სამოდელო გაკვეთილი






















სამოდელო გაკვეთილი-დროის ფასი



















გაკვეთილის თემა
|
შრომის საფასური/ამოცანების მოდელირება პრობლემის გადასაჭრელად
|
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი
III კლასი
|
|
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების
სახელი, გვარი
|
ქართული ენა
|
ნინო მამუჩიშვილი
|
მათემატიკა
|
ნინო მამუჩიშვილი
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
27
|
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
50 წთ
|
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არ მყავს
|
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების
მიხედვით)
|
ქართული ენა: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ტექსტში მოცემული
მოვლენები ცხოვრებისეულთან, ამოიცნონ მიზეზშედეგობრივი კავშირები ამ მოვლენებს
შორის;
მათემატიკა:
შეძლებენ რეალური ვითარების გამომსახველი ამოცანების ამოხსნას
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და
გაგება-გააზრება;
ტექსტში
ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა
და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს
ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);
Ø ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად,
რამდენი, როგორი, რამდენ ხანს,
რამდენჯერ და სხვ.);
Ø აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს,
მოქმედებებს;
Ø ამოიცნობს
ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;
Ø აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების)
ნიშნით;
Ø საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის
არსებით ინფორმაციას;
Ø განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
Ø
ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან
(ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
Ø
გამოყოფს სიუჟეტის
განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის შუა
ნაწილს, დასასრულს);
მათ.
III.7. მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი გამოსახულების შემცველი ტოლობის შედგენა და
მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ქმნის
რეალური ვითარების გამომსახველ მთელრიცხოვან ეკვივალენტურ გამოსახულებებს (მაგალითად, სასწორის წონასწორობა, ირჩევს ფულის შესაფერის ნიშნებს მითითებული თანხის წარმოსადგენად და დასახურდავებლად);
Ø რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და იყენებს ისეთ რიცხვით გამოსახულებას, რომელიც შეკრების/გამოკლების ერთ მოქმედებას შეიცავს;
Ø პოულობს (შერჩევის ან რაიმე სხვა ხერხით) შეკრების, გამოკლების შემცველი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობას.
|
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
გავაცნობ
გაკვეთილის თემას და მიზნებს;
აქტ.1.ბავშვების
გააქტიურებას მოვახდენ ვიდეორგოლით.
აქტივობის მიზანია პროვოცირება,
დღევანდელობისთვის აქტუალური სოციალური თემის წამოწევა და გაჭირვების გამომწვევ მიზეზებზე დაკვირვება.
2 წთ
ორგანიზების
ფორმა-ინდივიდუალური;
აქტ.2.გრაფიკული
მაორგანიზებელი „მიზეზი-შედეგი“-ს დახმარებით გაჭირვების გამომწვევი მიზეზების
რუკის შექმნა; 5
წთ
აქტივობის მიზანია
ტექსტის ანალიზისთვის შემზადება;
ორგანიზების
ფორმა-ინდივიდუალური;
აქტ.3.ტექსტის
თხრობას ვახდენთ გრაფიკული მაორგანიზებლით-„თავიდან-მერე-ბოლოს“
5 წთ
აქტივობის მიზანია
სიუჟეტის და ტექსტში მიმდინარე მოვლენების გახსენება
ორგანიზების
ფორმა-ინდივიდუალური;
აქტ.4.ტექსტის
ანალიზი გრაფიკული მაორგანიზებლის-მოთხრობის რუკა-დახმარებით
10 წთ
აქტივობის მიზანია
ტექსტში დასმული პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი
ორგანიზების
ფორმა-ინდივიდუალური;
აქტ.5.პრობლემის
გადაჭრის გზის ძიება რეალური ამოცანების ამოხსნის დახმარებით; 3 წთ
ამოცანები:
I
ჯგუფი-ერთი ძმა ერთ
დღეში წნავს 2 კალათას. რამდენ კალათს დაწნავს ის ერთ თვეში?
II ჯგუფი-ერთი კალათი ღირს 8 ლარი. რა
ეღირება 60 ასეთი კალათი?
III ჯგუფი-ერთი ძმა დღეში 5 ჩალის ქუდს
წნავს, რამდენ ქუდს დაწნავს ის ერთ თვეში?
