2015 წელი 17 ნოემბერი
ტექსტის კითხვაც შევძელით
ტექსტის კითხვაც შევძელით




2015 წლის 11 ნოემბერი იდგა... ჩვენ
ს კლასში საზეიმო ვითარება სუფევდა... ცოტა გავიზარდეთ... ასოები ვისწავლეთ... მარცვლები... დღეს უკვე სიტყვების შედგენაც შევძელით!!!!!! დაუღალავად მივიწევთ წინ კითხვის საოცარ სამყაროში...












2016 წლის 14 ოქტომბერი იყო. კვლავ გადაუღებლად წვიმდა... კლასშიც გაწვიმდა... ამჯერად მარცვლების ნიაღვარმა წაგვლეკა კინაღამ...






















2015 წლის 10 ოქტომბერი იყო . ჰაერში შემოდგომის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა . აცივდა... უფ, როგორ აცივდა... ორი დღე წვიმდა... ჩვენ კლასშიც წვიმდა... ულამაზესი ქართული ასოების ნიაღვარმა ლამის წაგვლეკა ...





















ჩვენი კლასი











ოქტომბრის დასაწყისში ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, ულამაზესი ქართული ასოები გვესტუმრნენ კლასში. მოვერცხლილი სკივრი ოქროს გასაღებით გავაღეთ და იქიდან ყვავილებად დაიღვარა ანბანი.

ჩემო საყვარელო ბავშვებო, შეუდარებლები იყავით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ უკვე ხართ ერთი გუნდი. ძალიან მობილიზებულები, ერთსულოვნები და ყოჩაღები იყავით. დღევანდელმა დღემ დამანახა, რომ თქვენგან ძალიან მაგარი კლასი დადგება. მადლობა, რომ ასეთი კარგები ხართ. მიყვარხართ ძალიან



























No comments:
Post a Comment