟესტის, მიმიკის, ინტონაციის) შერჩევა პერსონაჟებისთვის; გმირების მოქმედებების, გრძნობების, ემოციების ამოცნობა და შეთვისება; როლების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით, სცენების გათამაშება; სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟების გახსენება მულტფილმებიდან, ფილმებიდან, მოსმენილი და წაკითხული ნაწარმოებებიდან; მათ შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა. ღონისძიებაზე ერთობლივი მუშაობისას განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება. თანაკლასელებისათვის რჩევის მიცემა როლის შესრულების, პერსონაჟის გრძნობების, ემოციების თაობაზე. გუნდური სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება.
პროგრამა
- სცენარის განხილვა
- როლების განაწილება
- სამაგიდო რეპეტიციები
- ლექსების მხატვრული დამუშავება
- როლების გამომეტყველებით კითხვა
- სასცენო მოძრაობებზე მუშაობა
- სპექტაკლი „თბილისი იყო ურთიერთობა“
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი
- დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია თეატრალური წრის შექმნის შესახებ?
- რა მოგცათ საწრეო მუშაობამ, რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს სამუშაო?
- საწრეო მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
- იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
მშობლის კითხვარი
გვარი ,სახელი
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია თეატრალური წრის შექმნის შესახებ?
2.
რა მისცა
და რა უნარები განუვითარა თქვენს შვილს საწრეო მუშაობამ?
3.
საწრეო მუშაობის დროს განხორციელებული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
4.
იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო მოსწავლეთათვის?
წავიკითხეთ სცენარი. პროცესი ძალიან ხალისიანი გამოდგა, ბაცშვებმა ბევრი იცინეს პერსონაჟებზე.
გავანაწილეთ როლები:
მეეზოვე-გვანცა გურგენიძეყარაჩოღელები-ბირკაძე გიორგი, ბირკაზე ლიზი, ბაღდასაროვი თემო, მაჭავარიანი ანდრეა, ჩიტაძე დავით, ჭანგურიძე ანდრეა, ბოროდინი ნიკა, სარსანია ლუკა.
მიკიტანი-აბულაძე ალექსანდრე.
სომეხი-გოგოლაძე გიორგი
ებრაელი-ქობალია დავით
მემაწვნე-ახობაძე ბარბარე
ხანუმა-შონია მარიამ
კოტე-ტვილდიანი ლუკა
სიკო-ჩახუნაშვილი რამაზ
ნიკო-მოსეშვილი გიგა
ვახტანგ გორგასალი-გოგოლაძე გიორგი
ფიროსმანი-მასურაშვილი გიორგი
იეთიმ გურჯი-ჩახუნაშვილი რამაზი
ქალბატონები-სიფრაშვილი, მჭედლიშვილი, ნათენაძე, კაკაური, ახობაძე, ბაიდარაშვილი, ბარნაბიშვილი.
დავყავით სცენარი ცალკეულ სცენებად და დავიწყეთ როლებად კითხვა. შევურჩიეთ პერსონაჟებს არავერბალური საშუალებები: ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია.






ვაგრძელებთ როლების დამუშავებას, ამოვიცნობთ პერსონაჟების ხასიათს, მოქმედებას, გრძნობებს, ემოციებს, ვცდილობთ გავითავისოთ ისინი.









ვაგრძელებთ როლების გამომეტყველებით კითხვას, ვსწავლობთ ემოციების მართვას, მიმიკების მორგებას პერსონაჟის ხასიათისა და როლის მიხედვით





მოვაწყეთ მულტფილმის ჩვენება. ვნახეთ ქართული მულტფილმი „წუნა და წრუწუნა“. აღმოვაჩინეთ სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟები, დავაკვირდით მათ ხასიათს, მოქმედებებს, მანერებს, მოძრაობის და საუბრის სტილს.გავიხსენეთ ნანახი ფილმებიდან და წაკითხული ნაწარმოებებიდან მსგავსი სახასიათო გმირები, ყარაჩოღელები ფილმიდან - „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. მათ შორის მსგავსება-განსხვავება დავადგინეთ.








დავიწყეთ სცენების დადგმა, ვამუშავებთ სასცენო მოძრაობებს და ვაკეთებთ მონახაზებს





მუსიკალური გაფორმების დროც მოვიდაა.




















ისევ სასცენო მოძრაობებს ვამუშავებთ. ვცდილობთ ხმა მოვარგოთ აუდიტორიას. ხმის ტემბრი მივამსგავსოთ ძველ თბილისელებს.









31 მაისი. დადგა ეს ნანატრი დღეც. დღეს პრემიერაა ჩვენი სკოლის ულამაზეს დარბაზში.
დილიდანვე დიდი სამზადისი გვქონდა: მოვრთეთ სცენა დეკორაციებით, ჩავიცვით ფორმები, ვაჟებმა - ჩოხები, მანდილოსნებმა - ულამაზესი კაბები.
წარმოვადგინეთ ძველი თბილისელები, ყარაჩოღელები, კინტოები, ბანოვანები, გვინდოდა გვეჩვენებინა როგორი ლაღი და უშუალო ურთიერთობები იყო ძველ თბილისში, როგორ უყვარდათ ერთმანეთი თბილისელებს. ვაჟები წარმოგვიდგნენ, როგორც ტივზე მოქეიფენი, ქალბატონები კი - ლიტერატურულ სალონში.






















































































ეს სპექტაკლი იყო ჩვენი საწრეო მუშაობის პროდუქტი. ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი როლებს. მეტყველებდნენ გამართულად, ფლობდნენ სცენას და აუდიტორიას. მაყურებლის მხრიდან დაიმსახურეს დიდი სიყვარული და მოწონება.
No comments:
Post a Comment