IV ჯგუფი-ერთი ჩალის ქუდი ღირს 4 ლარი.
რა ეღირება 150 ქუდი?
V ჯგუფი-რა თანხას შეადგენს ძმების ყოველთვიური
შემოსავალი, თუ ერთი მათგანი თვეში 480 ლარს შოულობს, მეორე კი - 600 ლარს?
აქტივობის მიზანია,
ბავშვებმა დაინახონ, რომ გაჭირვებიდან ამოსვლის რეალური გზა არის შრომა და
ცხოვრებისეული მოქმედებების სწორად დაგეგმვა;
ორგანიზების
ფორმა-ჯგუფური მუშაობა;
აქტ.6.ამოცანების
პრეზენტაცია, ძმების შრომის საფასურის დადგენა; 10 წთ
აქტ.7.დადგენილი
მოგების სწორად გამოყენების გზების დასახვა და აუცილებლად შესაძენი ნივთების და პროდუქტების სიის შედგენა;
7 წთ
აქტივობის მიზანია
მიღებული შემოსავლის სწორად განაწილების მნიშვნელობის დანახვა;
ორგანიზების
ფორმა-ინდივიდუალური;
აქტ.8.დროის ღერძი
5
წთ
აქტივობის მიზანია
ნათლად დაანახოს ბავშვებს, დროსთან ერთად როგორ იცვლება მშრომელი და ჭკვიანი
ადამიანების ცხოვრება სასიკეთოდ;
ორგანიზების
ფორმა-ინდივიდუალური;
აქტ
9.რეფლექსია - დღეს გაკვეთილზე (მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას გაიხსენებენ რაზე იმუშავეს, რომელი
აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად)
3 წთ აქტივობის მიზანია
უკუკავშირის დამყარება
|
|
შეფასება
|
პოზიტიური
განმავითარებელი შეფასება სიტყვიერად;
შეფასების
რუბრიკები ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტატორების შეფასებისთვის;
შეფასების რუბრიკა
ჯგუფური მუშაობისთვის
|
|
საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო
რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, სქემები: მიზეზი-შედეგი; თავიდან-მერე-ბოლოს;
მოთხრობის რუკა; დროის ღერძი; ქართული ენის III კლასის სახელმძღვანელო (ავტორი ვ.როდონაია);
მათემატიკური ამოცანები თაბახის ფურცელზე ჯგუფური მუშაობისთვის; დაფა; ცარცი; ფლიპჩარტები; ვიდეორგოლი mყ movie maker-ში დამუშავებული youtube-დან
https://youtu.be/EYiUUtP6_L0?t=21
|
გრაფიკული
მაორგანიზებლები
მიზეზი - შედეგი
|
||||
|
||||
|
|
თავიდან - მერე - ბოლოს
|
|
|
მოთხრობის რუკა
სად?
|
როდის?
|
|
|
|
თვითშეფასების რუბრიკა ჯგუფური მუშაობისთვის
სახელი -
გვარი -
|
3
|
2
|
1
|
ჩემს აზრს ღიად
გამოვთქვამ
|
|||
არგუმენტირებულად ვსაუბრობ
|
|||
ყურადღებით ვუსმენ
სხვებს
|
|||
მაინტერესებს და
ვითვალისწინებ განსხვავებულ აზრს
|
|||
ვცდილობ, ჩხუბი
კამათში არ გადაიზარდოს
|
|||
ვიცავ დროის ლიმიტს
|
თვითშეფასების რუბრიკა
პრეზენტატორისთვის
სახელი -
გვარი -
|
3
|
2
|
1
|
ჩემს აზრს ღიად
გამოვთქვამ
|
|||
არგუმენტირებულად ვსაუბრობ
|
|||
ყურადღებით ვუსმენ
სხვებს
|
|||
მაინტერესებს და
ვითვალისწინებ განსხვავებულ აზრს
|
|||
ვცდილობ, ჩხუბი
კამათში არ გადაიზარდოს
|
|||
ვიცავ დროის ლიმიტს
|
რეფლექსია
ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად - ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების
სინთეზი.
რაც
უფრო
დაქუცმაცებულია
სამყარო
მოსწავლისთვის
სხვადასხვა
„საგნად“,
მით
უფრო
უჭირს
მისი
აღქმა
და
შესწავლა. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ინტეგრირებულ გაკვეთილს. დავგეგმე
ასეთი გაკვეთილი ქართულ ენასა და მათემატიკაში იმ მიზნით, რომ დაეკავშირებინათ ტექსტში
მოცემული მოვლენები ცხოვრებისეულთან, დაემყარებინათ მიზეზშედეგობრივი კავშირები ამ
მოვლენებს შორის და რეალური ვითარების გამომსახველი მათემატიკური ამოცანების ამოხსნით
გადაეჭრათ ცხოვრებისეული პრობლემა.
გაკვეთილის თემა იყო სიღარიბე საქართველოში. ქართულ ენაში გამოვიყენე ძველი
იგავი - „შრომის საფასური“, მათემატიკაში - ამოცანების მოდელირება პრობლემის გადასაჭრელად. ბავშვების გააქტიურება მოვახდინე
საინფორმაციო ვიდეორგოლით. აქტივობის
მიზანი იყო პროვოცირება, დღევანდელობისთვის აქტუალური
სოციალური თემის წამოწევა და გაჭირვების გამომწვევ
მიზეზებზე
დაკვირვება. ვიდეორგოლში საუბარი იყო
გაჭირვებული ადამიანების რაოდენობაზე და გამოკითხული ადამიანები ასახელებდნენ
გაჭირვების მიზეზებს. მოსმენილის საფუძველზე შევადგინეთ მიზეზშედეგობრივი რუკა- „მიზეზი-შედეგი“ , გარდა ვიდეორგოლში
დასახელებული მიზეზებისა ბავშვებმა
გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებებიც გაჭირვების მიზეზებთან დაკავშირებით. ამით კლასი
შევამზადე ტექსტის ანალიზისთვის. ანალიზი მოვახდინეთ „მოთხრობის რუკით“,
მოვახდინეთ ტექსტში დასმული პრობლემის იდენტიფიცირება. პრობლემის გადაჭრის გზად გამოვიყენე ამოცანები, რომლებმაც
მიგვიყვანა ტექსტის პერსონაჟების თვიურ შემოსავლამდე. ბავშვებმა ნათლად დაინახეს,
რომ სწავლა და თავდაუზოგავი შრომა ფასდება და ოჯახს უჩნდება გარკვეული შემოსავალი.
ამის
შემდეგ მოვახდინეთ მიღებული შემოსავლის
განაწილება საკვებზე თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე. ვისაუბრეთ, როგორ
გამოვიყენოთ გამომუშავებული თანხა სწორად. ბავშვებისგან წამოვიდა საინტერესო
ვერსიები, თუ როგორ მივიღოთ დამატებითი შემოსავლები და როგორ გავიუმჯობესოთ
ცხოვრება მცირე შემოსავლების შემთხვევაშიც კი. საუბარი იყო ბანკიდან გარკვეული
თანხის აღებაზეც, ისე, რომ გადახდაზე არ შეექმნათ პრობლემები, განვადებაზე და
სხვა.
ვფიქრობ,
მიზანს მივაღწიე. ბავშვებმა ნათლად დაინახეს, დროსთან ერთად როგორ იცვლება
მშრომელი და ჭკვიანი ადამიანების ცხოვრება სასიკეთოდ, რაც დროის ხაზზეც ავსახეთ.
გაჭირვების დაძლევის უამრავი გზა განვიხილეთ.
შევასრულე
გეგმით დასახული ყველა აქტივობა. ისინი გეგმის შესაბამისად წარიმართა. რა თქმა
უნდა შეიძლებოდა საკითხის უფრო ფართოდ გაშლა, ამიტომ დავალებად მივეცი მოთხრობის
გაგრძელება სათაურით: „გავიდა ხანი“, ეს დავალება მომცემს საშუალებას გავშალო საკითხი
და გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები ულის სწორ და არასწორ ხარჯვასთან დაკავშირებით.
ბაშვები
ინტერესით იყვნენ ჩართული გაკვეთილში, ხალისით მონაწილეობდნენ აქტივობებში,
ყურადღებით ისმენდნენ ჩემს მითითებებს, უსმენდნენ ერთმანეთს, თავისუფლად
გამოთქვამდნენ თავის აზრს, იცავდნენ დროის ლიმიტს.
ყველა
აქტივობა საინტერესო იყო მათთვის, მაგრამ განსაკუთრებული ხალისი გამოიწვია დროის
ხაზის შევსებამ, სადაც მიხვდნენ რა საფეხურები უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ შრომა
დაუფასდეს.
ჩემმა
კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, წამოსწიონ ეს თემა საკუთარ პრაქტიკაში. მათ
აღნიშნეს, რომ დროული და ძალიან საჭირო საკითხები იყო წამოწეული გაკვეთილში.
გაკვეთილზე
გამოვიყენე სქემები: მიზეზი-შედეგი; თავიდან-მერე-ბოლოს;
მოთხრობის რუკა; დროის ღერძი; ამ სქემებმა გაკვეთილი გახადა სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი. ვფიქრობ
კოლეგებსაც გამოადგებათ ისინი.
შეფასება მოვახდინე პრეზენტატორების, ამოცანების პრეზენტაციისას, შეფასების
რუბრიკის საფუძველზე, კრიტერიუმები გავაცანი წინასწარ. თვითშეფასება მოახდინეს
ჯგუფური მუშაობის დროს შეფასების რუბრიკის საფუძველზე, ეს კრიტერიუმების წინასწარ
გავაცანი.























სამოდელო გაკვეთილი-დროის ფასი
ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
თემა: დროის ფასი
მიზანი: პრობლემების გამოკვეთა, მათი დაკავშირება ცხოვრებასთან და გამოსავლის გზების ძიება
თემა: დროის ფასი
მიზანი: პრობლემების გამოკვეთა, მათი დაკავშირება ცხოვრებასთან და გამოსავლის გზების ძიება
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქართული ენა
სასწავლო საკითხი: დროის ფასი
|
კლასი: II
პედაგოგი: ნინო მამუჩიშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო დრო: 45წთ
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიზანი: პრობლემების გამოკვეთა, მათი დაკავშირება
ცხოვრებასთან და გადაჭრის გზების ძიება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის
შედეგი:
3.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო მასალა:
ტექსტი თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი;
ილუსტრაცია;
პლაკატები: მოვლენათა
ჯაჭვი,დახასიათებისთვის-პერსონაჟი-თვისება-არგუმენტი, ვენის დიაგრამა;ვარაუდების
ღრუბელი; (ეს პლაკატები წინა ორ გაკვეთილზე შექმნილი
პროდუქტებია)
სქემები ჯგუფური მუშაობისთვის;
დაფა, ცარცი, კალმები; კომპიუტერი; პროექტორი;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო წინარე ცოდნადაუნარ-ჩვევები: მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული კითხვის
უნარ-ჩვევა; მოვლენების თანმიმდევრობით დალაგება უნდა შეეძლოს; პერსონაჟების
დახასიათება; არგუმენტირებული მსჯელობა; უნდა ფლობდნენ მარტივი ტექსტის შექმნის
წერით უნარ-ჩვევას; მოსმენის, მოვლენის აღწერისა და ანალიზის უნარები;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიზანი:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის მიმართ პირადი
დამოკიდებულების გამოხატვას და ახსნას; ტექსტში განხილული კონკრეტული საკითხების
შეფასებას.
დააკავშირებენ მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
შეძლებენ თანამიმდევრულობის
დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ წაკითხული ტექსტის მონაკვეთის შინაარსი;
შეძლებენ
გამოიყენონ კითხვის ნაცნობი სტრატეგიები ტექსტში კონკრეტული ადგილის მოსაძებნად;
გამოიყენებენ მარტივ
გრაფიკულ სქემებს, მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად;
შეძლებენ
გამოიყენონ წერის ნაცნობი სტრატეგიები, საყრდენების დახმარებით
გააკეთონ ჩანაწერები;
გადმოსცემენ
კონკრეტულ ინფორმაციას მიზნის შესაბამისად;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტ.1 პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ ფრაგმენტს
მულტფილმიდან - სამი გოჭი; გავამახვილებ ყურადღებას პერსონაჟებზე; დროის
სწორად გამოყენებაზე. (3წთ)
აქტივობის მიზანია წინარე ცოდნის გააქტიურება
გონებრივი იერიშის მეთოდით;
აქტ.2 ასოციაციური რუკა-რაში ხარჯავს ციყვი დროს?
ტექსტის მიხედვით და ცხოვრებაში (5წთ)
აქტივობის მიზანია დააკავშირონ ტექსტში ასახული ამბავი ცხოვრებისეულ
გამოცდილებასთან;
აქტ.3 მივყვეთ მოვლენათა ჯაჭვს და მოკლედ
ჩამოვაყალიბოთ ტექსტის შინაარსი; (3წთ)
აქტივობის მიზანია თანმიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით
გადმოსცენ ტექსტის მონაკვეთის შინაარსი;
აქტ.4პრობლემების იდენტიფიცირება-კითხვების
დახმარებით აღმოვაჩენთ პრობლემებს; (5წთ)
აქტივობის მიზანია ორიენტირება პრობლემებზე;
კითხვები:
-რა პრობლემა წარმოშვა ჭრიჭინას სტუმრობამ ციყვის ცხოვრებაში?(დროის უქმად
კარგვა)
-როგორ მოექცა ციყვი გაჭირვებულ თაგვს და რა შეგიძლიათ უწოდოთ პერსონაჟთა ასეთ
ურთიერთობას?(ურთიერთდახმარება)
-რა ქვია ჭრიჭინასა და თაგვის ურთიერთობას?(ჩხუბი)
-როგორი დამოკიდებულება აქვს ჭრიჭინას ციყვისა და თაგვის გასაჭირის
მიმართ?(გულგრილი)
აქტ.5 ცნების რუკა; პრობლემები-ტექსტში,
ცხოვრებაში, გამომწვევი მიზეზები და გამოსავალი ან შედეგი;ჯგუფური მუშაობა(10წთ)
აქტივობის მიზანია გამოიყენონ კითხვის ნაცნობი სტრატეგიები ტექსტში
კონკრეტული ადგილის მოსაძებნად; დააჯგუფონ ინფორმაცია გრაფიკული სქემების
გამოყენებით; გამოიყენონ წერის ნაცნობი სტრატეგიები, საყრდენების დახმარებით
გააკეთონ ჩანაწერები;
აქტ.7 პრეზენტაცია; (10წთ)
აქტივობის მიზანია გადმოსცენ კონკრეტული ინფორმაცია;
აქტ.8 კითხვაზე დაყრდნობით გააკეთებენ
დასკვნას;
აქტივობის მიზანია საზოგადოებაში ქცევის წესების ჩამოყალიბება;
კითხვა: როგორ უნდა იქცეოდნენ საზოგადოებაში ადამიანები? (5წთ)
აქტ.9 რეფლექსია - დღეს გაკვეთილზე(მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ რაზე
იმუშავეს, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად, შეავსებენ ასოციაციური
კავშირების რუკას.) ( 4წთ)
აქტივობის მიზანია უკუკავშირის დამყარება.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1.პოზიტიური განმავითარებელი შეფასება
სიტყვიერად;
2. ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა:
3. პრეზენტაციის შეფასება:
რეფლექსია: მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეულიპრობლემების გადასაჭრელად გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ, საგნობრივ ცოდნასთან დაუნარ-ჩვევებთან ერთად, მოსწავლეებს განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარი. ასეთი ტიპის სწავლების დროსმოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათმთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევაში. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლით იზრდებამოსწავლის მოტივაცია, რადგან მოსწავლე ახალ ცოდნას იძენს გამიზნულად. ეს ავითარებს ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს; შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებიდამოუკიდებლად მოიძიებენ და ითვისებენ ახალ ცოდნას, ხოლო მასწავლებლის როლი ძირითადად დაიყვანება ხელშემწყობის(ფასილიტატორის) ფუნქციაზე.
ამის
გათვალისწინებით დავგეგმე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა იყო „დროის ფასი“. მიზანი: პრობლემების გამოკვეთა, მათი
ცხოვრებაზე მორგება და გადაჭრის გზების ძიება. გამოწვევა მოვახდინე გონებრივი
იერიშის მეთოდით. პროექტორის დახმარებით ვაჩვენე ნაწყვეტი მულტფილმიდან „სამი
გოჭი“. კითხვების საშუალებით განვსაზღვრეთ რომელმა გოჭებმა დახარჯეს დრო უქმად
და რომლის დახარჯული დრო იყო ეფექტური. ბავშვები ძალიან გახალისდნენ და
სიამოვნებით ჩაერთნენ გაკვეთილში.
გაკვეთილზე
დამსწრე მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემების იდენტიფიცირება, გამოყოფა
ტექსტიდან, მოსწავლეებმა გამოავლინეს პრობლემის გამომწვევი
მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარები, დასახეს პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიული გზები. ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა ბავშვების
მიგნებები. რათქმაუნდა იყო არაზუსტი პასუხებიც, მაგრამ ვფიქრობ ეს ბუნებრივია,
ისინი ხომ ჯერ მხოლოდ მეორეკლასელები არიან. მე შევძელი კითხვების დახმარებით
ნაბიჯ-ნაბიჯ, კლასის ჩართულობის ხარჯზე მიმეყვანა სასურველ მიგნებებამდე.
გაკვეთილზე
დამსწრე კოლეგებმა სურვილი გამოთქვეს გამოიყენონ ცალკეული ელემენტები საკუთარ
პრაქტიკაში.
გაკვეთილზე შევძელი მიმეღწია მიზნისთვის.
შევასრულე გეგმით დასახული ყველა აქტივობა. მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით დასახულ
შედეგებს. დააკავშირეს პრობლემები საკუთარ ცხოვრებასთან და მოიყვანეს
ფაქტები, გაიხსენეს მსგავსი შემთხვევები მეგობრების, და-ძმების ცხოვრებიდან.
შეძლეს მოეძებნათ ტექსტში დასახელებულ პრობლემასთან დაკავშირებული
ადგილები და ამოეწერათ სქემაში, გამოიყენეს გრაფიკული სქემები და დააჯგუფეს
ინფორმაციები. კარგად გამოიყენეს ჩემი მითითებები და დაიცვეს დროის ლიმიტი.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად,
თუმცა პრეზენტაციის დროს პირველი ორი ჯგუფის პრეზენტაციას მეტი დრო დავუთმე,
დანარჩენებს ნაკლები,რათა დროის პრობლემა არ შემქმნოდა.სხვა დროს აუცილებლად
გავითვალისწინებ, რომ სამოდელო გაკვეთილი გავწერო 50 წუთზე ან დაწყვილებულ
გაკვეთილზე.
ყველაზე
წარმატებული გამოდგა ჯგუფური მუშაობა ცნების რუკაზე, პრობლემები-ტექსტში,
ცხოვრებაში, გამომწვევი მიზეზები და გამოსავალი ან შედეგი; საბოლოოდ გამოიკვეთა
საზოგადოებაში ქცევის წესები: არ დავკარგოთ დრო უქმად, რადგან მისი დაბრუნება
შეუძლებელია; არ ვიჩხუბოთ და არ ვიყოთ უხეშები ერთმანეთის მიმართ; არ ვიყოთ
გულგრილნი, გულთან მივიტანოთ სხვისი გაჭირვება; დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არ
ვიყოთ გამოუსწორებლები, ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ.
ამ
გაკვეთილზე მე შევძელი ყველა მოსწავლე ჩამერთო პროცესში, რაც გამოყენებული
საინტერესო სტრატეგიების დამსახურებაა. გამოვიყენე ასოციაციური რუკები,
მოვლენათა ჯაჭვი, პერსონაჟის დახასიათების რუკები, მაორგანიზებელი სქემები.
ვფიქრობ,ეს რესურსები ჩენს კოლეგებსაც გამოადგებათ მსგავსი ტიპის გაკვეთილის
განსახორციელებლად.
ამ
გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში, რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე
(აქტ.8 კითხვაზე დაყრდნობით გააკეთებენ დასკვნას;), შევქმნიდი პლაკატს:
საზოგადოებაში ქცევის წესები.
ვფიქრობ, ნაკლებად იყო გაკვეთილის განმავლობაში
განმავითარებელი შეფასება, რის გაუმჯობესებაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაო. თუმცა
წინასწარ მომზადებულმა ჯგუფური მუშაობის და პრეზენტატორის შეფასების რუბრიკებმა
საკმაოდ გაამართლა.
გავითვალისწინებ, რომ გაკვეთილის შეჯამებას და
უკუკავშირს მეტი აქტივობებით დავტვირთო, რაც მოსწავლეში მიღწეული შედეგის
განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
|




















ბარაქალა შენს შრომას,ნინო!
ReplyDeleteუღრმესი მადლობა, ნონა
Delete